ნოვატორული. ორიგინალური. გასაოცარი. თითოეულ მანქანას საკუთარი ხელწერა აქვს.

განკუთვნილია ბიზნესისთვის, შექმნილია მძიმე სამუშაოს შესასრულებლად

ახალმა Transit Custom-მა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. სრულიად ახალისტილი. ლამაზი ფარები დღის შუქდიოდური განათებით (სტანდარტი Trend-სა და Sport-ზე) სუფთა და ლოგიკურად მოწყობილი ინტერიერი. მძღოლისთვის განკუთვნილი დამხმარე ფუნქციების განსაკუთრებული მრავალფეროვნება, რომლებიც შემუშავებულია იმისათვის, რომ გაგიადვილოთ ყოველდღიური ცხოვრება, მიუხეედავად ბევრი ახალი ფუნქციისა, Transit Custom-ს შენარჩუნებული აქვს ტვირთის გადაზიდვის მაქსიმალური უნარი, ლეგენდარული სიმტკიცე და გამძლეობა.

გუნდური მოთამაშე

მეტი მგზავრი. მეტი მოწყობილობა. მეტი შესაძლებლობა.

წაიყვანეთ მგზავრები სამსახურში,შემდეგ დაკეცეთ ან მოხსენით უკანა სავარძლები სატვირთო სივრცის მაქსიმალურად გასაზრდელად. ან გამოიყენეთ ის  ფურგონის სახით სამუშაო დღეებში, ხოლო დასვენების დღეებში ისევ დაამონტაჟეთ სავარძლები ოჯახის წევრებისა და მეგობრების დასასვენებლად წასაყვანად. რაც არ უნდა ისურვოთ -  გამძლე Transit Custom Kombi და Kombi Van უზრუნველყოფს განსაკუთრებულ მოქნილობას თქვენი და თქვენი ბიზნესისთვის.

საოფისე ფართი

ახალი განსაკუთრებული Ford Transit Custom ნამდვილი ეტალონია საკუთარი კლასის ავტომობილებს შორის. მძღოლზე ორიენტირებული კომფორტული, გამძლე და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, რომელთა შორისაა Ford SYNC 3 გართობისა და კომუნიკაციის უახლესი სისტემა ხმოვანი მართვით, თქვენი მოძრავი ოფისი კიდევ უფრო უმჯობესდება.

კავშირი

გაიცანით თქვენი ტელეფონის ახალი საუკეთესო მეგობარი

Ford SYNC 3

მანქანით მგზავრობამ ხელი არ უნდა შეგიშალოთ ადამიანებთან კავშირის დამყარებაში. ახალი Ford SYNC 3 სისტემა შეუფერხებლად ინტეგრირდება სმარტფონთან და ყველაფრის გაკონტროლების საშუალებას გაძლევთ - სატელეფონო ზარებითა და ტექსტური შეყობინებებით დაწყებული, მუსიკითა და სატელიტური ნავიგაციით დამთავრებული - ყველაფეირ ეს 8’’ სენსორული ეკრანით ან უმარტივესი ხმოვანი ბრძანებით სრულდება (ვარიანტი)

ეკონომიურობა

თქვენი ბიზნესის მხარდაჭერის ძალა

Transit Custom  სიმძლავრეს თანამედროვე, მაღალეფექტური Ford EcoBlue დიზელის ძრავების სერია უზრუნველყოფს. ყველა ვერსია შეესაბამება უახლესი Euro6 სტანდარტებს და მასში გაერთიანებულია უამრავი სასარგებლო მაბრუნი მომენტი მძიმე ტვირთების გადასატანად მინიმალური ხარჯით. ძლიერი, სუფთა და დახვეწილი Ford EcoBlue დიზელის  ძრავები შექმნილია ჯილდოს მფლობელი Ford EcoBoost ბენზინის ძრავების მოწინავე ეფექტურობისა და ტექნოლოგიების საფუძველზე.

აღარასდროს ჩაასხამთ არასწორ საწვავს

საწვავის უთავსახუროდ ჩასხმის Ford Easy-Fuel სისტემა გამორიცხავს არასწორი საწვავის შემთხვევით ჩასხმას. ამასთან, აღარ შეეხებით ჭუჭყიან თავსახურებს. (სტანდარტი)

საექსპლუატაციო ხარჯები

დაზოგეთ ფული, სანამ ფლობთ მანქანას.

ხარისხი და გამძლეობა ახალი Transit Custom-ის თითოეულ ეტაპზეა გათვალისწინებული. მრავალწლიანი მომსახურების შემდეგაც კი ის ისეთივე კარგი დარჩება და მის საჭესთან ყოფნა ისეთივე სასიამოვნო იქნება, როგორც მისი შეძენის დღეს.

  • მომსახურების გახანგრძლივებული ცვალებადი პერიოდები - 60 000 კმ ან ორი წელი (რომელიც უფრო ადრე დადგება) - კიდევ უფრო ამცირებს ექსპლუატაციის ხარჯებს
  • Auto Start-Stop უზრუნველყოფს საწვავის მაქსიმალურ ეკონომიას
  • აქსელერაციის კონტროლი - ძრავის უნუკალური კალიბრაციაა, რომელიც განკუთვნილია აქსელერაციის შეზღუდვისთვის, როცა ავტომობილი მსუბუქად დატვირთულია. ამავდროულად, იგი ამცირებს საწვავის მოხმარებას
  • ძრავის ზეთის მონიტორინგის სისტემის გაფრთხილება აინთება, თუ ძრავაში ზეთის მდგომარეობა გაუარესდება მომსახურებებს შორის
  • სიმაღლეზე დამაგრებული მაშუქები მოთავსებულია ბამპერის ზემოთ, რათა არ მოხდეს მათი დაზიანება
  • სამუხრუჭე დისკის ცვეთის სენსორები გაფრთხილებე, როცა საჭიროა დისკების განახლება
  • მოხვევის გვერდითი ინდიკატორები მოთავსებულია კარის სარკის შიდა მხარეს, შემთხვევითი დაზიანების რისკის შესამცირებლად. როდესაც სარკეები დაკეცილია, მანქანის სიგანე დაახლოებით 190 მმ-ით მცირდება
  • 12 წლიანი ანტიკოროზული გარანტია გარწმუნებთ, რომ ძარის კონსტრუქცია პანელის შიგნიდან არ დაიჟანგება
  • მრავალწლიანი უკანა ბამპერი გეხმარებათ შეკეთების ხარჯების შემცირებაში

წინასწარი გრძნობა

გრძნობს იმას, რასაც ვერ ხედავთ

ახალი Ford Transit Custom აღჭურვილია ტექნოლოგიების შთამბეჭდავი ნაკრებით, რომელიც შემუშავებულია თქვენთივს, თქვენი ავტომობილისა და მგზავრებისთვის.

გაფრთხილება

მძღოლისთვის განკუთვნილი დამხმარე ტექნოლოგიები მოქმედების შესრულებაში გეხმარებათ

წინა კამერისა და რადარული ტექნოლოგიიდან მიღებული ინფორმაციის კომბინირებით, ახალი Transit Custom სხვადასხვა სიტუაციაში დაგეხმარებათ. შეჯახების საწინააღმდეგო დამხმარე სისტემით (ვარიანტი) დაწყებული, რომელიც გაფრთხილებთ შესაძლო შეჯახების შესახებ, ზოლის დაცვის შესახებ გაფრთხილების სისტემით დამთავრებული (ვარიანტი, მიუწვდომელია Economy-ზე) რომელიც გაფრთხილებთ ზოლიდან გადასვლის შემთხვევაში, Transit Custom არასოდეს ყოფილა ასე ბრწყინვალედ აღჭურვილი, რაც სხვადასხვა სიტუაციაში გეხმარებათ.

დაინახოთ და დაგინახონ

გაუმჯობესებული განატება საუკეთესო ხილვადობისთვის

მისი სტილური და ძლიერი ახალი ფარებით, Transit Custom არის ავტომობილი, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ იგი შეამჩნიონ.

გონიერი

თანამედროვე სისტემები, რომლებიც სამუშაო დღეს გაგიადვილებთ

Transit Cutom აღჭურვილია უსაფრთხოებისა და მძღოლისთვის დამხმარე ფუნქციებით ყოველ სამუშაო დღეს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გასაადვილებლად.