სარგებლიანობა და ღირებულება

არნახული საბარგულის განყოფილება და მრავალი სხვა

Ford Transit–ს გააჩნია ხანგრძლივი შრომის შედეგად მოპოვებული დიდი შესაძლებლობების და პრაქტიკულობის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების რეპუტაცია. უახლეს Transit Custom–ს გააჩნია ანალოგიური თვისებები, დიზაინის მრავალი ორიგინალური, პრაქტიკული თავისებურებით, რომელიც დაგეხმარებათ უფრო მარტივად და ეფექტურად მუშაობაში – დაწყებული არნახული საბარგული განყოფილებიდან (ასევე მასთან არნახული წვდომიდან), უნიკალური, სახურავზე განთავსებული ინტეგრირებული საბარგულით. ასევე არანაკლებ მნიშნელოვანია ის, რომ ეს სატრანსპორტო საშუალება იძლევა შენახვის ხარჯების მინიმუმადე დაყვანის შესაძლებლობას, ამგვარად, ის დაგიზოგავთ სამუშაო დროს, გაგიწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას გრძელვადიან პერსპექტივაში.

  • დატვირთის მართვა

    უნიკალური ფართობი ტვირთებს შორის განთავსებისთვის

    Transit Custom–ს გააჩნია უნიკალური ფუნქცია, რომელიც შემუშავებულია მისი სატვირთო სივრცის გასაზრდელად. მაქსიმალური სიმაღლის და მაქსიმალური სიგანის ტიხარი გამოყოფს სატვირთო ფართობს მგზავრების კაბინისგან, ტიხარს იატაკის სიმაღლეზე გააჩნია გადასახსნელი პანელი. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩატვირთოთ 3 მეტრამდე სიგრძის ტვირთი უკანა კარებიდან, მგზავრების სავარძლების ქვეშ განთავსებულ შენახვის გაფართოებულ არეში, მოკლე ბორბლების ბაზის შემთხვევაშიც კი. ეს გონივრული ფუნქცია საშუალებას მოგცემთ შეინახოთ ფასეული მასალები ავტომობილის სალონში და არ გამოფინოთ იგი სახურავზე.


    სახურავზე განთავსებული ინტეგრირებული საბარგული აუმჯობესებს კომფორტს, ეკონომიას და გამორიცხავს ხმაურს

    უნიკალური, ინოვაციური სახურავის საბარგული მარტივად იკეცება, როდესაც არ არის მისი გამოყენების საჭიროება. იგი თავიდან აგაცილებთ ხრახნების დამაგრებას და ტრადიციული სამაგრის მონტაჟს, გაძლევთ საშუალებას დაამაგროთ 2 მეტრამდე ნებადართული სიგრძის ერთეულები (გარდა 3,300 კგ საერთო მასის მოდელის ავტოსატრანსპორტო საშუალებისა). ის ასევე დაგიზოგავთ საწვავს მცირე წინააღმდეგობის ხარჯზე და მოგცემთ წყნარად ტარების საშუალებას შემხვედრი ქარის ნაკლები ნაკადით.


    წარმოუდგენელი საბარგული და მასთან წვდომა

    Transit Custom–ის საბარგული სამივე განზომილებაში ახდენს შთაბეჭდილებას: სატვირთო სიგრძე, სიგანე (ბორბლის თაღიდან ბორბლის თაღამდე) და შიდა სივრცის სასარგებლო სიმაღლე. შედეგად, მასში თავისუფლად არის შესაძლებელი სტანდარტული 8' x 4' ზომის პლიტების, ფიცრების გადატანა, რომლებიც დამაგრდება გვერდებზე ან იატაკზე, სამი ევრო–ქვეში და – თავისი უნიკალური, ტვირთებს შორის განთავსების შესაძლებლობის დახმარებით, 3 მეტრამდე სიგრძის ტვირთი. საერთო ჯამში, ფურგონი უზრუნველყოფს ექვს კუბურ მეტრ სატვირთო სივრცეს დასამაგრებელი ტიხრით – და ეს მხოლოდ მოკლე ბორბლების ბაზის (L1) ვერსიაში. გრძელი ბორბლების ბაზის (L2) ვერსიაში შემოთავაზებულია 6.8 კუბური მეტრი სატვირთო სივრცე. ასევე აღსანიშნავია საბარგულთან წვდომა, ვინაიდან Transit Custom–ს გააჩნია გვერდითი ჩატვირთვის კარის ყველაზე ფართო ღიობი ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის, გახსნის დიდ სიმაღლე და უკანა წვდომის მაქსიმალურად დაბალი საფეხური. გასაწევ კარებებს აგრეთვე გააჩნიათ შემოწმების ახალი მექანიზმი, რომელიც უსაფრთხოდ ამაგრებს მათ ჩატვირთვის დროს.


    სპეციალურად შემუშავებული დაცვა თქვენი სატვირთო იატაკისთვის

    დამატებითი შესაძლებლობების პაკეტში შემავალი სატვირთო იატაკი ნიშნავს იმას, რომ თქვენ აღარ დაგჭირდებათ საკუთარი საფარის მონტაჟი. ამ დიდი დატვირთვის ამტან იატაკზე მარტივია ტვირთის განთავსება და ამოღება, აადვილებს გაწმენდა/გასუფთავებას და დაგეხმარებათ თქვენი ფურგონის ნარჩენი ღირებულების შენარჩუნებაში.


    უკეთესი განათება მარტივი, უსაფრთხო ჩატვირთვისთვის

    დამატებითი შესაძლებლობების პაკეტში შემავალი სუპერ–მანათობელი, ენერგიის დამზოგავი შუქდიოდის ნათურები საბარგულისთვის შეუფასებელია ცუდ განათებაში. ეს არის კიდევ ერთი მარტივი, მაგრამ პრაქტიკული სიახლე.


    უფრო პრაქტიკული და უსაფრთხო ტვირთის სამაგრები

    სამაგრი წერტილები ჩვეულებრივ იატაკზეა განთავსებული. მაგრამ მათთან წვდომა ძნელია მაშინ, როდესაც თქვენ ცდილობთ ტვირთის დამაგრებას. Transit Custom–ში ტვირთის სამაგრი წერტილები მოთავსებულია იატაკის ოდნავ ზემოთ, საბარგულის გვერდითა კედელზე. აღნიშნულის შედეგად იატაკი სუფთა რჩება, წვდომა მარტივდება, აღმოიფხვრება ჭუჭყის დაგროვების ალბათობა. დამატებითი სამაგრი წერტილები განთავსებულია მხრების და წელის სიმაღლეზე, და ჩაშენებულია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციაში, თითოეულზე შესაძლებელია 30 კგ ტვირთის განთავსება.



  • შენახვის ხარჯები

    წარმოუდგენელი ინტერვალები ტექ მომსახურებებს შორის

    Transit Custom'–ის მოწინავე დიზელის ძრავა Duratorq ძალზე ეკონომიური, გამძლე და სანდოა. ნორმალურ ცვეთას დაქვემდებარებული დეტალები ასევე შემუშავებულია უფრო ხანგრძლივი გამოყენებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ინტერვალი ტექმომსახურებებს შორის შეადგენს 30,000 მილს ან ორ წელიწადს*.


    სიმშვიდე ანტიპერფორაციულ გარანტიასთან ერთად

    Transit Custom–ი დაცულია ხანგრძლივი, 12–წლიანი ანტიპერფორაციული გარანტიით.

Bookmark & Share