ახალი ტურნეო კურიერი

ახალი ტურნეო კურიერი

პროგრესული. ინოვაციური. განსაკუთრებული.ყოველ მანქანას გააჩნია თავისი ხელმოწერა.

მისიის შემსრულებელი გუნდი.


როგორც არ უნდა წარმოიდგინოთ საუკეთესო დრო, ახალი Ford Tourneo Courier არის საუკეთესო დამატება თქვენი გუნდისთვის. ნებისმიერი გადმოსახედიდან, ის მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებს, გვთავაზაობს რა დიდ სივრცესა და საუკეთესო შესაძლებელ მრავალმხრივობას. კომპაქტური გარედან და მოხერხებული შიგნიდან, ის გაძლევთ საშუალებას თავისუფლად ისიამოვნოთ ყოველი წამით.

დიდი სივრცე, ადვილი წვდომა.


თვალში საცემი, მსუბუქი და კომფორტაბელური, ახალი Tourneo Courier ყველასთვის საკმარისი ადგილი აქვს. მოსრიალე გვერდითი უკანა კარები, რომლებიც ფართოდ იხსნება, ადვილს ხდის ჩაჯდომას და გადმოსვლას, განსაკუთრებით ვიწრო ადგილებში. ამავდროულად შესაძლებელია უკანა სავარძლების დაკეცვა და წინ გაწევა, რათა მოერგოს ადამიანების, ცხოველებისა და ბარგის ცვალებად კომბინაციას.

ჭკვიანი გამოგონება.


ახალი Tourneo Courier გვთავაზობს 708 ლიტრამდე* ბარგის სივრცეს, ჭკვიან მორგებად წვრილი ნივთების განყოფილებასთან ერთად, რომელიც გეხმარებათ თქვენი ნივთების დალაგებაში. დააყენეთ ის მაღლა, რათა აარიდოთ თქვენს საკუთრებას ცნობისმოყვარე თვალები. გამოიყენეთ ის უფრო დაბალ პოზიციაში, რათა განაცალკევოთ დიდი ან დელიკატური ნივთები. ან როდესაც არ იყენებთ, კოხტად შეინახეთ ის უკანა სავარძლებთან. (სტანდარტი)

იგრძენით თავი სახლში.


ახალი Tourneo Courier-ის ელეგანტურობა არა მხოლოდ მის გარეგნულ ფორმებშია. შიგნით თქვენ დაგხვდებათ ჭკვიანი და კომფორტაბელური სავარძლები, რბილი ინსტრუმენტების პანელი და უამრავი სივრცე იქ, სადაც თქვენ გჭირდებათ. თქვენ აღფრთოვანებული დარჩებით Ford SYNC 3 მარტივი ინტერფეისით, რომელიც როგორ გართობის, ასევე ინფორმაციის მიღების საშუალებაა (სტანდარტულია Titanium მოდელისთვის, ოპციურია სხვა სერიის მოდელებისთვის). მისი გაძლიერებული ხმის ამომცნობი პასუხობს თქვენს განკარგულებების, მაშინ როდესაც 6“ ფერადი სენსორული ეკრანი აჩვენებს ტელეფონს, აუდიოსა და ნავიგაციას (ვარიანტი) მოსახერხებელი თითის გასმის და გადიდების ფუნქციით.

ეფექტური ძალა.


ახალი Tourneo Courier ზრუნავს თქვენზე, თქვენს მგზავრებსა და ბიუჯეტზე. უახლესი თაობის ძრავებით, მრავალჯერ დაჯილდოებული 1.0ლ Ford EcoBoost ბენზინი, ის თანაბრად ეკონომიურია როგორც ქალაქში, ისე ავტობანზე. უფრო მეტიც, ის აკმაყოფილებს Euro Stage 6.2 გამონაბოლქვის უახლეს რეგულაციებს, რადგან CO2 გამონაბოლქვი უდრის მხოლოდ 131 გ/კმ*.
საწვავის მოხმარების და გამონაბოლქვის დონის შესამცირებლად, ოპციური კომპონენტის სახით ყველა მოდელისთვის ხელმისაწვდომია ავტომატური დაქოქვა-გათიშვის სისტემა, გარდა ამისა, ჩვენი EcoBlue TDCi დიზელის ძრავები დამატებით აღჭურვილია Active Grille Shutter (რადიატორის ცხაურის ჩამკეტი) სისტემით, რაც აუმჯობესებს აეროდინამიური მახასიათებლებს და ეფექტურობას.


წარმოდგენილი მოდელი არის Ford Tourneo Courier ტიტანი გაფრქვეული ვერცხლის მეტალის კორპუსის ფერში (ვარიანტი) და 16’’ ვერცხლის შენადნობის დისკებიანი ბორბლები (ვარიანტი). 

* 100PS EcoBoost ბენზინის ძრავიანი (ავტომატური დაქოქვა-გათიშვის სისტემის გარეშე) Tourneo Courier Titanium-ის NEDC სასვლო ციკლის ტესტის გამოთვლილი მაჩვენებლები.

გაიცანით თქვენი ტელეფონის ახალი საუკეთესო მეგობარი.

Ford SYNC 3

გზად ყოფნა არ უნდა წარმოადგენდეს შეფერხებას თქვენი დაკავშირებულობისთვის. ახალი Ford SYNC 3 ახდენს უპრობლემო ინტეგრაციას თქვენს სმარტფონთან, რითაც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ ყველაფერი სატელეფონო ზარებიდან და ტექსტური შეტყობინებებიდან, მუსიკამდე, ნავიგაციამდე (ვარიანტი) და თქვენს საყვარელ მობილურ აპებამდე - ყველაფერი 6’’ სენსორული ეკრანის მეშვეობით (სადაც დაკონკრეტებულია), ან უმარტივესი ხმოვანი განკარგულებების გამოყენებით. 4“ არასენსორული ეკრანი ასევე ხელმისაწვდომია. (სტანდარტი ტიტანზე და ვარიანტი ყველა სხვა სერიაზე)

Sync 3-ის მახასიათებლები:

■ განახორციელეთ და მიიღეთ ზარები ხელის დახმარების გარეშე
■ მარტივი ხმით მართვადი ნავიგაცია
■ მოუსმინეთ თქვენს პირად მუსიკას (ბმული Spotify-ზე)
■ სენსორული ეკრანის ინტერფეისი (6" ეკრანი)
■ მიიღეთ წვდომა თქვენს საყვარელ მობილურ აპებზე
■ მოისმინეთ ხმოვანი შეტყობინებები

სენსორული ეკრანი


SYNC 3 6" სენსორულ ეკრანს გააჩნია მულტისენსორული და თითების მოძრაობით კონტროლის ფუნქცია და საშუალებას გაძლევთ ეკრანზე არსებული პროგრამების ღილაკები და ფონი თქვენი პლანშეტის ან სმარტფონის მსგავსად მოაწყოთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ გადართოთ დღის და ღამის რეჟიმებს შორის და წინასწარ დააყენოთ ბევრი მომხმარებლისთვის. 

შენიშვნა სრული SYNC 3 სმარტფონთან ინტეგრაცია შესაძლებელია მხოლოდ iPhone 5/ Android 5.0 (Lollipop) ან უფრო ახალ მოდელებთან. ზოგიერთი SYNC 3 ფუნქცია
საჭიროებს ინტერნეტ კავშირს, შესაბამისად ადგილი ექნება მობილური ინტერნეტის ხარჯებს. იმის შესამოწმებლად ხელმისაწვდომია თუ არა Apple CarPlay და Android Auto თქვენს ბაზარზე, შეამოწმეთ Apple CarPlay-ისა და Android Auto-ის ოფიციალური ვებ-გვერდები.