ფორდის მემკვიდრეობა

ჰენრი ფორდი

ფორდის მიერ პრაქტიკული და არაძვირადღირებული ავტომობილების წარმოების ორგანიზებამ თითქმის მთლიანად შეცვალა ბევრი ადამიანი ცხოვრება მთელს მსოფლიოში. ფორდის მიერ ავტომატური საკონვეირო ხაზის შექმნამ, შესაძლებელი გახადა არა მარტო ავტომობილების მასიური გამოშვება, არამედ ზოგადად წარმოების განვითარებას ახალი მიმართულება მისცა. ჰენრი ფორდი დაიბადა 1863წლის 30 ივლისს მიჩიგანის შტატში, სპრინგფილდის დასახლებაში. ის იყო უილიამ და მერი ფორდების 6 შვილიდან ყველაზე უფროსი. ოჯახში ფერმერულ მეურნეობას ეწეოდა. ჰენრი დადიოდა ჩვეულებრივ სოფლის სკოლაში და დანარჩენ დროს მშობლების ფერმაში ატარებდა. ტექნიკისადმი უდიდესი ინტერესი ჰენრის ბავშვობიდანვე ჰქონდა, რამაც შეაძლებინა მას გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებელი (მეწარმე)


გამოცდილება

12 წლის ჰენრიმ შექმნა პატარა სახელოსნო, სადაც დიდი გატაცებით ატარებდა მთელ თავისუფალ დროს. რამდენიმე წლის მერე, სწორედ აქ შექმნა მან თავისი პირველი ორთქლის ძრავი. 18789 წელს ჰენრი გადაბარგდა დეტროიტში, სადაც ის მოეწყო მემანქანის დამხმარედ. 3 წლის შემდეგ ჰენრი გადავიდა დირბორნში და 5 წლის განმავლობაში დაკავებული იყო პირველი ძრავის კონსტრუირებით და რემონტით. ამ ხნის მანძილზე იგი დროდა დრო დეტროიტის საწარმოსაც სტუმრობდა. 1888 წელს ჰენრი დაქორწინდა კლარა ბრაენტზე და მალევე გახდა ხის მასალის გადამამუშავებელი ქარხნის მმართველი. 1891წ ჰენრი გახდა კომპანია Eდისონ ილლუმინატინგ-ის ინჟინერი, 2 წლის მერე კი გახდა ამავე კომპანიის მთავარი ინჟინერი. საკმარისი ოდენობის თავისუფალი დროის არსებობამ ჰენრის საშუალება მისცა მეტი ემუშავა შიდა წვის ძრავის შექმნაზე.


კვადროციკლი

პირველი შიდა წვის ძრავი ფორდმა შექმნა საკუთარი სახლის სამზარეულოში. მალე მან გადაწყვიტა ძრავი დაედგა ველოსიპედის 4 ბორბლიან რამაზე. ასე 1896 წელს შეიქმნა კვადროციკლი – სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გახდა ფორდის პირველი ავტომობილი.


საკუთარი საქმე

1899 წელს კომპანია Edison illuminating-დან წამოსვლის შემდეგ ფორდი აფუძნებს საკუთარ ფირმას – Detroit Automobile. იმის მიუხედავად, რომ 1 წლის შემდეგ წარმოება გაკოტრდა, ფორდმა მოასწრო აეწყო რამდენიმე სწრაფმავალი ავტომობილი. ფორდი თვითონ მონაწილეობდა ავტო შეჯიბრებეში და 1901 წლის ოქტომბერში შეძლო და დაამარცხა ალექსანდრე უინტონი, ამერიკის ჩემპიონი.


კომპანია Ford Motor

Ford Motor კომპანი შეიქმნა 1903 წელს. მისი დამფუძნებლები იყვნენ 12 ბიზნესმენი მიჩიგანის შტატიდან, ფორდის მეთაურობით, რომლის აქტივების წილიც შეადგენდა 25.5 %, ფორდი იყო კომპანიის მთავარი ინჟინერი და ვიცე პრეზიდენტი. ავტომობილების ქარხანა შეიქმნა დეტროიტში, ყოფილი ფურგონების მწარმოებელი ქარხნის გადაიარაღების შედეგად, ბრიგადა რომელიც 2-3 ადამიანისაგან შედგებოდა, ფორდის არაჩვეულებრივი ხელმძღვანელობით ახერხებდა ავტომობილების აწყობას, რომლებიც სხვა კომპანიების დაკვეთით ხდებოდა. კომპანიის პირველი ავტომობილი გაიყიდა 1903 წლის 23 ივლისს. 1906 წელს ჰენრი ფორდი გახდა კოპანიის პრეზიდენტი და ძირითადი მფლობელი. 1908 წელს ფორდმა ცხოვრების ოცნებას შეახა ხორცი და გამოუშვა მოდელი `T~ - საიმედო და არაძვირადღირებული ავტომობილი, რომელიც გახდა იმდროსთვის ერთ-ერთი ყველაზე მასიური და პოპულარული მანქანა. სწერედ მოდელმა `T~ დაბადა საკუთარი ტრანსპორტის განვითარების იდეა. ფორდის ავტომობილს სჭირდებოდა მხოლოდ მართვა და არავითარი რთული ტექნიკური მომსახურება, მას შეეძლო გადაადგილება სოფლის გზებზეც კი.

ახალი თაობა

1919 წელს ფორდმა და მისმა შვილმა ედსენმა შეძლეს და გამოისყიდეს წარმოების აქციები სხვა აქციონერებისაგან 105 568 858 ამერიკულ დოლარად და გახდნენ ფირმის ერთადერთი მფლობელები, ამავე წელს ედსენმა მემკვიდრეობით მიიღო კომპანიის პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც ეკავა გარდაცვალებამდე 1943 წლამდე. შვილის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ფორდ ისევ მოუხდა კომპანიის სათავეში მოსვლა.


გადადგომა

1945 წლის სექტემბერში ფორდმა ხელმძღვანელობა გადააბარა უფროს შვილიშვილს – ჰენრი ფორდ II. 1946 წელს ჰენრი ფორდი უფროსი დააჯილდოვეს ღირსეული პრემიით ავტოწარმოებაში გაწეული შრომისთვის, იმავე წლის ბოლოს ამერიკის ნავთობის ინსტიტუტმა (American Petrolium Institute) მას საზოგადოებისთვის გაწეული წვლილისთვის გადასცა ოქროს მოდელი.


ეპოქის დასასრული

ჰენრი ფორდი გარდაიცვალა 83 წლის ასაკში საკუთარ სახლში დიბრონში 1947 წლის 7 აპრილს. ამგვარად დამთავრდა კომპანია Ford Motor-ის ისტორიის მთელი ეპოქა, რომელიც მიუხედავად დამაარსებლის გარდაცვალებისა აქტიურად განაგრძობდა განვითარებას.

Bookmark & Share