უსაფრთხოება

გაიგეთ, თუ როგორ შეუძლია ფორდის ტექნოლოგიებმა გაზარდოს თქვენი უსაფრთხოება

ტექნოლოგიები, რომლებიც ზრუნავენ თქვენზე ყოველი მგზავრობისას

უკანა სავარძლის გასაბერი ღვედი, არის დამატებითი უსაფრთხოება მგზავრისთვის.
წინა ან გვერდითი შეჯახების შემთხვევაში, უკანა გასაბერი უსაფრთხოების ღვედი აქტიურდება და ივსება აირით, რაც უზრუნველყოფს მის გაბერვას და მგზავრის სხეულის უფრო დიდი ნაწილის დაცვას. ღვედი ურო ეფექტურად იჭერს მგზავრს მჯდომარე პოზიციაში. შეჯახებისას ჩვეულებრივ ღვედთან შედარებით, ხუთჯერ ამცირებს სხეულის დაზიანებას და ტრავმის მიღების რისკს. იგი უფრო რბილი და კომფორტულია ყოველდღიური გამოყენებისას.

ფორდის განათების ტექნოლოგია

ford

ფარების ავტომატური გადართვის ფუნქცია, აუმჯობესებს ხილვადობას და ამავდროულად არ აბრმავებს შემხვედრი მანქანის მძღოლს




ford

მოსახერხებელია ღამით მგზავობისას, შემხვედრი მანქანის აღმოჩენისას თუ თქვენ ჩართული გაქვთ შორი განათების ფარები, სისტემა ავტომატურად გადართავს ახლო განათების ფარებზე, ხოლო შემდეგ ისევ აინთება შორის განათების ფარები, რაც აგვარიდებს შემხვედრი მანქანის მძღოლის დაბრმავებას.



ადაპტაციური ფარები, მოსახვევებში აქტიური განათების ფუნქციით

fordხილვადობის გასაუმჯობესებლად და იმისთვის, რომ სხვა მძღოლებმაც უკეთესად დაგინახონ, ინთება ფარები შიდა მხარის გასანათებლად, როდესაც აბრუნებთ საჭის რგოლს 30 გრადუსამდე. სენსორი გრძნობს მართვის პირობებს და ავტომატურად რთავს ფარების საჭირო შაბლონს, მაქსიმალური განათების უზრუნველსაყოფად




ფორდის SYNC სისტემა, ექსტრემალური დახმარების Emergency Assistance ფუნქციით

ford

ფორდის საგანგებო დახმარების სისტემა წარმოადგეს ინოვაციურ SYNC ფუნქცია, რომელიც იყენებს Bluetooth-ით დაწყვილებულ და დაკავშირებულ მობილურ ტელეფონებს და ეხმარება მგზავრებს პირდაპირი ზარის განხორციელებაში ადგილობრივ საკომუნიკაციო ცენტრთან დასაკავშირებლად ავარიის შემთხვევაში, როდესაც აქტიურდება აირბალიში ან ითიშება საწვავის ტუმბო. მას ამავდროულად აქვს შესაძლებლობა გადასცეს ინფორმაცია ავტომობილის ადგილმდებარებოს შესახებ.

Bookmark & Share