სრულიად ახალი ფოკუსი

სრულიად ახალი ფოკუსი

საოცნებო. ორიგინალური. საუცხოო. თითოეულ მანქანას საკუთარი ხელწერა აქვს.

სრულიად ახალი ფოკუსი. აღმოაჩინე თავად.

დაბრძანდით ახალ ფორდ ფოკუსში და ისიამოვნეთ

სრულიად ახალ ფოკუსში ფეხის შედგმისთანავე იგრძნობთ, რომ თქვენ და თქვენს მგზავრებს წინ კომფორტულიმგზავრობა გელით. ინტერიერში გამოყენებული მონიმალისტური ხაზები და ღილაკების მოხერხებული განლაგება არის პირველი რაც თვალში მოგხვდებათ. ჭკვიანი და დახვეწილი დიზაინი კი შეგიქმნით სასიამოვნო ატმოსფეროს.

წარმოგიდგენთ საუცხოო სრულიად ახალ Focus-ს. Ford-მა შეიმუშავა ულტრათანამედროვე დამხმარე ტექნოლოგიები მძღოლისთვის, ე.წ. Ford Co-Pilot360, რომელთა დანიშნულებაა უფრო ადვილი, უსაფრთხო და სასიამოვნო მგზავრობის უზრუნველყოფა. ქვემოთ აღწერილი ფუნქციების გარდა, ამ ტექნოლოგიებს შორისაა სიჩქარის გონიერი რეგულირების დამხმარე სისტემა, შეჯახების საწინააღმდეგო დამხმარე სისტემა და დაბრკოლების თავიდან არიდების დამხმარე სისტემა.
■ აქტიური დახმარება პარკირებისას 2 დაადგენს სწორი ზომის პარკირების ადგილს და შემდეგ დააყენებს ავტომობილს პარკინგზე საჭის, დროსელის და მუხრუჭების გაკონტროლებით – ღილაკზე ერთი შეხებით
■ ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლი Stop & Go სისტემით და სიჩქარის ნიშნების ამოცნობით უზრუნველყოფს წინასწარ დაყენებული მანძილის შენარჩუნებას წინ მიმავალ ავტომობილთან, არეგულირებს მანქანის სიჩქარეს ლიმიტის შესაბამისად და აადვილებს მართვას მოძრაობის შენელებით ან მანქანის გაჩერებით/მოძრაობის განახლებით
■ ზოლში ცენტრირების დამხმარე სისტემა მუშაობს ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლის სისტემასთან ერთად და გეხმარებათ დარჩეთ მონიშნულ ზოლში
■ ადაპტირებადი წინა განათების სისტემა არეგულირებს ფარებს სიჩქარის და ამინდისა და საგზაო პირობების შესაბამისად

ბნელი, მოხვეული გზები გადატვირთული ავტომაგისტრალები გადატვირთული გრაფიკი მოძრაობის დაწყება და გაჩერება პარკირება ვიწრო ადგილებში იხილეთ, როგორ გიადვილებთ სრულიად ახალი Ford Focus ცხოვრებას

ადვილი პარკირება დრამატული შემთხვევის გარეშე


გადატვირთულ და ვიწრო ადგილებში პარკირება შეიძლება ნამდვილ გამოწვევად იქცეს. თუმცა, სრულიად ახალი Focus-ის აქტიური დახმარება პარკირებისას 2 უპრეცედენტოდ აადვილებს პარკირებას. გააქტიურების შემდეგ სისტემა დაადგენს პარკირებისთვის შესაფერის ადგილს და შეასრულებს პარკირების პროცესს და შესაბამის მანევრებს. არ არის საჭირო მართოთ გადაცემა, საჭე ან სატერფულები – მანქანა ყველაფერს თვითონ გააკეთებს. (მიუწვდომელია Trend-სა და Trend Edition-ზე. ხელმისაწვდომია Parking Pack 1-ის ნაწილის სახით ავტომატური ტრანსმისიით ყველა დანარჩენი მოდელის შემთხვევაში).
■ აქტიური დახმარება პარკირებისას 2 უზრუნველყოფს ადვილ პარალელურ და პერპენდიკულარულ პარკირებას საჭის, გადაცემის და სატერფულების გაკონტროლებით.
■ გაფრთხილება გადამკვეთი მოძრაობის შესახებ აქტიური დამუხრუჭებით* გეხმარებათ, როდესაც უკან სვლით გამოდიხართ პარკინგიდან, ორივე მხარეს ტრაფიკის გაკონტროლებით, შესაბამისი გაფრთხილების უზრუნველყოფით და საჭიროებისას მუხრუჭების გამოყენებით
■ ფართო უკანა ხედვის კამერა უზრუნველყოფს ავტომობილის მარცხენა, მარჯვენა მხარეს და უკან არსებული სიტუაციის მკაფიო ხედს უკან სვლის გადაცემის არჩევისას

*ბრმა ზონის საინფორმაციო სისტემის ნაწილი.

დაინახეთ და იყავით შესამჩნევი


ადაპტირებადი წინა განათების სისტემა დინამიკური შუქდიოდური ფარებით და ათინათის საწინააღმდეგო შორი განათებით Focus-ის მიმზიდველი ფარები უზრუნველყოფს უპრეცედენტო განათებას სხვადასხვა პირობებში. სერიის თანამედროვე შუქდიოდური ფარები გეხმარებათ ღამით ან ცუდი ხილვადობის პირობებში მართვაში და გიცავთ თქვენ და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. დინამიკური შუქდიოდური ფარები სრული ადაპტირებადი განათებით (მარცხნივ) იყენებს კამერის ტექნოლოგიას განათების შაბლონის შესაცვლელად, რაც უზრუნველყოფს მოსახვევის განათებას უფრო ადვილი და კომფორტული მართვისთვის ღამის პირობებში.
■ ნიშნების განათება ადგენს წრიული მოძრაობის ან „სდექ“ ნიშანთან მიახლოებას და ახდენს ფარების ადაპტირებას გზის განლაგების შესაბამისად
■ მოსახვევის პროგნოზული განათება იყენებს საგზაო მონიშვნას მოსახვევების დასადგენად და წინასწარ ანათებს მოსახვევს
■ ათინათის საწინააღმდეგო შორი განათება არეგულირებს ფარების კუთხეს მაქსიმალური განათებისთვის, ხოლო წინა კამერა ეხმარება სისტემას სხვა მძღოლების ათინათისგან დაცვაში

ლამაზი ინტერიერი


აღმოაჩინეთ სიახლეები Focus Vignale*-ით მგზავრობისას. უმაღლესი სტილი და დეტალების დამუშავება ინტერიერის გამორჩეული მახასიათებლებია, პრემიუმ ტყავის გადასაკრავით დაწყებული. თანამედროვე ფუნქციები და ტექნოლოგიები თითოეულ მგზავრობას უფრო სასიამოვნოს ხდის. მშვიდ კომფორტთან ერთად, Focus Vignale* ამცირებს გარე ხმაურს სპეციალური აკუსტიკური მინის წყალობით. ულტრათანამედროვე და კლასიკური დიზაინით, Focus Vignale* აღჭურვილია გაუმჯობესებული მაღალი ხარისხის მასალებით და დეტალებით, რაც ფუფუნების მაქსიმალურ ექსპრესიას ქმნის.

კომუნიკაცია და კონტროლი


გონიერი ფუნქციებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების წყალობით, სრულიად ახალი Focus სრულ კონტროლს უზრუნველყოფს. საქარე მინაზე ხელსაწყოთა პანელით დაწყებული, რომელიც ასახავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, ავტომატური ტრანსმისიის თანამედროვე როტორული სელექტორით დამთავრებული, თითოეული ელემენტი შემუშავებულია მართვის გაადვილებისთვის.
- ხელსაწყოთა პანელი საქარე მინაზე ასახავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ხედვის ველში, ისე რომ შეგიძლიათ აკონტროლოთ გზა. სუფთა გამოსახულება თქვენ მიერ არჩეულ ინფორმაციას ასახავს, მათ შორის ავტომობილის სიჩქარეს, ნავიგაციას, კრუიზ-კონტროლის შეტყობინებებსა და საგზაო ნიშნების ამოცნობის მონაცემებს. თავსებადია პოლარიზებულ მზის სათვალესთან
- უსადენო დატენვის პანელი ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ დატენოთ თავსებადი მოწყობილობა დამტენი კაბელის გარეშე*
- ნაწილობრივ ტყავის სავარძლები მძღოლის სავარძლის ელექტრული რეგულირებით, მათ შორის წელის საყრდენის ელექტრული რეგულირება ნაჩვენებია მოდელი Focus Titanium.

ზოგიერთი ნაჩვენები ფუნქცია ვარიანტია, დამატებით ფასად.

სიმძლავრე, რომელიც შენ გჭირდება

სრულიად ახალი Focus გთავაზობთ დახვეწილი და ეფექტური ბენზინის და დიზელის ძრავების ვარიანტებს, რომლებიც შექმნილია საწვავის ეკონომიისთვის, განსაკუთრებული წარმადობისა და ნაკლები გამონაბოლქვისთვის.

ეფექტურობა და წარმადობა


ახალი ფოკუსის ძრავებს შორისაა ჩვენი უახლესი მრავალი ჯილდოს მფლობელი 1,0-ლიტრიანი Ford EcoBoost ბენზინის ძრავა, რომელიც 125 ც.ძ.-მდე (92 კვტ) ავითარებს.ახალი Ford EcoBoost ბენზინის ძრავები
■ 1,0 ლ Ford EcoBoost ბენზინი 85 ც.ძ., 100 ც.ძ., 125 ც.ძ.
■ 1,5 ლ Ford EcoBoost ბენზინი 150 ც.ძ., 182 ც.ძ. (ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლიდან)
ახალი Ford EcoBlue დიზელის ძრავები
■ 1,5 ლ Ford EcoBlue დიზელი 95 ც.ძ., 120 ც.ძ.
■ 2,0 ლ Ford EcoBlue დიზელი 150 ც.ძ. (ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლიდან)
ყველა Ford EcoBoost და Ford EcoBlue ძრავა აღჭურვილია ნაწილაკების ფილტრით გამონაბოლქვის შესამცირებლად. ასევე ძრავები აღჭურვილია Auto Start-Stop ტექნოლოგიით, რომელიც დაზოგავს საწვავს ძრავის ავტომატური გამორთვით საჭირო დროს. გარდა ამისა, 1,0 ლ და 1,5 ლ Ford EcoBoost ბენზინის ძრავები აღჭურვილია დეაქტივაციის ტექნოლოგიით, რომელიც დროებით ახდენს ერთ-ერთი ცილინდრის დეაქტივაციას საჭირო დროს საწვავის მოხმარების და გამონაბოლქვის შესამცირებლად.

თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის პრიორიტეტულია

სრულიად ახალი Focus აღჭურვილია მოწინავე კლასის ტექნოლოგიების სერიით, რომლებიც აადვილებს მართვას და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. მძღოლისთვის განკუთვნილი თანამედროვე Ford Co-Pilot360 დამხმარე ტექნოლოგიები აღჭურვილია ორი კამერით, სამი რადარით და 12 ულტრაბგერითი სენსორით, რომელთა კომბინაცია აკონტროლებს არეს მანქანის გარშემო და ამოწმებს გზას.

სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეითების უსაფრთხოებას

შეჯახების საწინააღმდეგო დამხმარე სისტემა††2) და ქვეითად მოსიარულეების ამოცნობა აკონტროლებს მიახლოებას სხვა ავტომობილებსა და ქვეითად მოსიარულეებთან – ღამითაც კი – და გაფრთხილებთ შესაძლო შეჯახების შესახებ