FORD-ის ორიგინალი სათადარიგო ნაწილები

ტანსაცმლის, აუდიო და ვიდეო აპარატურის ყიდვისას, ჩვენ მივეჩვიეთ ვენდოთ სავაჭრო მარკას.

ვენდობით რა ცნობილ სახელებს, ჩვენ თავიდან ვიცილებთ შესაძლო იმედგაცრუებას.
საკუთრივ Ford-ის ავტომობილის შეძენამ არ შეიძლება მოიტანოს არასასიამოვნო სიურპრიზები, რომლებსაც თქვენ შეიძლება შეხვდეთ სათადარიგო ნაწილების ყიდვისას. სქმე იმაშია რომ, რომ თქვენ შეიძლება შემოგთავაზონ არაორიგინალი ნაწილები, რომელიც მიმზიდველი ფასით და ერთი შეხედვით არაფრით არ ჩამოუვარდება ორიგინალს.

აქ საჭიროა გარკვეული ახსნა:

რა თქმა უნდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც შეიძლება შეემთხვეს Ford-ის ნებისმიერ ავტომობილს, არის უსიამოვნო ფაქტი. მაგრამ ფორდი აპროექტებს ტავის ავტომობილებს ისე, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, მძღოლის, მგზავრების და ასევე ფეხით მოსიარულეთა ტრავმირების რისკი. ხდება გათვლა, არა მარტო ცალკე აღებული თითოეული დეტაილს შესაძლო დეფორმაციის, არამედ ითვლება მათი ურთიერთ ზემოქმედება. იმ შემთხვევაში თუ Ford-ის ავტომობილის რემონტისას იქნება გამოყენებული მხოლოდ ორიგინალი სათადარიგო ნაწილები, ის ბოლომდე შეინარჩუნებს იმ ხარისხს, რომელიც მასში თავიდან იყო ჩადებული.

Ford Motor Company - ახორციელებს Ford-ის ორიგინალი სათადარიგო ნაწილების პროპაგანდის კამპანიას. კამპანიის მამოძრავებელი ფიგურა - მანეკენი Hybrid, წარმატებით მონაწილეობს Ford -ის ახალი ავტომობილის შეჯახების ტესტში. სწორედ მას უხდება არაორიგინალი ნაწილების თავის თავზე გამოცდა, თუ ასეთი ტესტი ოდესმე მოხდება...

Ford -ის ორიგინალი სათადარიგო ნაწილების უპირატესობა ისაა, რომ ისინი იწყობა იმავე საამწყობო ხაზზე, რომელიც აწვდის ნაწილებს კონვეირს ძირითადი კომპლექტაციისთვის. ისინი უზრუნველყოფენ ავტომობილის აღდგენას თავდაპირველ მდგომარეობამდე, მძღოლისა და გარემოცვის საჭირო დაცვას მიმდინარე ექსპლუატაციისას, Ford -ის საფირმო გარანტიის შენარჩუნებას ორმხრივი კოროზიისას, ზრდიან ავტომობილის ღირებულებას შემდგომი გაყიდვისას.

არაორიგინალი ნაწილების მწარმოებლებმა შეიძლება მოახდინონ კოპირება, მხოლოდ ზომების და გარეგნული იერსახის. ისინი იძულებულები არიან გაამარტივონ ტექნოლოგიები და მასალები მცირე ტირაჟის გამო. შედეგად არაორიგინალი სათადარიგო ნაწილები მონტაჟისას მოითხოვს მორგებას, მათი მოქმედაბა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არის არაპროგნოზირებადი, ხოლო საცდელი ობიექტის როლში ყოფნა უხდებათ ადამიანებს.

ყველაფერი რაც თქვენ უნდა გახსოვდეთ: Ford -ის ავტომობილის შეკეთებისას გამოიყენოთ მხოლოდ ორიგინალი სათადარიგო ნაწილები, რომლებსაც იყენებს Ford -ის ყველა ოფიციალური დილერი. ნაწილის ორიგინალობას ამტკიცებს Ford -ის ლოგო, რომელიც დატანილია სათადარიგო ნაწილების ხილულ ზედაპირზე.
შეკეთებისას გამოიყენეთ მხოლოდ Ford -ის ორიგინალი სათადარიგო ნაწილები და თქვენი ავტომობილი გამოიყურება და მოიქცევა ისე, თითქოს ავტოსაგზაო შემთხვევა საერთოდ არ მომხდარა.

Bookmark & Share