გაიცანით - წლის ვენი და პიკაპი „ფორდისგან“

„ფორდი“ წარმოგიდგენთ ორ ავტომობილს, რომლებიც 2020 წლის საუკეთესო ვენის და პიკაპის ტიტულებით დაჯილდოვდა, ესენია: Ford Hybrid Transit Custom-ი და Ford Ranger-ი. „ფორდი“ პირველი საავტომობილო კომპანიაა, რომლის ავტომობილებმაც ერთ წელიწადში ეს ორი საპატიო აღიარება ორჯერ დაიმსახურეს. პირველად ეს 2013 წელს მოხდა.

„Transit Custom”-ის ორმა ვერსიამ - დასამუხტმა ჰიბრიდმა და დიზელისძრავიანმა ჰიბრიდმა, ევროპის 25 ქვეყნის 25 საავტომობილო ჟურნალისტისგან, ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. ჟიურის წევრების განსაკუთრებით შეფასება დაიმსახურა „ფორდის“ ელექტრიფიცირებული ძალური დანადგარების მრავალფეროვნებამ, რაც საბოლოო ჯამში, საწვავზე და საექსპლუატაციო ხარჯების შემცირებაში აისახება. ამ ძრავებით აღჭურვილი კომერციული ავტომობილით კი, დაბალი გამონაბოლქვის ზონებში გადაადგილებაა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მისწრებაა. გარდა ამისა, ასეთი ძრავები შემცირებული გამონაბოლქვითაც გამოირჩევა, რაც ეკოლოგიურ მოთხოვნებს შეესაბამება.

Transit Custom Plug-In Hybrid-ი, 1-ტონიანი Transit Custom EcoBlue Hybrid-ი და 1-ტონიანი Transit Custom EcoBlue Hybrid-ი, მათ იმავე კონკურსში მეორე ადგილი დაიკავეს. ესენი იმ 14 ელექტრიფიცირებულ მოდელთაგანია, რომლებსაც „ფორდი“ თავის ევროპელ მომხმარებლებს 2020 წლის ბოლომდე შესთავაზებს. საინტერესოა, რომ „ფორდის“ ავტომობილებს, წლის საუკეთესო ვენის ტიტული უკვე ექვსჯერ აქვთ მოგებული.

რაც შეეხება პიკაპ „რეინჯერს“, ის საუკეთესოდ ჟიურის 18-მა წევრმა დაასახელა. მათ განსაკუთრებით გამოჰყვეს ეკობლიუ სერიის 2.0-ლიტრიანი დიზელის ძრავის გაზრდილი სიმძლავრე და საწვავის შემცირებული ხარჯი.

დასამუხტ (Plug-In) ჰიბრიდულ „Transit Custom”-ს მხოლოდ ელექტრო ენერგიის ხარჯზე, NEDC-სტანდარტით 56 კილომეტრის გავლა შეუძლია. ავტომობილის წინა ბორბლებს მხოლოდ 92.9-კილოვატიანი ელექტრო ძრავი ატრიალებს, რომელსაც ენერგიით 13.6-კილოვატსაათი ტევადობის ელემენტების ბლოკი კვებავს. აგრეგატის ნაწილია „ფორდის“ მრავალი ჯილდოს მფლობელი - ეკობუსტის სერიის სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ძრავი, რომელიც მოძრაობისას ელექტრო ენერგიის გამომუშავებას ემსახურება. მისი დახმარებით, ავტომობილის სვლის სიშორე 500 კილომეტრზე მეტს აღწევს.

საშუალო-ჰიბრიდულ ვერსია „EcoBlue Hybrid” ძალურ დანადგარში შედის სტარტერ-გენერატორი, რომელიც შიდაწვის ძრავთან ღვედითაა დაკავშირებული. ავტომობილის შენელებისას, ის კინეტიკურ ენერგიას ელექტრულად გარდაქმნის და 48-ვოლტიან ლითიუმ-იონურ, ჰაერით გაგრილებად აკუმულატორში ინახავს. ამ ენერგიის გამოყენება, დაძვრისას, მკვეთრი აჩქარებისას და სხვა შემთხვევებში ხდება, როცა ავტომობილს დამატებითი მაბრუნი მომენტი ესაჭიროება. ელექტრიფიკაციის წყალობით, ეკობლიუ დიზელის 2.0-ლიტრიანი აგრეგატის მიერ საწვავის მოხმარება 8 პროცენტით არის შემცირებული.

ახალი „რეინჯერი“ სამი ტიპის ძარით არის ხელმისაწვდომი. ესენია „რეგულარ ქებ“ (Regular Cab), „სუპერ ქებ“ (Super Cab) და „დაბლ ქებ“ (Double Cab). მის სტანდარტულ აღჭურვილობაშია ოთხი წამყვანი ბორბალი და „ფორდის“ სერია ეკობლიუს გაუმჯობესებული 2.0-ლიტრიანი დიზელის ძრავი, რომელიც 10-საფეხურიან ავტომატურ ტრანსმისიასთან წყვილში მუშაობისას, წინამორბედზე 9 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ავტომობილის სტანდარტულ ეკიპირებაში შედის შეჯახების-წინა დამხმარე სისტემა, ფეხმავლების დაფიქსირების ფუნქციით, ასევე კავშირის უახლესი ტექნოლოგიები.

„რეინჯერის“ გამაში ასევე შედის ვერსია „რეინჯერ რაპტორი“ - ამ პიკაპის ყველა დროის ყველაზე წარმადი ავტომობილი. ის აღჭურვილია EcoBlue-ს 2.0-ლიტრიანი დიზელით, რომელიც 213 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. „რეინჯერ რაპტორი“ ექსტრემალური სტილით გამოირჩევა, რომელთანაც შეხამებულია „Ford Performance”-ს მიერ ოპტიმიზებული შასი, რომელიც უგზოობისას მაღალი სიჩქარით გადაადგილების საშუალებას იძლევა.

„ფორდი“ ევროპაში ყველაზე მოთხოვნადი კომერციული ავტომობილების მწარმოებელია. „რეინჯერი“ კი ევროპის ყველაზე გაყიდვადი პიკაპია.