ფორდის ემბლემა

Ford-ის ოვალური ემბლემა არსებობს უკვე 50 წელზე მეტია და წარმოადგენს მსოფლიოსში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო მარკას. მისი პროტოტიპი არის ის ლოგოტიპი რომელიც შექმნა ჰენრი ფორდის ერთერთმა დამხმარე კომპანიის დაარსების პირველ წლებში.

1903წ - პირველი ლოგოტიპი

ford1903 წელს შეიქმნა ლოგოტიპი Ford, რომელიც შესაძლებელია იმ დროისთვის ცნობილი არტ ნოუვეაუ-ს სტილით. ლოგოტიპი დამაგრდა კომპანიის პირველ ავტომობილზე _ ეს იყო მოდელი A.





1906წ _ ახალი სტილი

ford

კომპანია Ford განუწყვეტლივ ვითარდებოდა, ასევე იცვლებოდა ლოგოტიპიც. 1906 წელს შეიქმნა კომპანიის სახელწოდება `მფრინავი~ წარწერებით: F და D რომელიც ხაზს უსვამდა წინ სვლის მცდელობას. ეს ლოგოტიპი ამშვენებდა კომპანია Ford -ის ყველა ავტომობილს 1910 წლის ბოლომდე, სანამ სავაჭრო მარკა ისევ არ შეიცვალა და არ მიიღო დღეისთვის კარგად ცნობილი მონახაზი. Ford -ის სავაჭრო მარკა დარეგისტრირდა აშშ საპატენტო ბიუროში 1909 წელს.


1907წ _ პირველი ოვალური ლოგოტიპი
Ford-ის ოვალური ლოგოტიპი გამოჩნდა 1907 წელს, პირველი ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლების პერის, ტორტონის და შნაიბერის წყალობით. სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, იგი წარმოდგენილი იყო როგორც `შტამპი უმაღლესი სინჯით~ და ასოცირდებოდა როგორც სიმბოლო საიმედოობის და ეკენომიურობის.

1911წ - Ford-ის კლასიკური ლოგოტიპი
დღეისათვის კარგად ცნობილი Ford-ის ლოგოტიპი დაარსდა 1911 წელს, როდესაც ოვალის ფორმა შეუერთდა, კომპანიის უკვე კარგად ნაცნობ სახელწოდებას `მფრინავი~. Ford-ის ნიშანი გამოიყენებოდა მხოლოდ დილერების მიერ დიდ ბრიტანეთში. თავად კომპანიას ლოგოტიპი არ შეუცვლია `მფრინავი~-ს სახელწოდებასთან ერთად მე-20 საუკუნის ბოლომდე


1912წ _ ახალი ფორმა

ford

კომპანია Ford-ის ლოგოტიპი იძენს სამკუთხედის ახალ ფორმას ფრთებთან ერთად. რომელიც უნდა ყოფილიყო სიმბოლო: სიჩქარის, სიმსუბუქის, საიმედოობის და ელეგანტურობის, ხოლო ლოგოტიპი იყო ცისფერი ან ფორთოხლისფერი.




1927წ _ Ford-ის ოვალური ემბლემა

ford

1927 წელს გამოშვებული მოდელი `A~ ოვალური ემბლემით რადიატორის პანელზე გახდა კომპანიის პირველი მანქანა. 50-იანი წლების ბოლომდე Ford-ის მიერ წარმოებული მანქანების უმრავლესობა იწარმოებოდა დღეისთვის ჩვენთვის კარგად ნაცნობი მუქი ლურჯი ნიშნით. მიუხედავად იმისა, რომ ოვალური ნიშანი იქნა აღიარებული ფორდის ოფიციალურ ემბლემად, იგი არ ყენდებოდა მანქანებზე 70-იანი წლების შუამდე.


ახალი ისტორია

ford

1976 წლიდან ლეგენდარული ოვალური ემბლემა, ცისფერი ფონით და ვერცხლისფერი ასოებით ყენდებოდა კომპანიის აბსოლიტურად ყველა ავტომობილზე, რათა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, შესძლებელი ყოფილიყო თავისუფლად ეცნოთ ფორდის პროდუქცია.




2003 წელი

ford

100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფორდში გადაწყდა, რომ ყველასათვის კარგად ნაცნობი ციფერი ნიშნიშთვის ცოტათი შეეცვალათ დიზაინი და მისთვის დაემატებინათ ძველი ლოგოების რამოდენიმე მახასიათებლები. მიუხედავად მცირე ცვლილებებისა დიზაინში, ფორდის ცნობილი ცისფერი ემბლემა რჩება ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სავაჭრო ნიშანი მთელს მსოფლიოში, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი დონის ხარისხს.

Bookmark & Share