პირველი „ფორდ მუსტანგ შელბი GT500“ აუქციონზე გაიყიდება

პირველი „ფორდ მუსტანგ შელბი GT500“ აუქციონზე გაიყიდება

„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ უახლესი „მუსტანგ შელბი GT500-ის“ პირველ ეგზემპლარს, ბარეტ-ჯეკსონის საკოლექციო ავტომობილების აუქციონზე გაყიდის, იანვარში ქალაქი სკოტსდეილი (შტატი არიზონა) უმასპინძლებს.

ახალი „მუსტანგ შელბი GT500-ის“ მსოფლიო პრემიერა დეტროიტის მოტორ შოუზე გაიმართება, ოთხი დღის შემდეგ კი ავტომობილი ნომრით 001, არიზონაში გაემგზავრება, სადაც 18 იანვარს აუქციონი ელის.

„ფორდს“ ახალი ავტომობილის მახასიათებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია. სამაგიეროდ კომპანია პირველი ეგზემპლარისადმი ინტერესს აღვივებს იმით, რომ მყიდველი თავად აარჩევს ფერს, რომლითაც მისთვის სასურველი ავტომობილი გაფორმდება.

„მუსტანგ შელბი GT500“ შეზღუდული რაოდენობით დამზადდება და პირველად მას ამერიკის ბაზარზე, შემოდგომაზე გაიტანენ. სპორტული ავტომობილი 100 ათას დოლარზე მეტი ეღირება.