ფანტასტიკური. გენიალური. საოცარი. თითოეულ მანქანას საკუთარი ხელწერა აქვს.

მთელი მსოფლიო თქვენია

ახალი Ford Kuga სრულად შეეფერება თქვენს ამბიციურ, თვითდაჯერებულ ხასიათს. შთამბეჭდავი ტექნოლოგიები და ულამაზესი დიზაინი პრემიუმ კლასის ფუფუნებას და მაქსიმალურ ეფექტურობას უზრუნველყოფს - ახალი Ford Kuga აქტიური და გაბედული ადამიანის იდეალური პარტნიორია.

ისიამოვნეთ

წარმოგიდგენთ ახალი Ford Kuga-ს ულამაზეს სალონს. მის უნიკალურ მკაფიო სტილს და თანამედროვე დიზაინს მდიდრული და რბილი ზედაპირები ამშვენებს. პრემიუმ კლასის ტყავგადაკრული წინა სავარძლები სრულყოფილი კონტურებით უმაღლესი დონის კომფორტს ქმნის, თუნდაც ხანგრძლივი მგზავრობის დროს. შთამბეჭდავი ახალი ტექნოლოგიების წყალობით, მგზავრობა უფრო კომფორტული და სასიამობნო ხდება.

Ford SYNC 3

უკავშირდება თქვენს ხმას, რეაგირებს შეხებაზე

ახალი SYNC’’ ყველაფრის გაკონტროლების საშუალებას გაძლევთ, მუსიკითა და სატელიტური ნავიგაციით დაწყებული, სატელეფონო ზარებით, აპლიკაციებითა და ტექსტური შეტყობინებებით დამთავრებული. ყველაფერი ეს მარტივი ხმოვანი ბრძანებებით სრულდება. ინტუიციური 8’’ ფერადი სენსორული ეკრანი ახლა აღწურვილია ორი თითით მასშტაბირებისა და გადასმის ჟესტის ფუნქციებით, რაც საშუალებას გაძლევთ, სურვილისამებრ დაკონფიგურიროთ თქვენი საწყისი ეკრანი.

Active City Stop სისტემა

სწრაფი რეაგირება

გრძნობს პოტენციურ საავარიო მდგომარეობას დაბალი სიჩქარით მოძრაობისას და ამუხრუჭებს, თუ დროულად არ მოახდენთ რეაგირებას. ეს ინტელექტუალური ტექნოლოგია მუშაობს 60 კმ/სთ-ზე ნაკლებ სიჩქარეებზე და გეხმარებათ დაბალი სიჩქარით მოძრაობისას შეჯახების შედეგად ზიანის შემცირებაში ან თავიდან აცილებაში.

აქტიური დახმარება პარკირებისას

Kuga თვითონ დააყენებს მანქანას პარკინგზე

პარკირებისას აქტიური დახმარება თქვენს მაგივრად დააყენებს Kuga-ს პარკირების ადგილზე. სისტემა მოძებნის პარკირებისთვის შესაფერის ადგილს და ავტომატურად დაატრიალებს საჭეს. მას პარკინგიდან ავტომობილის გამოყვანაც შეუძლია. თქვენ მხოლოდ აქსელატორის, მუხრუჭის მართვა და გადაცემათა კოლოფის გადართვა მოგიწევთ.

პარკირების აქტიური დახმარების სისტემა დაგეხმარებათ მანქანის გასაჩერებლად ადგილის მოძებნაში

 

აქტიური დახმარება პარკირებისას დაგეხმარებათ პარალელური და პერპენდიკულარული პარკირების სივრცეში, რომელიც 20%-ით აღემატება თქვენის მანქანის სიგრძეს და 60%-ით სიგანეს. ინოვაციური სისტემის სენსორები მოძებნიან საუკეთესო ადგილს პარკირებისთვის. შემდეგ, ღილაკის მარტივი დაჭერით, სისტემა ავტომატურად დაატრიალებს საჭეს და დააყენებს მანქანას პარკინგზე - თქვენ მხოლოდ აქსელატორისა და მუხრუჭის რეგულირება მოგიწევთ.

დახმარება პარკინგიდან გამოსვლისას მუშაობს ზუსტად ისე, როგორც პარკირების აქტიური დახმარების სისტემა, ოღონდ საწინააღმდეგო მიმართულებით და გეხმარებათ პარალელურ სივრცეში მანევრირებაში. სისტემა თვითონ მართავს საჭეს, თქვენ მხოლოდ აქსელატორის, მუხრუჭის მართვა და გადაცემათა კოლოფის გადართვა მოგიწევთ.  პარკინგიდან გამოსვლის შემდეგ ცენტრალურ ეკრანზე მიიღებთ შეტყობინებას: „აკონტროლეთ საჭე“

Ford Ecoboost ბენზინის ძრავა

ნაკლები საწვავი მეტი სიმძლავრე

ტურბო კომპრესორით, ბენზინის პირდაპირი მიწოდებითა და აირის განაწილების რეგულირებადი ფაზებით, ჩვენი ჯილდოს მფლობელი Ford EcoBoost ძრავები დიდი ძრავების მსგავსად მუშაობს, მაგრამ უფრო ეკონომიურად მოიხმარს საწვავს და ნაკლები გამონაბოლქვი აქვს. მაგალითად, Ford Kuga-ს 1.6 EcoBoost ძრავის კომბინირებული საწვავის მოხმარებაა 6,1 ლ/100 კმ, ხოლო მისი CO2 გამონაბოლქვი 163 გ/კმ-ს შეადგენს.

სრული ამძრავის გონიერი სისტემა (AWD)

იარეთ საკუთარი გზით

Ford Kuga-ს სრული ამძრავის გონიერი სისტემა განუწყვეტლივ აკონტროლებს მართვის პირობებს, უზრუნველყოფს წევის ოპტიმიზაციას ნებისმიერ ზედაპირზე, რაღა სიმძლავრე გაანაწილოს თვლებს შორის, საჭიროების შესაბამისად. კლასტერულ პანელზე არსებულ ეკრანზე აისახება თითოეულ თვალზე მიწოდებული სიმძლავრის ოდენობა, რაც დაგეხმარებათ, ყოველთვის ინფორმირებული იყოთ საგზაო პირობების ცვლილებების შესახებ.

HIID ფარები მოხვევის დინამიკური ფარებით

უკეთესად დაინახეთ გზა

Ford Kuga-ს ბიქსენონის HIID ფარები ორჯერ უფრო ძლიერია, ჩვეულებრივ ფარებთან შედარებით, მაგრამ იყენებს ენერგიის მხოლოდ ორ მესამედს. ასევე მოცავს მოხვევის სტატიკური ფარებს და ფარების რეცხვის ფუნქციას. პროგრესიულ განათებას, ავტომატურ შორ განათებას, მოხვევის დინამიკურ ფარებს და დღის შუქდიოდურ განათებას. (სტანდარტი Vignale-ზე. ვარიანტი ყველა სხვა სერიის ავტომობილზე)