„ფორდი“ ავტომობილებს ურთიერთობას ასწავლის

„ფორდმა“ კავშირის ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა, რომელიც ავტომობილს სხვა ავტომობილებთან, საგზაო ინფრასტრუქტურასთან და ფეხმავლების გაჯეტებთან ურთიერთობის და მათთან ინფორმაციის გაცვლის საშუალებას აძლევს. ტექნლოგს სახელია C-V2X, რაც კოდურად „ფიჭური მანქანა ყველასთან“ ნიშნავს. მისი მეშვეობით, მომავალში მგზავრობა უფრო სახალისო, უსაფრთხო და ეფექტური უნდა გახდეს.

„ფორდმა“ თავისი ახალი ტექნოლოგია, ინტელექტუალური ტრანსპორტის ორგანიზაციას წარუდგინა. C-V2X-ს ერთდროულად მრავალი სიგნალის მიღება-დამუშავება შეუძლია და მათი ანალიზის შემდეგ, ოპტიმალურ და რაც მთავარია, უსაფრთხო გადაწყვეტილებებს ღებულობს. მას ფეხმავლების და ველოსიპედით მოსიარულეთა განზრახვათა ინტერპრეტირებაც კი შეუძლია. ამას კი სმარტფონის დახმარებით შეძლებს. მაგალითად, ტელეფონი მოახლოებულ ავტომობილს ბლუთუთ-ის მეშვეობით შეატყობინებს, რომ მისი მფლობელი, რომლის ჯიბეშიც იმყოფება, შუქნიშანზე გადასვლას აპირებს.

„ფორდის“ ახალ ტექნოლოგიას, უპილოტო ავტომობილებს შორის კომუნიკაციის დანიშნულებაც აქვს, რისთვისაც ბლოკჩეინს იყენებს. მისი მეშვეობით, მაგალითად რთულ გზაჯვარედინებზე, სისტემა თავად დაადგენს, მოახლოებულ ავტომობილთაგან (იქნება ეს მართვადი, თუ უპილოტო), პირველი რომელი დაიწყებს მოძრაობას. გადაწყვეტილების მისაღებად, სისტემას წამის მეასედები ჰყოფნის.