საოცნებო. გონივრული. შესანიშნავი. თითოეულ მანქნას საკუთარი ხელწერა აქვს.

წადით, სადაც გსურთ. გააკეთეთ, რაც გსურთ

დასვენება კვირის ბოლოს. სამსახურში მგზავრობა. უმოკლესი გზა. თვალწარმტაცი მარშუტი... სადაც არ უნდა გაემგზავროთ, Ford EcoSport ყოველთვის უზრუნველყოფს ხალისიან და საიმედო მგზავრობას.

SUV-ის სრული საიმედო ფუნქციონალობა. ქალაქში გადასაადგილებლად განკუთვნილი კომპაქტური ავტომობილის სრული დინამიური ხასიათი. აღმოაჩინეთ ჭკვიანური დიზაინის, შთამბეჭდავი კონსტრუქციის, გონიერი ტექნოლოგიებისა და EcoSport-ის პერსონალიზაციის უამრავი საშუალების კომბინაცია.

ფართო, მიმხიდველი და სპორტული: ეს არის საუკეთესო SUV ქალაქში გადასაადგილებლად, რომელსაც უამრავი სხვა უპირატესობა გააჩნია.

მიიღეთ მეტი

EcoSport უზრუნველყოფს სრულ სივრცეს, რომელიც გჭირდებათ აქტიური ცხოვრების სტილის შესანარჩუნებლად. უკანა გაყოფილი სავარძლები გადაბრუნებისა და დაკეცვის შესაძლებლობით სრულ მოქნილობას გაძლევთ სატვირთო სივრცის გასაზრდელად. ჭკვიანური პატარა სათავსოები საშუალებას გაძლევთ, მოხერხებულად შეინახოთ მცირე ზომის საგნები.

ადგილი, სადაც ყოფნა გსიამოვნებს

EcoSport-ის თანამედროვე ინტერიერი შესრულებულია მიმზიდველი დიზაინით, ულამაზესად დამუშავებული მასალებითა და საუცხოო კომფორტული ფუნქციებით. გარდა ამისა, თქვენს ხელთაა უამრავი თანამედროვე ტექნოლოგია, როგორიცაა ტემპერატურის ელექტრონული ავტომატური კონტროლი (EATC), ბრმა ზონის საინფორმაცია სისტემა, ავტომატური ფარები, პლუს SYNC 3  ნავიგაცია და ხმოვანი მართვა. უმცირესი დეტალებიც კი გათვალისწინებულია იმისათვის, რომ სრული სიამოვნება მიიღოტ მგზავრობისგან.

  • მართეთ მუსიკა, ნავიგაცია, სატელეფონო ზარები და ტექსტური შეტყობინებები მხოლოდ ხმის გამოყენებით
  • ავტომატური ფარები განკუთვნილია ბუნებრივი განათების დონის დასადგენად და საჭირო დროს ფარების გასააქტიურებლად

გაიცანით თქვენი ტელეფონის ახალი საუკეთესო მეგობარი

Ford SYNC 3

მანქანით მგზავრობამ ხელი არ უნდა შეგიშალოთ ადამიანებთან კავშირის დამყარებაში. ახალი Ford SYNC 3 სისტემა შეუფერხებლად ინტეგრირდება სმარტფონთან და ყველაფრის გაკონტროლების საშუალებას გაძლევთ - სატელეფონო ზარებითა და ტექსტური შეტყობინებებით დაწყებული, მუსიკითა და სატელიტური ნავიგაციით დამთავრებული - ყველაფერი ეს 8’’ სენსორული ეკრანით ან უმარტივესი ხმოვანი ბრძანებით სრულდება. 

Sync 3 ფუნქციები:

  • მართეთ თქვენი ტელეფონი, მუსიკა, აპლიკაციები და ნავიგაცია მარტივი ხმოვანი ბრძანებით
  • მოუსმინეთ ხმამაღლა წაკითხულ ტექსტურ შეტყობინებებს
  • მიიღეთ ზუსტი და დეტალური მითითებები ნებისმიერ პუნქტამდე მისასვლელად
  • იხილეთ ანგარიშები ადგილობრივი ტრაფიკის შესახებ ან პერსონალურად დააყენეთ პარამეტრები და გადართეთ სრული გაყოფილი ეკრანის და 3D რუკის ხედები
  • გადაუდებელი დახმარების ფუნქცია დაეხმარება მგზავრებს გადაუდებელი დახმარების სამსახურებში საგანგებო ზარის განხორციელებაში და მიუთითებს ავტომობილის მდებარეობას მათთვის გასაგებ ენაზე

B&O PLAY ცოცხალი ხმის ეფექტს უზრუნველყოფს

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მუსიკალური გემოვნება, კლასიკური ტრეკებით დაწყებული, თანამედროვე ჰანგებით დამთავრებული, მუსიკა სწორედ ისე უნდა ჟღერდეს, როგორც ჩაფიქრებული აქვს შემსრულებელს. ზუსტად ამას უზრუნველყოფს Ford-ის შთამბეჭდავი ახალი 675 ვატიანი 10-დინამიკიანი აუდიო სისტემა B&O Play-ისგან. ექსკლუზიურად შემუშავებული და დარეგულირებული EcoSport-სთვის B&O PLAY-ს აკუსტიკის ინჟინრების მიერ, იგი თითოეულ მგზავრობის დამატებით სიამოვნებას მატებს. დინამიკის გამორჩეული დიზაინი სრულყოფილად ავსებს EcoSport-ის სტილურ ინტერიერს.

 მოდელის სპეციფიკური აუდიოს დაკალიბრება

  • 10-დინამიკურიანი პრემიუმ აუდიო სისტემა
  • დაბალი სიხშირის ორმაგი აუდიო დინამიკი
  • მოცულობითი ხმა
  • 675 ვტ ელექტრო პორტი
  • უნიკალური B&O Play დიზაინი         

 Bang & Olufsen-ის 90-იანი წლების ეპოქიდან მემკვიდრეობით მიღებული, B&O PlAY უზრუნველყოფს ხმის სიზუსტის უმაღლეს ხარისხს თანამედროვე სტილის იკონურ დიზაინთან ერთად

იარე საკუთარი გზით

სრული ამძრავის ფონიერი სისტემა (AWD)

Ford EcoSport-ის სრული ამძრავის გონიერი სისტემა განუწყვეტლივ აკონტროლებს მართვის პირობებს, უზრუნველყოფს წევის ოპტიმიზაციას ნებისმიერ ზედაპირზე, რაღა სიმძლავრე გაანაწილოს თვლებს შორის, საჭიროების შესაბამისად. კლასტერულ პანელზე არსებულ ეკრანზე აისახება თითოეულ თვალზე მიწოდებული სიმძლავრის ოდენობა, რაც დაგეხმარებათ, ყოველთვის ინფორმირებული იყოთ საგზაო პირობების ცვლილებების შესახებ. (AWD სისტემა ხელმისაწვდომი იქნება 2018 წლის მაისიდან)

მართეთ თავდაჯერებულად

EcoSport უფრო სასიამოვნო და თავდაჯერებულ მართვას უზრუნველყოფს. მართვის მაღალი პოზიციით, რომელიც შესანიშნავ ხილვადობას უზრუნველყოფს, ავტომობილი საშუალებას გაძლევთ, დეტალურად დაინახოთ, რა ხდება თქვენს ირგვლივ. 190 მმ კლირენსის წყალობით, უგზოობაზე მოძრაობა ადვილია.

  • მართვის მაღალი პოზიცია
  • მაღალი კლირენსი
  • გაზრდილი ხილვადობა

ნაკლები საწვავი, მეტი სიმძლავრე

Ford EcoBoost. 2017 წლის Sub 1 - ლიტრიანი საერთაშორისო ძრავა

ბრილიანტის მსგავსი საღებავის ფენა დგუშის რგოლებზე ამცირებს ხახუნს; ტურბოკომპრესორი, პირდაპირი ინჟექცია და აირის განაწილების რეგულირებადი ფაზების ეფექტურობა. შემდეგი არის შესანიშნავი მართვა ეკონომიური ბენზინის ძრავით.

წლის ძრავების საერთაშორისო კონკურსზე მიყოლებით მეექვსე წელია იმარჯვებს 1.0-ლიტრიანი Ford Ecoboost, რომელიც ხელმისაწვდომია 100 ც.ძ., 125 ც.ძ. და 140 ც.ძ. ვარიანტით. ( 100 ც.ძ. ვერსია მიუწვდომელია EcoSport-ზე)

 შექმნილია ეკონომიისთვის

 Ford ECOnetic ტექნოლოგიის წყალობით, EcoSport-ის უახლესი ძრავები შესანიშნავად ეკონომიურია საწვავის მოხმარების მხრივ. 1.0 Ford EcoBoost 125 ც.ძ. ბენზინის ძრავა მექნიკური ტრანსმისიით 5.2 ლ/100კმ* (საწვავის კომბინირებული მოხმარებისას) შთამბეჭდავ ეკონომიას აღწევს, ხოლო მისი გამონაბოლქვი* 119 გ/კმ CO2-ს შეადგენს 1.5 100 ც.ძ. EcoBlue დიზელის ძრავა უფრო ეკონომიურია და საწვავის კომბინირებული მოხმარებისას 4.1 ლ/100 კმ ეკონომიას აღწევს, ხოლო მისი CO2 გამონაბოლქვი მხოლოდ 107 გ/კმ*-ს შეადგენს.