მასიური წარმოების განვითარება

1913 წელს ჰენრი ფორდმა დაიწყო ცეხებში შეუჩერებელი საამწყობო ხაზის შექმნა და დამონტაჟება, რომლის საშუალებითაც იწყობოდა მოდელი `თ~ ეს გახდა ნამდვილი ინდუსტრიული გადატრიალების იდეალური დასაწყისი. მიჩიგანის შტატში (აშშ) ჰაილენდ პარკში, ფორდის პირველ ქარხანაში საამწყობო ხაზის დამონტაჟება გახდა საწყისი წერტილი მასიური წარმოების განვითარებისა მთელს მსოფლიოში


იდეა

დასაწყისში ფორდს სურდა მასიური წარმოება ავტომობილებისა, რომლებსაც ექნებოდათ მარტივი დიზაინი და დაბალი თვითღირებულება. ამ პერიოდში არც თუ ისე ბევრ ადამიანს ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ ჰყოლოდა ავტომობილი. ფორდს კი სურდა ` ბორბლებზე დაესვა მთელი მსოფლიო~, ამიტომ ცდილობდა შეექმნა ავტომობილი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა, მოსახლეობის ყველაზე ფართო ფენისთვის


პირველი ნაბიჯები

კომპანია ფორდი არსებობის პირველ წლებში, ისევე როგორც იმ დროის სხვა მწარმოებლები, ავტომობილს აწყობდნენ მხოლოდ შეკვეთით. ავტომობილის აწყობა იმ დროისთვის გაიგივებული იყო სახლის მშენებლობასთან. თავდაპირველად მექანიკოსი და მისი ჯგუფი მოიძიებდნენ და შეუკვეთავდნენ საჭირო დეტალებს, შემდეგ იწყებოდა ავტომობილის აწყობის პროცესი, რომელიც ეტაპებად იყო დაყოფილი. უფრო მოგვიანებით ერთი ავტომობილის აწყობაზე დაკავდა რამდენიმე ბრიგადა, რამაც დააჩქარა წარმოების პროცესი. ფორდს გამუდმებით ჰქონდა კვალიფიციური კადრის დეფიციტი `ხელით აწყობილი~ ავტომობილების გამოსაშვებად. რის გამოც წარმოების დონე კვლავ დაბალი რჩებოდა, ხოლო ფასი კი კვლავინდებურად ვერ მცირდებოდა, გამომდინარე კვალიფიციური მექანიკოსების მაღალი შრომის ანაზღაურების გამო.
ავტომატიზირებული წარმოების განვიტარებაში პირველი ნაბიჯი იყო ფორდისა და მისი ინჟინრების მიერ სპეციალიზირებული დაზგის შექმნა დამონტაჟება, რომელიც საშუალებას იძლეოდა ადგილზე ეწარმოებინათ ავტომობილის სხვადასხვა დეტალები. ასევე შეიმუშავეს ახალი მეთოდები ავტომობილის ასაწყობად, რისი წალობითაც კიდევ უფრო დაჩქარდა წარმოების პროცესი.


ექსპერიმენტი

იმისათვის, რომ მიეღწია უმთავრესი მიზნისთვის შეექმნა ეროვნული ავტომობილი, ფორდისათვის აუცილებელი იყო გაეზარდა წარმოებაში შრომის ნაყოფიერება. დეტროიტის ქარხანაში შეეცადნენ შეემუშავებინათ მუშაობის ახალი სქემა. მომავალი ავტომობილის საამწყობო ხაზები ერთმანეთთან დააკავშირეს ძლიერი ჯაჭვებით, ამ ხაზის გასწვრივ განალაგეს მომუშავენი, რომლებიც ერთვებოდნენ ავტომობილის აწყობის პროცესს.


განვითარება

საკუთარ საწარმოებში ახალი სამუშაო სქემის შესაქმნელად, ფორდმა გამოყენა მისი წინამორბედების მიერ დაგროვილი გამოცდილება. ერთ-ერთი იყო ელიუ რუტი, რომელმაც პირველმა დაყო აწყობის პროცესი ეტაპებად. ექსპერიმენტი გრძელდებოდა და ახალი მეთოდიკა ყოველდღიურად უფრო სრულყოფილ სახეს იძენდა, იგი ნელ-ნელა უახლოვდებოდა ნამდვილ მასიურ წარმოებას.
იმისათვის, რომ შეემცირებინა მაღალანაზრაურებად სპეციალისტებზე გაწეული დანახარჯები, ფორდმა მოახდინა დეტალების სტანდარტიზირება. შედეგად მათზე მუშაობა შეეძლო უფრო დაბალკვალიფიციურ სპეციალისტებსაც. ყურადღებით იქნა მოფიქრებული და განლაგებული საამწყობო კონვეირი, რომელმაც მაქსიმალურად ოპტიმალური გახადა საამწობო ხაზის მუშაობა.


მოძრაობაში

წარმოების პროცესი დაიწყო რამდენიმე ძირეულ ეტაპად. ამის წყალობით აწყობის პროცესი დაჩქარდა 4-ჯერ. თავდაპირველად ყოველ ცეხში არსებობდა საკუთარი მოძრავი საამწობო ხაზი, თუმცა მალევე ფორდმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – შეერთებულიყო ყველა ხაზი ერთ შეუჩერებელ კონვეირად.


ამწყობი კონვეიერი

დამამთავრებელი ნაბიჯი იყო ერთიანი კონვეირის შექმნა, სხვადასხვა ცეხებში გადანაწილებული ეტაპების გაერთიანება, რის შედეგადაც მზა ავტომობილი საწარმოო კონვეიერიდან უკვე დასრულებული გამოდიოდა. ძირითად კონვეიერთან ერთად არსებობდა დამატებითი მოძრავი ხაზები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ზირითადი ცეხის დროულ მომარაგებას საჭირო დეტალებით.


შედეგები

სიზუსტე და სისწრაფე გახდა მსოფლიოში მასიური წარმოების წარმატების საწინდარი. `თ~ მოდელის წარმოებამ მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს. ყოველ 10 წამში კონვეიერიდან გამოდიოდა მზა ავტომობილი. ფორდმა დაწია ფასები საკუთარ პროდუქციაზე, ხოლო ორჯერ გაზარდა შრომის მინიმალური ანაზრაურება, რაც იმ დროისთვის შეადგენდა 5 დოლარს დღეში. ამავდროულად ფორდმა შეძლო შეექმნა არამხოლოდ პირველი კლასის მანქანები, არამედ გაცილებით გაეზარდა საკუთარი შემოსავალი

Bookmark & Share