კონფიდენციალობის პოლიტიკა

ვებსაიტის კონფიდენციალობის შეტყობინება

www.ford.com.ge

ეს კონფიდენციალობის შეტყობინება მოიცავს www.ford.com.ge-ს კლიენტთა, მომხმარებელთა და ვიზიტორთა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებსა და პირობებს:

  1. ვინ არის მონაცემთა შემგროვებელი?

თქვენი პერსონალური მონაცემების შემგროვებელია შპს „ჯი თი მოტორს“(info@ford.com.ge დავით აღმაშენებლის ხეივანი #163)  შეგიძლიათ, ჩვენს პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერს დაუკავშირდეთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@ford.com.ge

  1. რა არის მონაცემთა დამუშავების მიზანი?

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:

  1. რომ გაანალიზდეს ვებ-საიტის გამოყენებადობა და ხარისხი და რომ უზრუნველვყოთ მისი უსაფრთხო ოპერირება.
  2. რომ ვმართოთ და ვუპასუხოთ თქვენს მოთხოვნებს, შეკითხვებს და პრეტენზიებს
  3. რომ რეაგირება მოვახდინოთ თქვენ მიერ სატესტო მართვის მოთხოვნაზე, თქვენ შესახებ დეტალების, სატესტო მართვის და ავტომობილის შეძენის სასურველი პირობების დილერისთვის გაზიარებით, რათა მათ შეძლონ თქვენი მოთხოვნის და საჭიროებების შესრულება.
  4. რომ რეაგირება მოვახდინოთ ზედამხედველობის და მარეგულირებელი ორგანოების, სასამართლოების და მესამე მხარეების სამართლებრივ შუამდგომლობაზე
  5. ბიზნეს ოპერირების მიზნებისთვის, მათ შორის, ზოგადი კორპორატიული ოპერაციების, შიდა ანგარიშგების, ანალიზის, პროდუქტისა და სერვისის განვითარებისთვის, ჩვენს უპირატეს ლეგიტიმურ ინტერესზე დაყრდნობით. 
  1. პერსონალური მონაცემთა რომელ კატეგორიებს ვამუშავებთ?

ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, ჩვენ შეიძლება დავამუშავოთ:

  • ბრაუზინგისა და ვებსაიტის გამოყენების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია ბრაუზერის ტიპისა და გამოყენებული ოპერაციული სისტემის, თქვენი IP მისამართის, ვებსაიტთან დაკავშირების დროისა და თარიღის, სესიების რაოდენობისა და თქვენი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ. ამ ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია. თუ არ გსურთ მონაცემების გამჟღავნება, გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ჩვენს ვებსაიტს.
  • საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის, თქვენი სახელი და გვარი და ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი შეტყობინება. ამ ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია. თუ ამ ინფორმაციას არ მოგვაწოდებთ, ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენს იდენტიფიკაციას, ან თქვენს შეკითხვაზე, თუ მოთხოვნაზე პასუხის გაცემას.
  • სატესტო მართვის მონაცემები: იმისთვის, რომ თქვენი საკონტაქტო დეტალები, სატესტო მართვის და ავტომობილის შეძენის სასურველი პირობები გავუზიაროთ თქვენთვის სასურველ დილერს, რათა მან შეძლოს თქვენთან დაკავშირება და შეასრულოს თქვენი მოთხოვნა, თქვენი საკონტაქტო დეტალების (მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი) გარდა, ჩვენ ასევე შესაძლოა დავამუშავოთ მონაცემები თქვენი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ, რათა განვსაზღვროთ ტერიტორიულად თქვენთან ყველაზე ახლოს მდებარე დილერი, სატესტო მართვის სასურველი პირობები (დრო, მდებარეობა, შერჩეული დილერი, სპეციალური მოთხოვნა და სატესტო მართვისთვის თქვენ მიერ შერჩეული ფორდის მოდელი). გარდა ამისა, ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ნებაყოფლობით გასცემთ ავტომობილის შეძენის სასურველი პირობების შესახებ (როცა გეგმავთ ავტომობილის შეძენას). აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია. თუ თქვენ უარს განაცხადებთ ამ ინფორმაციის მიწოდებაზე, ჩვენ ვერ შევძლებთ სატესტო მართვის მომსახურების უზრუნველყოფას, ან თქვენ პირდაპირ უნდა დაუკავშირდეთ თქვენ მიერ შერჩეულ დილერს.
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და სერვისის შესახებ ინფორმაცია: ფორდის მანქანის მოდელი, ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელმწიფო ნომერი, სერვისის შესახებ ინფორმაცია და თქვენი საჩივარი ან მოთხოვნა.

თქვენი საკონტაქტო პირის პერსონალური მონაცემების მოწოდებით, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას, რომ (1) თქვენ გაქვთ ამ ინფორმაციის მოწოდების უფლებამოსილება; (2) თქვენი საკონტაქტო პირ(ებ)ი ინფორმირებულია ამ შეტყობინების შინაარსის შესახებ და (3) ჩვენთვის მოწოდების შემდეგ, თქვენი საკონტაქტო პირის შესახებ დეტალები მუდმივად განახლებადი და ზუსტია.

  1. რა არის მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი?

ჩვენ შესაძლოა დავამუშავოთ თქვენი მონაცემები შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით:   

  • თანხმობა: რიგ შემთხვევებში, ჩვენ შესაძლოა ვითხოვოთ თქვენი თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად, (ევროკავშირის 2016/679 რეგულაციის (მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია - GDPR) მუხლი 6(1)(ა) თანახმად). თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თქვენი თანხმობა. თანხმობის გამოხმობა გავლენას არ მოახდეს მის გამოხმობამდე დამუშავებულ მონაცემებზე.
  • ლეგიტიმური ინტერესი: მონაცემთა დამუშავება ასევე შესაძლოა დაფუძნებული იყოს ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესზე, დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა ან საჩივარი, ან რეაგირება მოვახდინოთ სამართლებრივ პრეტენზიებსა და შუამდგომლობაზე (GDPR-ის მუხლი 6(1)(a) თანახმად).
  • სამართლებრივი ვალდებულება: ჩვენ შესაძლოა დავამუშავოთ თქვენი მონაცემები ჩვენი სამართლებრივი ვალდებულების საფუძველზე, რათა რეაგირება მოვახდინოთ სხვადასხვა ორგანოებისა და სასამართლოების შუამდგომლობაზე (GDPR-ის მუხლი 6(1)(a) თანახმად)
  • სამართლებრივი მოთხოვნა: ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი მონაცემები მესამე მხარის მიერ წამოყენებულ შუამდგომლობაზე საპასუხოდ სამართლებრივი მოთხოვნების ჩამოყალიბების, განხორციელების ან დაცვის მიზნით (GDPR-ის მუხლების 6(1)(f) და 9(2)(f) თანახმად)

წინამდებარე ცხრილში იხილეთ მონაცემთა დამუშავების მიზნები, დამუშავებული მონაცემების კატეგორიები და სამართლებრივი საფუძვლები

მონაცემთა დამუშავების მიზნები

დამუშავებული მონაცემების კატეგორიები

სამართლებრივი საფუძველი

გაანალიზდეს ვებსაიტის გამოყენებადობა და ხარისხი, რომ უზრუნველვყოთ მისი უსაფრთხო ოპერირება

ბრაუზინგისა და ვებსაიტის გამოყენების მონაცემები

ლეგიტიმური ინტერესი

მოხდეს თქვენი მოთხოვნების, შეკითხვებისა და პრეტენზიების მართვა და მათზე პასუხის გაცემა

საკონტაქტო ინფორმაცია

ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და სერვისის შესახებ ინფორმაცია

ლეგიტიმური ინტერესი

შესრულდეს თქვენი სატესტო მართვის მოთხოვნა და თქვენი მონაცემები გადაეცეს თქვენ მიერ არჩეულ დილერს;

საკონტაქტო ინფორმაცია

სატესტო მართვის მონაცემები

თანხმობა

მოხდეს რეაგირება ზედამხედველობის და მარეგულირებელი ორგანოების, სასამართლოების და მესამე მხარეების სამართლებრივ მოთხოვნებზე, თუკი ეს დაფუძნებულია ნორმატიულ აქტიზე ან ხორციელდება სამართლებრივი მოთხოვნა ჩამოყალიბების, განხორციელების ან დაცვის მიზნით;

საკონტაქტო ინფორმაცია

დათვალიერებისა და ვებსაიტის გამოყენების მონაცემები

ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და სერვისის შესახებ ინფორმაცია

სამართლებრივი ვალდებულება 

ლეგიტიმური ინტერესი

სამართლებრივი მოთხოვნა

ბიზნეს ოპერირების მიზნებისთვის, მათ შორის, ზოგადი კორპორატიული ოპერაციების, შიდა ანგარიშგების, ანალიზის, პროდუქტისა და სერვისის განვითარებისთვის

საკონტაქტო ინფორმაცია

ბრაუზინგისა და ვებსაიტის გამოყენების მონაცემები

ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და სერვისის შესახებ ინფორმაცია

ლეგიტიმური ინტერესი

  1. თქვენი მონაცემების დამუშავებისადმი ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი

ჩვენ შესაძლოა დავამუშავოთ თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე პირის ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე. ჩვენ ჩავატარეთ ე.წ. ბალანს ტესტი[1], და დავადგინეთ ჩვენი და მესამე პირის უპირატესი ლეგიტიმური ინტერესი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენ მიერ ჩატარებული მონაცემთა დამუშავების აქტივობების, ჩვენი ორგანიზაციული სტრუქტურის და თქვენი უფლებების განხორციელების გარანტიების გავლენა თქვენს ინტერესებზე, უფლებებსა და თავისუფლებებზე. დავასკვენით, რომ ქვემოთ მოცემული მონაცემთა დამუშავების აქტივობები არაპროპორციულად არ ზღუდავს თქვენს უფლებებსა და თავისუფლებებს და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების უპირატესი ლეგიტიმური ინტერესი.

დამუშავების აქტივობა

ლეგიტიმური ინტერესი

ვებსაიტის გამოყენებადობისა და ხარისხის ანალიზი და მისი უსაფრთხო ოპერირების უზრუნველყოფა

ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი ჩავატაროთ მონაცემთა დამუშავება, რადგან აუცილებელია ჩვენი IT სისტემების, ქსელის, ინფრასტრუქტურის, კომპიუტერული ტექნიკის, ინფორმაციის, ინტელექტუალური საკუთრების და სხვა უფლებების მონიტორინგი, გამოვლენა და დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი ჩარევა, არასანქცირებული წვდომა, ინფორმაციის გამჟღავნება ან მოპოვება, მონაცემთა და სისტემების უსაფრთხოების დარღვევა. ჩვენ ასევე ვამუშავებთ მონაცემებს ჩვენი ვებსაიტის მუშაობის გაუმჯობესების, ხარვეზების გამოსწორებისა და შიდა პროდუქტის განვითარების მიზნებისთვის. ეს მოიცავს ვებსაიტის გამოყენების მონიტორინგს და ანალიზის ჩატარებას მისი გამოყენების, ნანახი გვერდების და ბმულების, ნავიგაციის კანონზომიერების, გვერდზე გატარებული დროის, გამოყენებული მოწყობილობის და მომხმარებლების ადგილმდებარეობის შესახებ.

 

მომხმარებლებისა და კლიენტების საჭიროებების დაკმაყოფილება და პრეტენზიების მოგვარება, მათ შორის, თქვენი მოთხოვნების მართვა და მათზე რეაგირება.

ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი, რომ დავაკმაყოფილოთ მომხმარებელთა და მათი საკონტაქტო პირების საჭიროებები და მოვაგვაროთ ჩვენთან შემოსული პრეტენზიები. ეს შესაძლოა მოიცავდეს შესაბამისი პრეტენზიის გამოძიებას და თქვენი დეტალების გაზიარებას თქვენ მიერ იდენტიფიცირებულ დილერთან, თუკი ეს პრეტენზიის მოსაგვარებლად აუცილებელი ზომაა. ჩვენ შესაძლოა თქვენი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ Ford Central & Eastern European LLC-ს (მწარმოებლის წარმომადგენელი) თქვენი პრეტენზიის მოსაგვარებლად, თქვენს ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული მოთხოვნების და სამართლებრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

რეაგირება უფლების მოთხოვნაზე

 

ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი, რომ მოვახდინოთ შესაბამისი ორგანოებისა და სასამართლოების ინფორმირება არასასურველი შეჭრის, არასანქცირებული წვდომის, ინფორმაციის გამჟღავნების ან მოპოვების, მონაცემთა და სისტემების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ მესამე მხარის სამართლებრივ მოთხოვნებზე რეაგირების მიზნით.

ბიზნეს ოპერირება, მათ შორის, ზოგადი კორპორატიული ოპერაციები, შიდა ანგარიშგება, ანალიზი, პროდუქტისა და სერვისის განვითარება.

ჩვენ დავამუშავებთ მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ბიზნესის ოპერირება და სტრატეგიული განვითარების დაგეგმვა. ეს მოიცავს მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვას, შიდა დაინტერესებულ მხარეებთან მოპოვებული ინფორმაციის გაზიარებას, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებასა და ბიუჯეტისა და რესურსების დაგეგმვას და გამოყოფას.


თუ გსურთ დეტალური ინფორმაციის მიღება ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესებთან და ე.წ. ბალანს ტესტის შედეგებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: info@ford.com.ge

  1.   რამდენ ხანს რჩება ჩვენთან თქვენი პერსონალური მონაცემები?

ჩვენ მხოლოდ იმ ხანგრძლივობით შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რამდენიც საჭირო იქნება იმ მიზნების შესასრულებლად, რისთვისაც მათი შეგროვება განხორციელდა. მათ შორის, ნებისმიერი სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. პერსონალური მონაცემების შენახვის გონივრული ვადის განსასაზღვრად, ჩვენ მხედველობაში ვიღებთ პერსონალური მონაცემების რაოდენობას, ბუნებას, სენსიტიურობას, არასანქცირებული გამოყენებით ან გამჟავნებით მიყენებულ პოტენციურ ზიანს. ამ მიზნებისთვის ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ზოგ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა თქვენი პერსონალური მონაცემები ანონიმური გავხადოთ, რაც გამორიცხავს მომავალში ამ მონაცემების თქვენთან დაკავშირებას. ამ შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა ასეთი ინფორმაცია გამოვიყენოთ თქვენთვის წინასწარ შეტყობინების გარეშე.

ჩვენ შევინახავთ ბრაუზინგისა და ვებსაიტის გამოყენების მონაცემებს ვებსაიტზე თქვენი ბოლო ვიზიტიდან მაქსიმუმ 6 თვის მანძილზე. ჩვენ შევინახავთ სატესტო მართვის მონაცემებს სატესტო მართვის სესიის ჩატარებისთვის თქვენ მიერ შერჩეული დილერისთვის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებიდან მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში. ჩვენ შევინახავთ თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას თქვენი ჩვენთან ბოლო ინტერაქციიდან 2 წლის განმავლობაში, თუკი ნორმატიული აქტი სხვაგვარად არ არეგულირებს.

 

  1. ვინ შეიძლება მიიღოს თქვენი მონაცემები?

ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ ან გავუმჟღავნოთ თქვენი პერსონალური მონაცემები:

(i) ჩვენი სერვისების პროვაიდერებს: ვებსაიტის ჰოსტინგი En-Co Software Kft.-ის მიერ (უნგრეთი, 6724 სეგედი, ლაიოშ კოშუტის გამზირი 72.) Azure სერვერებზე, რომელიც მოწოდებულია Microsoft Ireland Operations Limited-ის მიერ (ადრესატი: მონაცემთა დაცვის ოფიცერი, One Microsoft Place, ლეოპარდსთაუნი, დუბლინი18, ირლანდია. ტელეფონი: (+353) 1 850 940 940) მონაცემთა დამამუშავებელი. ელ-ფოსტის სერვერების ჰოსტინგი EZIT Kft-ის მიერ (ბუდაპეშტი, ვიქტორ ჰიუგოს ქუჩა 22, 1132, უნგრეთი).

(ii) დილერებს, რომლებსაც თქვენ ირჩევთ სატესტო მართვის სესიისთვის, ან რომლებსაც აიდენტიფიცირებთ თქვენს მოთხოვნაში ან პრეტენზიაში, რათა მოვაგვაროთ თქვენი პრეტენზია ან დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა;

(iii) Ford Central & Eastern European LLC-ს (1138 ბუდაპეშტი, Népfürdő ქუჩა 22., უნგრეთი), თუკი ეს საჭიროა პრეტენზიის მოსაგვარებლად ან თქვენი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად

(iv) პროფესიონალ მრჩეველებს, როგორებიცაა იურისტები და ბუღალტრები საქართველოში

(v) ნებისმიერ სამართალდამცავ ორგანოს, სასამართლოს, მარეგულირებელ თუ სამთავრობო ორგანოს ან მესამე მხარეს, თუკი ამას მოითხოვს სამართლებრივი ან მარეგულირებელი ვალდებულება, ან ჩვენი უფლებების, ნებისმიერი მესამე მხარის ან ინდივიდის პირადი უსაფრთხოების დასაცავად, თაღლითობის პრევენციისთვის და უსაფრთხოების საკითხების მოგვარებისთვის.

  1.     გაგვაქვს თუ არა თქვენი მონაცემები ევროპის ფარგლებს გარეთ?

იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, ჩვენ თქვენს მონაცემებს ევროპის ფარგლებს გარეთ მხოლოდ GDPR-ის შესაბამისად გავიტანთ.

ამისთვის საჭიროა ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთი პირობა მაინც დადგეს:

  • ევროპის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არაწევრი ქვეყანა უზურნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვის ადეკვატურ დონეს (GDPR-ის 45-ე მუხლის შესაბამისად)
  • ინფორმაციის გადაცემა მიმღებისთვის იურიდიულად სავალდებულო და აღსრულებად ვალდებულებას წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დასაცავად (GDPR-ის 46-ე მუხლის შესაბამისად)
  • ინფორმაციის გადაცემა სავალდებულო კორპორატიულ წესებს ექვემდებარება (GDPR-ის 47-ე მუხლის შესაბამისად); ან
  • ინფორმაციის გადაცემა წარმოადგენს გამონაკლისს პერსონალური მონაცემების ევროკავშირს გარეთ გატანის შესახებ GDPR-ის შეზღუდვებიდან (GDPR-ის 49-ე მუხლის შესაბამისად)

თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია ჩვენ მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომების შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ info@ford.com.ge

  1.      თქვენი უფლებები

თქვენ უფლებამოსილი ხართ განახორციელოთ თქვენი ქვემოთმოცემული უფლებები:

  1. წვდომის უფლება: თქვენ გაქვთ უფლება იკითხოთ, გვაქვს თუ არა თქვენ შესახებ პერსონალური მონაცემები და თუ აღმოაჩენთ, რომ გვაქვს, მოითხოვოთ ჩვენს ხელთ არსებული თქვენი პერსონალური მონაცემები. ჩვენ ასევე პასუხს გავცემთ შეკითხვებს, მათ შორის, რატომ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, თქვენი მონაცმების დეტალები და ვის მივეცით წვდომა თქვენს მონაცემებზე. თუმცა, ეს არ არის აბსოლუტური უფლება და სხვა ინდივიდების ინტერესებმა შესაძლოა შესღუდოს თქვენი უფლება წვდომაზე.
  2. შესწორების შეტანის უფლება: ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მოთხოვნის შესახებისად, შესწორება შევიტანოთ არაზუსტ პერსონალურ მონაცემებში, ან სრულყოფილად შევავსოთ არასრულად შევსებული პერსონალური მონაცემები.
  3. წაშლის უფლება (უფლება იყო დავიწყებული): რიგ გარემოებებში მოგვეთხოვება წავშალოთ პერსონალური მონაცემები პიროვნების მოთხოვნის საფუძველზე.
  4. დამუშავების შეზღუდვის უფლება: რიგ გარემოებებში მოგვეთხოვება შევზღუდოთ ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემების გამოყენება პიროვნების მოთხოვნის საფუძველზე. ასეთ შემთხვევებში, ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მონაცემები მხოლოდ კანონით დაწესებული შეზღუდული მიზნებისთვის.
  5. მონაცემთა პორტაბელურობის უფლება: რიგ შემთხვევებში, შესაძლოა მოგეცეთ თქვენი იმ პერსონალური მონაცემების მიღების უფლება, რომელზეც ჩვენ გვაქვს წვდომა, სტრუქტურირებულ, ფართოდ გამოყენებად და მანქანით წაკითხვად ფორმატში. ასეთ პირებს შესაძლოა ასევე ჰქონდეთ უფლება ეს მონაცემები გადასცენ სხვა უწყებას ჩვენგან ხელის შეშლის გარეშე.
  6. შეწინააღმდეგების უფლება: 

თქვენ გაქვთ უფლება შეეწინააღმდეგოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენთან დაკავშირებული ნებისმიერი მიზეზის გამო. ამ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა ვერ მოვახდინოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება. თუ თქვენ გაქვთ შეწინააღმდეგების უფლება და თქვენ მიერ მისი გამოყენება გამართლებულია, თქვენი პერსონალური მონაცემები აღარ დამუშავდება. ამ უფლების განხორციელება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.

  1. საჩივრის უფლება: თქვენ გაქვთ უფლება საჩივარი შეიტანოთ შესაბამის სამეთვალყურეო ორგანოში თქვენს მუდმივი რეზიდენციის წევრ ქვეყანაში GDPR-ის შესაძლო დარღვევის შესახებ. თუკი თქვენ ცხოვრობთ საქართველოში, ამ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, მისამართი : საქართველო, თბილისი, ნ. ვაჩნაძის #7, 0105, საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: (+995 32) 242 1000 E-mail: office@pdp.ge

 

  1.    როგორ დაგვიკავშირდეთ?

ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, ან გიპასუხოთ ზემოთ აღწერილი უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენ, ან ჩვენი პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს ელ-ფოსტის საშუალებით : info@ford.com.ge

 

 

[1] ტესტი, რომლის დროსაც საპირისპირო უფლებებს ან ინტერესებს ენიჭებათ მნიშვნელობის გარკვეული დონე, ან ხარისხი და სასამართლოს გადაწყვეტილება განისაზღვრება იმით, თუ რომელი მიიჩნევა უფრო მნიშვნელოვნად.