This website uses cookies to enable it to perform properly, remember your browsing history and to arrange content to match your preferred interests more quickly. Details of the cookies Ford use and instructions on how to disable them can be found in the Ford Cookie Policy. To be able to use some functions of this website we must ask for your consent. Hereby I agree to the use of cookies:
„ფორდი“ კონცეპტუალურ ქროსოვერ „მახ E-ს“ წლის მეორე ნახევარში გვიჩვენებს
„ფორდი“ წარმოებისთვის ელექტრულ ქროსოვერს ამზადებს, რომელსაც „მუსტანგის“ სტილის გარეგნობა ექნება და რომელსაც ამ ეტაპზე, „მახ E-ს“ სახელით მოიხსენიებენ. ამერიკული კომპანია ამ ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას და მის სახელს, წლის მეორე ნახევარში გაგვაცნობს, ბაზარზე კი მას მომავალ წელს გამოუშვებს.
„ფორდს“ ელექტრული ქროსოვერისთვის პირველად სახელად „მახ 1“ ჰქონდა შერჩეული, თუმცა ამის წინააღმდეგ „მუსტანგის“ ფანატები წავიდნენ, რის გამოც, კომპანია ავტომობილს ამ ეტაპზე, „მუსტანგის შთაგონებით შექმნილ სპორტულ ქროსოვერად“ მოიხსენიებს. კომპანიას ელექტრომობილისთვის სამი სახელი (მახ E, მახ-E და მუსტანგ მახ-E) აქვს დაპატენტებული და საბოლოო ვერსიას სწორედ მათგან აარჩევს.
სხვათა შორის, ცისფერი ოვალი „მუსტანგის“ ელექტრიფიცირებულ ვერსიაზეც მუშაობს და არაა გამორიცხული, რომ სახელი „მუსტანგ მახ E“ სწორედ მისთვის გამოიყენოს.
ელექტრულ ქროსოვერზე ინჟინერთა გუნდი „ედისონი“ მუშაობს, რომელიც მხოლოდ ელექტრიფიცირებული ავტომობილების შექმნაზეა სპეციალიზებული. ელექტრომობილი მსოფლიოს ძირითად ბაზრებზე გაიყიდება, რომლებისთვისაც მას რამდენიმე განმასხვავებელი ნიშანი ექნება. ავტომობილს მექსიკაში გამოუშვებენ.
ერთდერთი ინფორმაცია, რომელიც „ფორდს“ აქვს გავრცელებული, ქროსოვერის სვლის სიშორეს ეხება. ის 485 კილომეტრს მიაღწევს. გარდა ამისა, როგორც კომპანიის შეფი ბილ ფორდი ირწმუნება, ელექტრულ ქროსოვერს „ჯოჯოხეთური“ დინამიკა ექნება. დაკიდევ, მისთვის სპეციალურად შემუშავდა ახალი პლატფორმა, რომელსაც შემდგომში სხვა ელექტრომოვილებისთვისაც გამოიყენებენ.
ამერიკული კომპანიის ელექტრიფიკაციის გეგმის შესაბამისად, ის მომხმარებლებს 2023 წლამდე 16 ელექტრულ მოდელს შესთავაზებს. მათ შორის იქნება პიკაპ F-150-ის ელექტრული ვერსია.
