This website uses cookies to enable it to perform properly, remember your browsing history and to arrange content to match your preferred interests more quickly. Details of the cookies Ford use and instructions on how to disable them can be found in the Ford Cookie Policy. To be able to use some functions of this website we must ask for your consent. Hereby I agree to the use of cookies:
„ფორდ ფოკუს ST“ უნივერსალის ძარით
„ფორდმა“ პოპულარულ ჰეჩბეკ „ფოკუს ST-ს“ უნივერსალისძარიანი ვერსია „ფოკუს ST ვეგონ“ შეიმუშავა, რომელსაც ზაფხულში გამოუშვებს. ეს ავტომობილი კომპანიის სპორტული პროექტების შტო „ფორდ პერფორმენსის“ მიერ არის შემუშავებული და მათთვის არის განკუთვნილი, ვისაც ტემპერამენტიანი მართვაც იზიდავს და იმავდროულად საოჯახო ავტომობილი სჭირდება.
„ფოკუს ST ვეგონისთვის“ ორი ოთხცილინდრიანი აგრეგატია განკუთვნილი. ერთია სერია ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი ტურბო ძრავი, რომელიც 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მეორე კი - სერია ეკობლიუს დიზელის 2.0-ლიტრიანი ტურბო, რომელიც 190 ცხენის ძალას იძლევა. ორივე აგრეგატთან წყვილში იმუშავებს 6-საფეხურიანი მექანიკური, ან 7-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.
აგებულებით და აღჭურვილობით, უნივერსალი ჰეჩბეკის ანალოგურია. მათ შორის მთავარი განსხვავება ძარაა, რომელიც გაზრდილი სალონით და საბარგულით არის გამორჩეული. უნივერსალს ემსახურება როგორც გაზრდილი ხახუნის ელექტრული დიფერენციალი, მექანიკური ტრანსმისიის ბრუნვების გამთანაბრებელი. უნვერსალის მართვაც განსხვავებულ რეჟიმებშია შესაძლებელი.
„ფორდს“ ჯერჯერობით „ფოკუს ST ვეგონის“ დინამიკური მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია. სამაგიეროდ გვამცნობს, რომ ეკობუსტის ძრავის შემთხვევაში, 100 კილომეტრზე ბენზინის ხარჯი 7.9 ლიტრია, გამონაბოლქვში ყოველ კილომეტრზე CO2-ის შემცველობა კი - 179 გრამი. ეკობლიუს შესაბამისი მაჩვენებლებია: 4.8 ლიტრი დიზელის საწვავი და 125 გრამი CO2.
ამ ავტომობილის შესახებ, უფრო დაწვრილებით ინფორმაციას, „ფორდი“ პრემიერის წინ გამოაქვეყნებს.
