This website uses cookies to enable it to perform properly, remember your browsing history and to arrange content to match your preferred interests more quickly. Details of the cookies Ford use and instructions on how to disable them can be found in the Ford Cookie Policy. To be able to use some functions of this website we must ask for your consent. Hereby I agree to the use of cookies:
„ფორდ მახ 1-ის“ სვლის სიშორე 600 კილომეტრს მიაღწევს
რაც დრო გადის, სულ უფრო ახლოვდება დრო, როცა „ფორდი“ უგზოობის ელექტრულ ავტომობილს - „მახ 1-ს“ გამოუშვებს, რომელზეც აქამდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ „მუსტანგის“ მსგავსი გარეგნობა ექნება.
ახლახანს ამერიკულმა კომპანიამ მის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ ის, რომ ავტომობილი ერთი სრული დამუხტვით, 600 კილომეტრის გავლას შეძლებს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებულ ელექტრომობილებს შორის, ის ყველაზე დიდი სვლის სიშორით იქნება გამორჩეული.
გარდა ამისა, „ფორდი“ გვპირდება, რომ უგზოობის ელექტრომობილი სახალისო სამართავი იქნება. ის „მუსტანგისგან“ სტილის გარდა, ხასიათსაც გაიზიარებს. „მახ 1-ის“ პირველი ჩვენება (ეს სახელი შესაძლოა შეიცვალოს) ამ წლის ბოლოს არის დაგეგმილი.
გარდა ამისა, ამერიკული კომპანიის ელექტრიფიკაციის გეგმა კიდევ ერთი, ახალი კომპაქტური ქროსოვერის გამოშვებას ითვალისწინებს. ის C2 პლატფორმაზე აიგება, რომელზეც დაფუძნებულია „ფოკუსი“ და ახალი „კუგა“. ეს ავტომობილი მსუბუქად ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება.
„ფორდის“ გადაწყვეტილებით, ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილ ყველა მოდელს ექნება ელექტრიფიცირებული ვერსია. ამის საილუსტრაციოდ, კომპანიამ ამსტერდამში ჩატარებულ ღონსძიებაზე, „ფოკუსის“ და „ფიესტას“ მსუბუქად ჰიბრიდული ვარიანტები წარადგინა.
ელექტრიფიკაცია კომერციულ ავტომობილებსაც შეეხება - ცისფერი ოვალი სრულად ელექტრული „ტრანზიტის“ წარმოებას 2021 წელს დაიწყებს.