ფანტასტიკური. გენიალური. საუცხოო. თითოეულ მანქანას საკუთარი ხელწერა აქვს. 

გაიუმჯობესეთ ცხოვრება ფორდ ეს-მაქსთან ერთად.

უკომპრომისო

კომპრომისი თქვენს ხარჯზე არ უნდა გაკეთდეს. ამიტომ, როცა გჭირდებათ მანქანა, სადაც შვიდამდე მგზავრი კომფორტულად მოთავსდება და ამავდროულად შესანიშნავი იერსახე ექნება, არჩევანი მხოლოდ ერთია. სრულიად ახალ Ford S-MAX-ს ადგილი აქვს ყველაფრისთვის. უკომპრომისოდ მოთავსდით მანქანის სავარძელში და სრულფასოვნად დატკბით ცხოვრებით.

ცხოვრების მაღალი ხარისხი

კომფორტულად იგრძენით თავი Ford S-MAX-ში და ისიამოვნეთ სამყაროს სილამაზით. სრულსიგრძიანი მნის პანორამული ჭერის წყალობით, მზის სხივები აღწევს სალონში, ხოლო მზის ამრეკლი ზედაპირი და ეფექტური ჟალუზი უზრუნველყოფს ჩრდილს და კონფიდენციალურობას, როცა საჭიროა.

სრული ამძრავის გონიერი სისტემა

Ford S-MAX-ის სრული ამძრავის გონიერი სისტემა მუდმივად აკონტროლებს სიმძლავრეს და ავტომატურად იყენებს საჭირო მაბრუნ მომენტს თითოეულ თვალზე დამატებითი საიმედოობისა და კონტროლისთვის, საგზაო პირობების შესაბამისად.

უკავშირდება თქვენს ხმას, რეაგირებს შეხებაზე

ახალი Ford SYNC 3 სისტემა ხმოვანი მართვითა და 8’’ სენსორული ეკრანით აუმჯობესებს თანამედროვე S-MAX-ის მართვის გამოცდილებას. სისტემა ყველაფერის მართვის საშუალებას გაძლევთ, სალონის კლიმატით დაწყებული, სატელიტური ნავიგაციით დამთავრებული. SYNC 3-ს ისიც კი შეუძლია, რომ მართოს სატელეფონო ზარები და ტექსტური შეწყობინებები - ყველაფერი ეს მარტივი ხმოვანი ბრძანებებით. ინტუიციურად გასაგები 8’’ ფერადი სენსორული ეკრანი ინტეგრირდება თქვენი სმარტფონის აპლიკაციებთა Applink, Apple CarPlay-ისა და Android Auto-ს მეშვეობით, რაც საშუალებას გაძლევთ, სურვილისამებრ დააკონფიგურიროთ საწყისი ეკრანი. გადაუდებელი დახმარების ფუნქცია დაეხმარება მგზავრებს გადაუდებელი დახმარების სამსახურებში საგანგებო ზარის განხორციელებაში და მიუთითებს ავტომობილის მდებარეობას მათთვის გასაგებ ენაზე.

შორი განატების ფარები დამაბრმავებელი ეფექტის გარეშე

არეკვლის საწინააღმდეგო შორი განატების ფარები საშუალებას გაძლევთ, იმგზავროთ შორი განათების ფარებით დამაბრმავებული ეფექტის გარეშე. სენსორები ადგენს საგზაო მოძრაობის პირობებს მანქანის წინ და არეგულირებს შორი განატების შაბლონს. იყენებს არეკვლის საწინააღმდეგო ფუნქციას და ანათებს გზას გაუმჯობესებული ხილვადობის უზრუნველსაყოფად.

მაღალი ეფექტურობა, საწვავის შემცირებული მოხმარება

შთამბეჭდავი დიზელი ძრავების ხაზი

Ford S-MAX-ის დიზელის ყველა მოდელს გაუმჯობესებული სიმძლავრე, რეაგირებადობა და საწვავის ეკონომია ახასიათებს. ძრავების ცნობილი ხაზი, ეკონომიური 120 ც.ძ. (88 კვტ) ძრავით დაწყებული, 210 ც.ძ. (154 კვტ) Duratorq TDCi  მოდელებსაც მოიცავს, რომლებშიც გამოყენებულია უახლესი ბიტურბოკომპრესორის ტექნოლოგია უფრო ენერგიული მართვისთვის.

სწრაფი რეაგირება

რადარისა და კამერის გამოყენებით შეჯახების საწინააღმდეგო დამხმარე სისტემა აკონტროლებს წინ არსებულ საგზაო პირობებს, ავტომობილებსა და ფეხით მოსიარულეებს. სისტემა ადგენს ობიექტებს ავტომობილის წინ და გაფრთხილებთ პოტენციური შეჯახების შესახებ. თუ არ მოახდენთ რეაგირებას სისტემის გაფრთხილებაზე, მანქანა ავტომატურად გამოიყენებს მუხრუჭებს შეჯახების თავიდან ასაცილებლად. (ვარიანტი ყველა სერიისთვის).

ადვილი პარკირება

უბრალოდ დააჭირეთ პარკირებისას აქტიური დახმარების სისტემის ღილაკს და ამ ინოვაციური სისტემის სენსორები მოძებნიან საუკეთესო ადგილს პარკირებისთვის. შემდეგ სისტემა ავტომატურად დააყენებს მანქანას სადგომზე - თქვენ მხოლოდ აქსელერატორის, გადაცემებისა და მუხრუჭის მართვა მოგიწევთ (ეკრანზე მითითებული ინსტრუქციისა და აუდისიგნალების შესაბამისად).( ვარიანტი)