„ფორდ ეკოსპორტი“ - იდეალური მცირე სადგომისთვის

„ფორდ ეკოსპორტი“ - იდეალური მცირე სადგომისთვის

ტერმინი „ეკოსპოტ“ (EcoSpot) ალბათ ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ ამიერიდან, მას ხშირად გამოიყენებს „ფორდი“, რომელიც ასე მოიხსენიებს ავტომობილის მცირე სადგომს, სადაც დიდი მანქანის ჩატევა რეალურ სირთულეს წარმოადგენს. და ამ ტერმინს, თავისი ყველაზე პატარა ქროსოვერ „ეკოსპორტისთვის“ გამოიყენებს.

დიდი ქალაქების მცხოვრებლებს, ავტომობილისთვის მცირე სადგომები ბევრ პრობლემას უქმნის და სტრესს იწვევს. ისინი ბევრ დროს კარგავენ თავისუფალი ადგილის ძიებაში, რადგან ავტომობილებს შორის ხშირად იმდენად მცირე ადგილია დარჩენილი, რომ იქ ადგილის დაკავება რთულია.

კვლევები აჩვენებს, რომ ნიუ იორკელებს თავისუფალი სადგომის ძიებაში, წლიურად საშუალოდ 107 საათი ეკარგებათ. ამ მხრივ, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ლოს ანჯელესში და სან ფრანცისკოში, სადაურებსაც იმავე საქმისთვის საშუალოდ 85 და 83 საათი ეკარგებათ. მთლიანად შეერთებულ შტატებში, სადგომის ძებნაში დაკარგლი დრო გაცილებით ნაკლები - 17 საათია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, ეს რა სტრესის და პრობლემების მომტანია, ცოტად არც ეს გამოჩნდება.

მათ, ვისაც სურს, რომ ქროსოვერს მართავდეს და სადგომსაც ადვილად პოულობდეს, „ფორდი“ სწორედ თავის პატარა „ეკოსპორტს“ ურჩევს. ამერიკულ კომპანიას შედარებისთვის ისეთი პატარა მოდელები მოჰყავს, როგორებიცაა „კია სოული“ და „ფიატ 500X“, რომლებიც „ეკოსპორტზე“ (სიგრძე 4 097 მილიმეტრი) გაცილებით გრძელი ავტომობილებია. ამასთან, მათზე დიდი საბარგული აქვს.

დანარჩენი მყიდველის არჩევანზე დამოკიდებული.