საოცნებო. გონივრული. შესანიშნავი. თითოეულ მანქანას საკუთარი ხელწერა აქვს.

ახალი დახვეწილი Ford Mondeo უფრო ეფექტურად მოძრაობს, ვიდრე ოდესმე. ტრაპეციის ფორმის გისოსის ქვეშ დამალულია გისოსის აქტიური ჩამკეტი, რომელიც აუმჯობესებს ჰაერის ნაკადს და ამცირებს წინაღობას. დახვეწილი უკანა პანელები ამცირებს ტურბულენტობასა და ზრდის სტაბილურობას.

როცა აღჭურვილია Ford EcoBoost ძრავით, საწვავის ეფექტურობა კიდევ უფრო უმჯობესდება. Ford-ის EcoBoost ძრავები უზრუნველყოფს დიდი მოცულობის ძრავების მსგავს ეფექტურობას და ამავდროულად საწვავის მეტ ეკონომიას და ნაკლებ გამონაბოლქვს.

მისი წყალობით, სიამოვნებას იღებთ შორს მგზავრობისგან

ხმის ჩამხშობი მასალები ქმნის უხმაურო სალონს. ჰარმონიისა და კონტროლის სივრცეს. სინათლე აღწევს სალონში შერჩევითი პანორამული ჭერიდან (მიუწვდომელია (Titanium HEV-ზე) და ზრდის Chrome დეტალებით გაფორმებული, ფართო და დახვეწილი სალონის კომფორტულობას.

დამატებით ფუნქციებს შორისაა მასაჟის ფუნქცია მძღოლის და წინა მგზავრის სავარძელზე, რომელიც დაღლილობას მოგიხსნით. ელეგანტურ Mondeo-ში ჩასხდომა და გადმოსხდომა უფრო ადვილი გახდა, შერჩევითი ელექტრული საჭის (მიუწვდომელია Trend-ზე) წყალობით, რომელიც იწევა და დამატებით სივრცეს უზრუნველყოფს. სავარძლის პოზიციის დამახსოვრების ფუნქციის წყალობით, იგი ყოველთვის ბრუნდება მძღოლისთვის იდეალურ პოზიციაში (ვარიანტი ყველა სერიაში)

უკავშირდება თქვენს ხმას, რეაგირებს შეხებაზე

Ford SYNC 3 ხმოვანი მართვითა და 8’’ სენსორული ეკრანით გთავაზობთ უფრო თანამედროვე ინტერფეისს მძღოლსა და ტექნოლოგიას შორის. გაუმჯობესებული სენსორული ეკრანი რეაგირებს მრავალ შეხებაზე, როგორიცაა გადასმა და მასშტაბირება ორი თითით. Blutooth და USB კავშირი საშუალებას გაძლევთ, მოახდინოთ SYNC 3-ის ინტეგრირება გარე მოწყობილობებთან, Apple CarPlay, Android Auto, Applink და გადაუდებელი დახმარების ფუნქცია სრულ წვდომას უზრუნველყოფს თქვენი სმარტფონის HMI-ზე SYNC 3 შაწყისი ეკრანის მეშვეობით.

ასევე, შეგიძლიათ პერსონალურად შეარჩიოთ საწყისი ეკრანის პარამეტრები აპლიკაციების  პიქტოგრამდების დალაგებით და ფონური ეკრანის შერჩევით - ზუსტად ისევე, როგორც პლანშეტში ან სმარტფონში; ასევე, გადართოთ დღის და ღამის რეჟმში და დააყენოთ პარამეტრები რამდენიმე მომხმარებლისთვის.

გარდა ამისა, SYNC 3-ის გაუმჯობესებული ხმოვანი მართვის სისტემა საშუალებას გაძლევთ, საჭიდან ხელის აუღებლად მართოთ ყველაფერი, სალონის კლიმატით დაწყებული, სატელიტური ნავიგაციით დამთავრებული, ასევე მართოთ სატელეფონო ზარები და ტექსტური შეტყობინებები - ყველაფერი ეს მარტივი ხმოვანი ბრძანებით.

პარკირების დახმარების აქტიური სისტემა დაგეხმარებათ იპოვოთ ადგილი მანქანის გასაჩერებლად

პარკირების დახმარების აქტიური სისტემა დაგეხმარებათ პარალელური და პერპენდიკულარული პარკირების სივრცეში, რომელიც 20%-ით აღემატება თქვენის მანქანის სიგრძეს და 60%-ით სიგანეს. ინოვაციური სისტემის სენსორები მოძებნიან საუკეთესო ადგილს პარკირებისთვის. შემდეგ, ღილაკის მარტივი დაჭერით, სისტემა ავტომატურად დაატრიალებს საჭეს და დააყენებს მანქანას პარკინგზე - თქვენ მხოლოდ აქსელატორისა და მუხრუჭის რეგულირება მოგიწევთ.

სრული ამძრავის გონიერი სისტემა

Mondeo-ს სრული ამძრავის გონიერი სისტემა მუდმივად აკონტროლებს მართვის გარემოს და ახდენს წევის ოპტიმიზაციას ნებისმიერ ზედაპირზე, სიმძლავრის საჭირო მიმართულებით განაწილებით. სპეციალური დისპლეი კლასტერულ დაფაზე აჩვენებს სიმძლავრის განაწილებას, თითოეული თვლის ქვეშ საგზაო პირობების შესახებ ინფორმაციის უზრუნველსაყოფად.

ბიტურბო დიზელი 210 ც.ძ.

Mondeo-ს მაღალსიმძლავრიანი დიზელის ძრავები თანმიმდევრულ ბიტურბო სისტემას იყენებს გაუმჯობესებული ეფექტურობისა და ეკონომიისთვის. მისი ძირითადი ტურბოკომპრესორი უზრუნველყოფს მყისიერ აქსელერაციას დაბალ სიჩქარეებზე. ხოლო მეორე ტურბოკომპრესორი განკუთვნილია მაქსიმალური სიმძლავრის უზრუნველსაყოფად. კიდევ ერთი უპირატესობა ის არისმ რომ ავტომობილი სწრაფად აღწევს სასურველ ტემპერატურას ზამთრის სუსხიან დილას.

 

მომდევნო თაობის ეფექტურობა

ჰიბრიდულ ელექტრომობილ (HEV) Monde-ს ყველაზე დიდი საწავავის ეფექტურობა აქვს, რომელსაც ელექტრული და ბენზინის ძრავის რეჟიმებს შორის შეუფერხებელი გადართვა უზრუნბელყოფს. თანამედროვე ჰიბრიდულ აკუმულატორზე (მაღალძაბვიანი ლითიუმ-იონური ტექნოლოგიით) მომუშავე ძრავა ელექტრულ რეჟიმში ფუნქციონირებს. სიჩქარის გაზრდისას ან გასწრების მანევრის შესრულებისას ავტომატურად ირთვება ბენზინის ძრავა, რომელიც მანქანას დამატებით ენერგიას მატებს, მაქსიმალური კილომეტრაჟის უზრუნველსაყოფად რეგენერატიული დამუხტვის გონიერი სისტემა მუხრუჭის 90%-ზე  მეტ ენერგიას იყენებს და მუხტავს აკუმულატორს. (ხელმისაწვდომია Titanium-ზე)

ახალი თაობის უსაფრთხოება

უკანა მგზავრების მიერ ტრავმის  მიღების შესაძლებლობის შესამცირებლად შემუშავებული, Ford-ის ჯილდოს მფლობელი უკანა სავარძლების გასაბერი ღვედები, ჩვეულებრივ ღვედებთან შედარებით, ხუთზე მეტჯერ ზრდის  შეჯახების ძალის სხეულზე გადანაწილების პერიმეტს. შესაბამისად, თვედი ამცირებს წნევას მგზავრის გულმკერდზე და ეხმარება თავისა და კისრის მოძრაობების  გაკონტროლებაში. ყოველდღიური გამოყენებისას გასაბერი ღვედები ჩვეულებრივი უსაფრთხოების ღვედების მსგავსად ფუნქციონირებს, მაგრამ უფრო კომფორტული და რბილია და უფრო ადვილად გამოიყენება ბავშვის სავარძელთან ერთად (ვარიანტი)