მწარმოებლურობა და ეფექტურობა

მწარმოებლურობა, ეკონომიურობა და მსუბუქი ავტომობილის მსგავსი მანევრირება


Transit Custom–ი აღჭურვილია დიზელის მოწინავე ძრავით, რომელსაც შეუძლია შემოგთავაზოთ წარმადობის და ეფექტურობის სრულყოფილი კომბინაცია. კაპოტის ქვეშ გამომუშავებული ენერგიის შესაბამის მართვად ამძრავში გადასაყვანად არ დაზოგილა ძალისხმევა სათანადო შედეგის მისაღებად. მრავალრიცხოვანი ECOnetic ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ ფურგონის მიერ საწვავის მაქსიმალურად ეკონომიურად გამოყენებას, CO2–ის მინიმალური ოდენობის გამოყოფით. მაქსიმალური ეფექტურობისთვის არსებობს ECOnetic –ტიპის მოდელები მოკლე (L1) ან გრძელი (L2) ბორბლების ბაზით და 2700კგ, 2900კგ ან 3100კგ საერთო მასით (Gross Vehicle Mass).

  • სიმძლავრე

    უახლესი Transit Custom საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ თქვენთვის მისაღები სიმძლავრე და საწვავის ეკონომიის სათანადო დონე. დარწმუნებული იყავით, რომ ეს იქნება თქვენი სამუშაოსთვის იდეალური კომბინაცია.

    დიზელის საწვავის მძლავრი, ეკონომიური ძრავა

    ford

    Transit Custom იწარმოება მოწინავე ეკონომიური 2.2 ლიტრი ტევადობის Duratorq TDCi დიზელის ძრავით, ექვსი სიჩქარის მქონე ხელის
    ტრანსმისიით და წინა ბორბლების ამძრავით.

    არჩევანის შესაბამისად, მას გააჩნია სიმძლავრის სამი დონე:: 100 PS/310 Nm, 125 PS/350 Nm ან 155 PS/385 Nm. რომელ სიმძლავრეზეც არ შეაჩერებთ არჩევანს, ტორსიონი და ტორსიონის მიწოდება გაუმჯობესებულია, ამგვარად სატრანსპორტო საშუალებას გააჩნია საკმარისი სიმძლავრე დატვირთულობის მიუხედავად – ადგილიდან დაძვრის მომენტშიც კი.

    Ford ECOnetic ტექნოლოგიებთან კომბინაციაში ძრავა ამცირებს შენახვის ხარჯებს, ფურგონის უარყოფით გავლენას გარემოზე და შეესაბამება გამონაბოლქვის შესახებ Euro Stage V–ის ნორმატივებს.

  • ეკონომია

    Transit Custom აღწევს საწვავის წარმოუდგენელ ეკონომიას. ECOnetic–მოდელი მოიხმარს 6.1ლ/100კმ და გამოყოფს 162გრ/კმ/ CO2–ს*. ისევე როგორც თვით ეკონომიური ძრავა, ECOnetic ტექნოლოგიების დიაპაზონი გაერთიანდა აღნიშნული გამაოგნებელი ციფრის მისაღწევად.

    მოიხმარს ნაკლებ საწვავს ავტომატური გაშვების (Auto-Start-Stop) დახმარებით

    ford

    როდესაც თქვენი ფურგონი არ მოძრაობს, მაგალითად, შუქნიშანზე ან რიგში, ეს არჩევითი ტექნოლოგია ავტომატურად თიშავს ძრავას (ამავე დროს კვლავ აწვდის ენერგიას პირველი საჭიროების საშუალებებს, როგორიცაა კონდიციონერი და რადიო) და შემდეგ ისევ ჩართავს მას, როდესაც მზად ხართ დაძვრისთვის. სისტემა უკიდურესად ეფექტურია, თუკი დროის უმეტეს ნაწილს ქალაქში მოძრაობთ, სადაც შეძლებთ 10% –ზე მეტი საწვავის დაზოგვას (ქალაქის ციკლი).


    თქვენი აკუმულატორის დატენვის უფრო გონივრული ხერხი

    ford

    ჩვეულებრივი სისტემებისგან განსხვავებით, რეგენერაციული დამტენი Smart Regenerative Charging დაგიტენით აკუმულატორს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და შეძლებისდაგვარად არიდებს თავს მაშინ, როდესაც აჭერთ აქსელერატორზე. ეს საშუალებას იძლევა დაზოგოთ მეტი საწვავი და კიდევ უფრო შეამციროთ გამონაბოლქვი.



    აქსელერატორის რეგულატორი გეხმარებათ უფრო ეკონომიურ ტარებაში

    ford

    მართვის ეს ინოვაციური ვარიანტი აკონტროლებს Transit Custom–ის აქსელერაციას ცარიელი ან ნაწილობრივად დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაბამისად. შედეგად, თქვენ უნდა მოელოდეთ, რომ დაზოგავთ საწვავს 15% –მდე, რაც დამოკიდებულია თქვენი ჩვეული ტარების წესზე. ტექნოლოგია, სხვა უპირატესობებთან ერთად, იძლევა ძრავის, მუხრუჭების და საბურავების ცვეთის შემცირების საშუალებას.


    გადართვის ინდიკატორი საწვავ–ეფექტური გადართვის გადამცემისთვის

    ford

    ხელსაწყოთა პანელზე ანთებული შუქი მიგითითებთ, როდის უნდა შეცვალოთ სიჩქარე საწვავის მაქსიმალური ეკონომიისთვის. ეს არის მარტივი, მაგრამ ეფექტური გზა ეკონომიის მისაღწევად მგზავრობის დროს.


Bookmark & Share