Ford Bronco დაბრუნდა

Ford-მა თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი, ყველგანმავალი Bronco ბაზარზე დააბრუნა. ახალი ავტომობილის დიზაინი, ლეგენდარული მოდელის სტილის შთაგონებით არის შემუშავებული. ის ბაზირებულია ჩარჩოს ტიპის მზიდ სტრუქტურაზე, რაც ავტომობილს აქცევს სრულყოფილ ყველგანმავლად.  

ეს სტრუქტურა, მოდიფიცირებული სახით, ახალმა Bronco-მ პიკაპ Ranger-ისგან მიიღო. შეთავაზებაშია ორ და ოთხკარიანი ძარები.

კლირენსი 294 მმ. და 851 მმ. წყლიანი თხრილის გავლის უნარი საუკეთესოს ხდის თავის კლასში ახალ Bronco-ს.

ძრავების გამაში ორი აგრეგატია და ორივე სერია ეკობუსტს მიეკუთვნება. ერთია 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი, რომელიც 270 ცხენის ძალას და 420 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მეორე კი 2.7-ლიტრიანი 6 ცილინდრიანი 310 ცხენის ძალითა და 542 ნიუტონმეტრით.

ოთხცილინდრიანი ძრავი აღჭურვილია 7-საფეხურიანი მექანიკური  ან 10-საფერხურიანი ავტომატური კოლოფით, ხოლო ექვსცილინდრიანი ძრავი აღჭურვილია 10-საფერხურიანი ავტომატური კოლოფით. მყიდველს ორ განსხვავებულ 4×4 სისტემას შორის არჩევანიც აქვს. მათგან საბაზისო აღჭურვილია 2-საფეხურიანი სატრანსფერო კოლოფით, რომელსაც აქვს ელექტრონული გადამრთველი.

ახალი Bronco აღჭურვილია ეგრეთ წოდბული (Trail Toolbox), რომელიც ცუდ გზებზე მოძრაობისას დამხმარე რამდენიმე ტექნოლოგიას მოიცავს. მათ შორისაა (Trail Control), რომელიც დაბალი სიჩქარის კრუიზ კონტროლის მოვალეობას ასრულებს, როცა ავტომობილი კვალში მოძრაობს. სისტემა Trail Turn Assist (კვალში მოხვევის დამხმარე), რომელიც მაბრუნი მომენტის მიზნობრივი განაწილების გამოყენაბით, მოხვევის რადიუსს ამცირებს. სისტემა Trail One-Pedal Drive მძღოლს ქვიან ზედაპირზე მოძრაობისას, უფრო ზუსტ მართვაში ეხმარება.

ძარის ორივე ვერსიის შემთხვევაში, ავტომობილი აღჭურვილია კარებებით, რომლებსაც ჩარჩო სტრუქტურა არ გააჩნია და შესაძლებელია მათი მოხსნა. მოხსნილი კარის შენახვა საბარგულშია შესაძლებელი, რომელთა უსაფრთხოდ შენახვვასაც უზრუნველყოფს სპეციალური დამცავი ბალიშები. უკანა ხედვის გვერდითა სარკეები კაპოტზეა დამაგრებული და კარებების მოხსნისას სარკეები რჩება ადგილზე.

ორკარიანი „ბრონქო“ სამსეგმენტიანი მკვრივი სახურავითაა აღჭურვილი, ოთხკარიანის სახურავი კი რბილია და აქვს ოთხი მოსახსნელი სექცია. Ford აცხადბს, რომ ოთხივე სექციის მოხსნა ერთ ადამიანს იოლად შეუძლია. გარდა ამისა, მყიდველს უამრავ ოფციას შესთავაზებენ. მათ შორის, კარის განსხვავებულ ტიპებს, ფოლადის მოდულურ ბამპერებს, მათში ინტეგრირებული გვარლებით, რადიატორის ცხაურის განსხვავებულ დიზაინს, სახურავის საბარგულებს, LED ფარების პანელებს და სხვას.

ექსტერიერის მსგავსად, ინტერიერის სტილიც, ძველი „ბრონქოს“ შთაგონებით არის შემუშავებული. მაჩვენებლები და გადამრთველები არის ინფორმაციული და მარტივად აღსაქმელი. სავარძლები და ოანელები წყალგაუმტარი მასალებითაა აწყობილი, იატაკიც რეზინისებრი მასალითაა დაფარული და ავტომობილის კაბინას გააჩნია წყლის გამტარი საცობები, რაც უზრუვნელყოფს ავტომობილის სალონის დაცულობას წყლის ზემოქმედებისაგან. აღნიშნული Bronco-ს მფლობელებს აძლევს შესაძლებლობას ღია სახურავითა და მოხსნილი კარებებით გადაადგილდენ წვიმიან ამინდში.

 

სალონი ეკიპირებულია ინფოტაინმენტის უახლეს სისტემა SYNC4-ით, რომელიც მოიცავს 12-დუიმიან სენსორულ ეკრანს. მის ფუნქციებშია უგზოობის ნავიგაცია, პროგრამების უკაბელო განახლება. ის იყენებს 360-გრადუსიან კამერას, რომელიც მძღოლს რთულ პირობებში ორიენტაციის საშუალებას აძლევს.