საოცნებო. ორიგინალური. საუცხოო.თითოეულ მანქანას საკუთარი ხელწერა აქვს.

ინოვაცია თქვენს ხელთაა.

Ford C-MAX-ის პრაქტიკულობა მის დნმ-შია ჩაწერილი, რაც მაქსიმალურად გეხმარებათ საოჯახო ცხოვრებაში. Ford C-MAX ტევადი ხუთადგილიანი მანქანაა, ხოლო უფრო დიდი ზომის Ford Grand C-MAX-ს ორმაგი სრიალა კარები და შვიდამდე ადგილი აქვს. სავარძლის მაღალი პოზიცია და ფართო შემინული არე საშუალებას გაძლევთ, დაინახოთ მეტი დეტალი გზაზე და სალონშიც მყოფ მგზავრებსაც დაანახოთ მშვენიერი სამყარო ფანჯრებს მიღმა.

უკავშირდება თქვენს ხმას, რეაგირებს შეხებაზე

Ford-ის ახალი თაობის საუცხოო SYNC ტექნოლოგია აუმჯობესებს C-MAX-ის ფუნქციონალს. SYNC 3 საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ ყველაფერი – მუსიკით დაწყებული, სატელიტური ნავიგაციით დამთავრებული – და მართოთ სატელეფონო ზარები, აპლიკაციები და ტექსტური შეტყობინებები მარტივი ხმოვანი ბრძანებებით. ინტუიციური 8" ფერადი სენსორული ეკრანი საშუალებას გაძლევთ, დააკონფიგურიროთ საწყისი ეკრანი ზუსტად ისე, როგორც გსურთ, ხოლო Applink, Apple CarPlay და Android Auto ფუნქციების საშუალებით შეგიძლიათ ჩააშენოთ თქვენი სმარტფონის ინტერფეისი მანქანაში.

გითავისუფლებთ ხელებს

C-MAX-ის უკანა ბორტის გაღება და დაკეტვა ადვილია მაშინაც კი, როცა ხელები დაკავებული გაქვთ. როდესაც გასაღები ჯიბეში ან ჩანთაში გაქვთ, უბრალოდ გამოიყენეთ ფეხის მსუბუქი მოძრაობა უკანა ბამპერის ქვეშ და უკონტაქტო უკანა ბორტი თვითონ გაიღება, თქვენი მხრიდან შეხების გარეშე. (ვარიანტი Titanium-ზე და Titanium X-ზე)

ნაკლები საწვავის, მეტი სიმძლავრის ისტორია ტურბოკომპრესორით, ბენზინის პირდაპირი ინჟექციითა და გაზის განაწილების რეგულირებადი ფაზებით, ჩვენი გამარჯვებული Ford EcoBoost ძრავები უზრუნველყოფენ იმავე სიმძლავრეს, რაც უფრო დიდი ძრავები, მაგრამ ამავდროულად ნაკლებ საწვავს მოიხმარენ და ნაკლები გამონაბოლქვი აქვთ. 

Ford C-MAX გთავაზობთ შესანიშნავი Ford EcoBoost ძრავების ორ ვარიანტს:


■ 1,0-ლიტრიანი Ford EcoBoost – წლის ძრავების საერთაშორისო კონკურსის ექვსგზის გამარჯვებული.
■ 1,5-ლიტრიანი Ford EcoBoost – უზრუნველყოფს
1,6-ლიტრიანი Ford EcoBoost ძრავის სიმძლავრესა და წარმადობას და ამავდროულად უკეთეს საწვავის ეკონომიას ნაკლები გამონაბოლქვით.


შექმნილია ეკონომიისთვის.


C-MAX სერიაში გაერთიანებულია ეკონომიურობა და მართვის საუკეთესო დინამიკა, რომლითაც ცნობილია Ford. 1,5-ლიტრიანი TDCi დიზელის ძრავით აღჭურვილი, იგი, მაგალითად, ავითარებს 95 ც.ძ. სიმძლავრეს და მისი CO2 გამონაბოლქვი მხოლოდ 125-129 გ/კმ-ს შეადგენს, ხოლო Auto Start-Stop სისტემა კიდევ უფრო  უმჯობესებს საწვავის ეკონომიას.