ფორდ რეინჯერი - ავტომობილი, რომელიც შექმნილია სირთულეებისა და თავგადასავლებისათვის.

დიდი ტევადობის, სრულად აღჭურვილი ნამდვილი Pick Up-ი, უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. 

Ford Ranger Wildtrak - $45 000 (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

  •  6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი
  •  3,2 დიზელის ძრავი, 200 ცხენის ძალა
  •  ABS, ESP & Roll Over Mitigation სისტემები
  •  ელ.რეგულირებადი კეცვადი გვერდითა სარკეები და მოხვევის ინდიკატორი
  •  8 მიმართულებით ელექტრონულად რეგულირებადი მძღოლის სავარძელი
  •  წვიმისა და განათების სენსორი
  •  ადაპტირებადი კრუიზ კონტროლისა და შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა
  •  მოძრაობის ზოლის ამომცნობი სისტემა
  •  წინა და უკანა პარკინგ სენსორები, ავტომატური პარკირების სისტემა
  •  უკანა ხედვის კამერა
  •  უკანა ხიდის ბლოკირება ძრავისა და გამანაწილებელი კოლოფის დაცვის სისტემით
  •  ელექტრონულად მართვადი სატვირთო განყოფილების ჟალუზი
  •  დისტანციური ძრავის გამათბობელი სისტემა (ე.წ. ვებასტო)
  •  ბლუთუზი, 8 ინჩიანი სენსორული მონიტორი, 6 დინამიკი (Apple car play & Android auto მხარდაჭერა)

უკავშირდება თქვენს ხმას, რეაგირებს შეხებაზე - Ford SYNC 3

Ford SYNC 3 ხმოვანი მართვით გთავაზობთ უფრო თანამედროვე ინტერფეისს მძღოლსა და ტექნოლოგიას შორის. გაუმჯობესებული სენსორული ეკრანი რეაგირებს ისეთ შეხებაზე, როგორიცაა გადასმა და მასშტაბირება ორი თითით. 

Bluetooth და USB კავშირი საშუალებას გაძლევთ, მოახდინოთ SYNC 3-ის ინტეგრირება გარე მოწყობილობებთან. Apple CarPlay, Android Auto, Applink და გადაუდებელი დახმარების ფუნქცია, უზრუნველყოფს თქვენი სმარტფონის HMI-ზე სრულ წვდომას SYNC 3 საწყისი ეკრანის მეშვეობით.

ასევე, შეგიძლიათ პერსონალურად შეარჩიოთ საწყისი ეკრანის პარამეტრები აპლიკაციების  პიქტოგრამების დალაგებით და ფონური ეკრანის შერჩევით - ზუსტად ისევე, როგორც პლანშეტში ან სმარტფონში; ამასთანავე, საშუალება გეძლევათ დაარეგულიროთ დღის და ღამის რეჟი და პარამეტრები დააყენოთ რამდენიმე მომხმარებლისთვის.

კრუიზ კონტროლი

ადაპტირებადი კრუიზ კონტროლის ტექნოლოგიით, თქვენ ირჩევთ სიჩქარეს, რომლითაც გსურთ მგზავრობა, ხოლო სისტემა მის შენარჩუნებაზე იზრუნებს. თუ ჩაშენებული რადარი დააფიქსირებს შემხვედრ ავტომანქანას, ის ავტომატურად შეანელებს თქვენს ავტომობილს. გზის გათავისუფლების შემდეგ, სისტემა დაუბრუნდება წინასწარ დაფიქსირებულ სიჩქარეს.

რეინჯერი სტანდარტულად აღჭურვილია მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხოების ბალიშებით, ასევე გვერდითა, ფარდისებრი და მძღოლის მუხლის უსაფრთხოების ბალიშებით. დახვეწილი ESC სისტემა კი გეხმარებათ მაქსიმალური კონტროლის შენარჩუნებაში.

აკონტროლეთ სიტუაცია ნებისმიერ საგზაო პირობებში

ESC სისტემა მუდმივად აკონტროლებს ავტომობილის სვლის პროცესს. ის გრძნობს, როდესაც ავტომობილი კარგავს გზაზე მოჭიდებას და  საჭირო ბორბლებზე ავტომატურად ააქტიურებს სამუხრუჭე სისტემას, რის შედეგადაც ხდება სვლის სტაბილიზირება. 

დაგორების საწინააღმდეგო სისტემა

ფორდის უნიკალური დაგორების საწინააღმდეგო  სენსორების სისტემა ეხმარება ავტომობილს დარჩეს გზაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთულ მოსახვევებში. 

მაქსიმალური მოჭიდება მინიმალური ძალისხმევით

დახვეწილი სისტემა Traction Control System გამორიცხავს მოცურებას და უზრუნველყოფს მაქსიმალურ მოჭიდებას იმ საბურავზე, რომელზეც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო. აღნიშნულის შედეგად კი ხდება მართვის სტაბილურობის შენარჩუნება. სისტემა მუდმივად აკონტროლებს თითოეულ ბორბალზე მიწოდებულ სიმძლავრეს და უზრუნველყოფს მაქსიმალურ კონტაქტსა და მოჭიდების აჩქარების დროს.

5 ვარსკვლავიანი უსაფრთხოება

ფორდ რეინჯერმა მიიღო 5 ვარსკვლავი Euro NCAP უსაფრთხოების სტანდარტში. რაც ნიშნავს, რომ თქვენ და თქვენს მგზავრებს გარანტირებული გაქვთ მაქსიმალურად უსაფრთხო მგზავრობა.