სერვისი

ჯი-თი მოტორსის სერვის ცენტრი



ჯი-თი მოტორსის სერვის ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური და მექანიკური დანადგარებით, იგი სრულიად შეესაბამება ყველა ტექნიკურ სტანდარტსა და მოთხოვნას, რაც მეტად აადვილებს ჩასატარებელი სამუშაოების შესრულებას. ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ Ford-ის ორიგინალი სათადარიგო ნაწილები და მაღალი ხარისხის სერვისი.
წინასწარი ჩაწერის სერვისი

ფორდის სერვის ცენტრში მოქმედებს წინასწარი ჩაწერა, რაც საშუალებას მოგცემთ, დაჯავშნოთ ვიზიტი და მიიღოთ სასურველი მომსახურეობა ლოდინის გარეშე. ჩვენი საკონტაქტო ნომერია: 032 259 50 00.
მინიშნებები და რჩევები

არსებობს ბევრი რჩევა უსაფრთხო მართვისთვის და იმისთვის, რომ ხანგრძლივად გემსახუროს თქვენი FORD-ი ოპტიმალური მდგომარეობით.

საბურავი


დაიცავით სწორი წნევა საბურავებში და საბურავის მანომეტრით აკონტროლეთ წნევა ყოველ ორ კვირაში. თუ საბურავი საჭიროებს სისტემატიურ დაბერვას, ის შეიძლება დაზიანებულიც კი იყოს. ასევე უნდა აკონტროლოთ საბურავის პროფილის სიღრმე, ზაფხულის საბურავი უნდა შეცვალოთ როდესაც მისი პროფილი უკვე არის 3მმ, ხოლო ზამთრის საბურავი უნდა შეცვალოთ უკვე მაშინ, როდესაც პროფილი არის 4მმ-ზე ნაკლები, რადგან საბურავი ვეღარ უზრუნველყოფს კარგ მოჭიდებას თოვლიან ზედაპირზე.
მოერიდეთ ზაფხულში გადაჭარბებული სიჩქარით მართვას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავტომობილი არის დატვირთული ანდა გზის ზედაპირი არის გაცხელებული, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს საბურავის ხახუნის გაზრდა, სტანდარტულზე მეტი ცვეთა და რიგ შემთხვევებში საბურავის გახეთქვაც კი.
ავტომობილის ზეთი

ზეთის დონის შემოწმება, ძრავის ზეთის საზომი საცეცერი, უკიდურეს შემთხვევაში ორ კვირაში ერთხელ და ასევე დიდ მანძილზე მგზავრობის წინ.
შეცვალეთ ზეთი და ფილტრი სერვისზე რეკომენდირებული ინტერვალით, რადგან მისმა ხანგრძლივმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ძრავში პრობლემები.

ანტიფრიზი

სისტემატურად შეამოწმეთ გამაგრილებელი სითხის დონე და აუცილებლობის შემთხვევაში დაამატეთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ძრავი ცივია. ზამთრის დადგომამდე შეამოწმეთ ანტიფრიზის კონცენტრაცია.
ანტიფრიზი არა მხოლოდ უზრუნველყოფს გაგრილების სისტემის გაყინვისგან დაცვას, არამედ მთელი წლის განმავლობაში აქრობს კოროზიას გაციების სისტემაში.
საქარე მინა

მინის საწმენდი ჯაგრისი გარკვეული დროის შემდეგ განიცდის ცვეთას და მუშაობისას ტოვებს კვალს და ასევე უჩენს ნაკაწრებს საქარე მინას. მისი გამოცვლა აუცილებელია წელიწადში ორჯერ.
ასევე მინის საწმენდ რეზერვუარში ზამთარშიც და ზაფხულშიც ჩაასხით სპეციალური სითხე და არა წყალი, ის უკეთ წმინდავს საქარე მინას და ზამთარში წყალთან შედარებით ადვილად არ იყინება.

ფარები

კვირაში ერთხელ შეამოწმეთ მოხვევის, მუხრუჭისა და ნისლსაწინააღმდეგო ფარების ნათურები. ცუდ ამინდში მგზავრობისას, სისტემატურად გაწმინდეთ ფარები აუცილებლად ნამიანი ტილოთი.

საჭის გამაძლიერებელი

თვეში ერთხელ აუცილებლად შეამოწმეთ საჭის გამაძლიერებელ რეზერვუარში ჰიდრავლიკური სითხე. შესავსებად გამოიყენეთ მხოლოდ ავტომობილის სახელმძღვანელოში მითითებული სითხე, რომლის შეძენაც შესაძლებელია ჩვენს სერვის ცენტრში.