რეინჯერი

რეინჯერი

შექმნილია სირთულეებისთვის. მზად არის თავგადასავლებისთვის. ფორდ რეინჯერი.

ნამდვილი Pick Up-ი

შენი ოჯახისთვის, შენი თანამშრომლებისთვის, შენი მეგობრებისთვის.. ფორდ რეინჯერი დაიტევს ყველას. ისეთივე ტევადი, როგორიც ადრე, თუმცა კიდევ უფრო უკეთ აღჭურვილი. თქვენ და თქვენი მგზავრები კიდევ უფრო კომფორტულად იმგზავრებთ.

უკავშირდება თქვენს ხმას, რეაგირებს შეხებაზე - Ford SYNC 3

Ford SYNC 3 ხმოვანი მართვით გთავაზობთ უფრო თანამედროვე ინტერფეისს მძღოლსა და ტექნოლოგიას შორის. გაუმჯობესებული სენსორული ეკრანი რეაგირებს მრავალ შეხებაზე, როგორიცაა გადასმა და მასშტაბირება ორი თითით. Blutooth და USB კავშირი საშუალებას გაძლევთ, მოახდინოთ SYNC 3-ის ინტეგრირება გარე მოწყობილობებთან, Apple CarPlay, Android Auto, Applink და გადაუდებელი დახმარების ფუნქცია სრულ წვდომას უზრუნველყოფს თქვენი სმარტფონის HMI-ზე SYNC 3 საწყისი ეკრანის მეშვეობით.

ასევე, შეგიძლიათ პერსონალურად შეარჩიოთ საწყისი ეკრანის პარამეტრები აპლიკაციების  პიქტოგრამდების დალაგებით და ფონური ეკრანის შერჩევით - ზუსტად ისევე, როგორც პლანშეტში ან სმარტფონში; ასევე, გადართოთ დღის და ღამის რეჟმში და დააყენოთ პარამეტრები რამდენიმე მომხმარებლისთვის.

გარდა ამისა, SYNC 3-ის გაუმჯობესებული ხმოვანი მართვის სისტემა საშუალებას გაძლევთ, საჭიდან ხელის აუღებლად მართოთ ყველაფერი, სალონის კლიმატით დაწყებული, სატელიტური ნავიგაციით დამთავრებული, ასევე მართოთ სატელეფონო ზარები და ტექსტური შეტყობინებები - ყველაფერი ეს მარტივი ხმოვანი ბრძანებით.

კრუიზ კონტროლი

ადაპტირებადი კრუიზ კონტროლის ტექნოლოგიით, თქვენ ირჩევთ სიჩქარეს, რომლითაც გსურთ მგზავრობა, ხოლო სისტემა მის შენარჩუნებაზე იზრუნებს. თუ ჩაშენებული რადარი დააფიქსირებს შემხვედრ ავტომანქანას, ის ავტომატურად შეანელებს თქვენს ავტომობილს. გზის გათავისუფლების შემდეგ, სისტემა დაუბრუნდება წინასწარ დაფიქსირებულ სიჩქარეს.

რეინჯერი სტანდარტულად  აღჭურვილია მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხოების ბალშებით, ასევე გვერდითა, ფარდისებრი და მძღოლის მუხლის უსაფრთხოების ბალიშებით. დახვეწილი ESC სისტემა კი გეხმარებათ მაქსიმალური კონტროლის შენარჩუნებაში.

აკონტროლეთ სიტუაცია ნებისმიერ საგზაო პირობებში

ESC სისტემა მუდმივად აკონტროლებს ავტომობილის სვლის პროცესს. ის გრძნობს, როდესაც ავტომობილი კარგავს გზაზე მოჭიდებას  და ავტომატურად ააქტიურებს სამუხრუჭე სისტემას  საჭირო ბორბლებზე ინდივიდუალურად, რითიც ახდენს სვლის სტაბილიზირებას. 

დაგორების საწინააღმდეგო სისტემა

ფორდის უნიკალური დაგორების საწინააღმდეგო  სენსორების სისტემა ეხმარება ავტომობილს დარჩეს გზაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთულ მოსახვევებში. 

მაქსიმალური მოჭიდება მინიმალური ძალისხმევით


დახვეწილი სისტემა Traction Control System გამორიცხავს მოცურებას და უზრუნველყოფს მაქსიმალურ მოჭიდებას იმ საბურავზე სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო, რითიც ინარჩუნებს მართვის სტაბილურობას. სისტემა მუდმივად აკონტროლებს თოთოეულ ბორბალზე მიწოდებულ სიმძლავრეს და უზრუნველყოფს მაქსიმალურ კონტქტსა და მოჭიდებას აჩქარების დროს.

5 ვარსკვლავიანი უსაფრთხოება


ფორდ რეინჯერმა მიიღო 5 ვარსკვლავი Euro NCAP უსაფრთხოების სტანდარტში, რაც ნიშნავს, რომ თქვენ და თქვენი მზაგვრები შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ მაქსიმალურად უსაფღთხო მგზავრობაში.