მძღოლის დახმარება

გაიგეთ, თუ როგორ ეხმარება ფორდის ტექნოლოგია მძღოლს

ისეთი შესანიშნავი ტქნოლოგიების წყალობით როგორიცაა, ინტელექტუალური სიჩქარის შემზღუდველი და ბრმა ზონის გაფრთხილების სისტემა, თქვენ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ინოვაცია ჩადებულია ფორდის ავტომობილების დნმ-ში

პარკირების აქტიური დახმარების სისტემა დაგეხმარებათ, მონახოთ ადგილი პარკირებისთვის.

ford

პარკირების აქტიური დახმარების სისტემა დაგეხმარებათ პარალელური და პერპენდიკულარული პარკირებისას სივრცეში, რომელიც 20% აღემატება თქვენი მანქანის სიგრძეს და სიგანეს. უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს და ამ ინოვაციური სისტემის სენსორები მოძებნიან საუკეთესო ადგილს პარკირებისთვის. სისტემა ავტომატურად დააყენებს მანქანას სადგომზე - თქვენ მხოლოდ გადაცემის, აქსელერატორის და მუხრუჭის სატერფულების რეგულირება მოგიწევთ.


ინტელექტუალური სიჩქარის შემზღუდველი

fordკრუიზ - კნტროლის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ , აირჩიოთ და დააყენოთ თქვენთვის სასურველი სიჩქარე. სისტემა ასევე გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე ავტომაგისტრალზე , ისე რომ მოულოდნელად არ გადააჭარბოთ მას და თავიდან აიცილოთ ჯარიმები.




ავტომატური დამუხრუჭების სისტემა Active city Stop

ford

სენსორები გაფრთხილებთ შესაძლო შეჯახების შესახებ და სისტემა ავტომატურად გამოიყენებს მუხრუჭს. აქტიური დამუხრუჭება იყენებს სენსორებს წინ მიმავალი ავტომობილის გასაკონტროლებლად. მაღალი სიჩქარით მოძრაობისას შესაძლო შეჯახების აღმოჩენისას, მას გამოაქვს გამაფრთხილებელი შეტყობინება ხელსაწყოთა პანელზე. თუ რეაგირებას არ მოახდენთ, სისტემა ავტომატურად გამოიყენებს მუხრუჭებს. ნაკლებ სიჩქარეზე, როდესაც გაჩერების მანძილი უფრო მოკლეა Active city Stop სისტემა აკონტროლებს გზას. სისტემის მიერ შესაძლო შეჯახების აღმოჩენისას, იგი ავტომატურად გამოიყენებს მუხრუჭს, შეჯახების თავიდან ასაცილებლად ან მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.


წინა კამერა ფართო კუთხის ობიექტივით

ორივე მხრიდან მოახლოვებული ობიექტის ხედვა

ford

ძალიან პატარა კამერა, დამონტაჟებული ავტომობილის წინა ნაწილში, გადაცემს გაყოფილ გამოსახულებას მრავალფუნქციურ ეკრანზე, რაც აძლევს მძღოლს საშუალებას დაინახოს მოახლოვებული ობიექტები ორივე მხრიდან, ეს შეუცვლელი ტექნოლოგიაა მჭიდრო პარკირებასა და ხალხმრავალ ადგილებში, სადაც შეზღუდულია გვედითი ხილვადობა.



გაფრთხილების სისტემა, ავტომობილის გადამკვეთი მოძრაობის დროს.

ავტომობილის აღმოჩენა როდესაც, თვენ მას ვერ ამჩნევთ.

fordროდესაც თვენ უკუსვლით გამოდიხართ პარკირებიდან და გაქვთ შეზღუდული ხედვა, გადამკვეთი მოძრაობის გაფრთხილების სისტემა ამოწმებს მოძრაობას მარჯვნივ და მარცხნივ და ავტომობილის ან სხვა საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში, იგი გაფრთხილებთ აუდიოსიგნალით და ასევე სისტემა რთავს გვერდითი ხედვის სარკეებზე იდნიკატორებს.

Bookmark & Share