მართვის გამოცდილება

ნაკლებად დაძაბული, შეთანხმებული სამუშაო დღე

Transit Custom–ის ტექნოლოგია იძლევა სამუშაო დღის სტრესის ნაწილობრივად შემსუბუქების საშუალებას, რასაც ის მარტივად აღწევს ნაკლებად დაძაბული – განსაკუთრებით ქალაქის რაიონებში, ტარების საშუალებით. ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად კაბინა ასრულებს მობილური ოფისის ფუნქციას, რომელსაც გააჩნია უამრავი მოსახერხებელი შესანახი ადგილი და იდეალური გასაშლელი მაგიდა ლეპტოპისთვის. ხოლო Ford SYNC–ის ხმოვანი მართვის ფუნქცია გაძლევთ დაკავშირების (მობილური ტელეფონი) და გართობის საშუალებას ისე, რომ არ გქონდეთ დაკავებული ხელები. სრულად რეგულირდება მძღოლის სავარძელიც და ახალი საჭე, რაც გაძლევთ იდეალური, ტარების ყველაზე მოხერხებული მდგომარეობის მოძებნის საშუალებას.

  • მართვის ტექნოლოგია

    Transit Custom–ს გააჩნია რიგი დამატებითი ფუნქციები, რომელიც შემუშავებულია ტარების მაქსიმალურად გამარტივებისთვის.

    ადვილი რევერსირება უკანა ხედვის კამერის საშუალებით

    ford

    ბოძები, ბუნკერები, დაბალი კედლები... უკანა ხედვის კამერა გიჩვენებთ უკანა ხედვის სარკეში ჩამონტაჟებულ ეკრანზე ყველაფერს, რაც თქვენს უკან მდებარეობს. აღნიშნული გეხმარებათ არა მარტო იმის დანახვაში, რაც შესაძლოა გამოგრჩათ, არამედ ავტომობილის დაყენებაში, ვირტუალური ხაზების საშუალებით, რომლებიც აჩვენებენ გზას უმცირესი ფართისკენ. დამატებითი კომფორტისთვის ის ავტომატურად აქტიურდება უკანა სვლის არჩევისას. უკანა ხედვის კამერა შედის „მოძრაობის რიგის შეცვლის შეტყობინების სისტემის" (Lane Keeping Alert) პაკეტში (იხ. გვერდი „წესრიგი და უსაფრთხოება").


    სენსორები, რომლებიც აადვილებენ მანქანის დაყენებას

    ford

    პარკინგის მანძილის სენსორები (დამკვეთის სურვილით) საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ მანძილი თქვენს ავტომობილსა და წინააღმდეგობებს შორის, რომლებიც თქვენს წინ ან უკან მდებარეობენ. ობიექტის აღმოჩენისას ისინი ააქტიურებენ ხმოვან გაფრთხილებას, რომელიც მასთან მიახლოებისას ძლიერდება. აღნიშნული ფუნქცია შემუშავებულია იმისათვის, რომ უფრო თავდაჯერებულად დააყენოთ მანქანა.


    ადვილი მანევრირება ღამით

    ford

    ღამით, როდესაც აუცილებელია მკვეთრი მოხვევა, Transit Custom გეხმარებათ მოხვევის მაშუქის ახალი ფუნქციით (დამკვეთის სურვილით). ის აქტიურდება 30 კმ–ზე ნაკლებ სიჩქარეზე, საჭის მოტრიალებისას ან მოხვევის მაშუქების მუშაობისას. მოხვევის მაშუქი, რომელიც მოთავსებულია ფარის ზედა ნაწილში, ავტომატურად ირთვება გზის სათანადო მხარის გასანათებლად, რაც გეხმარებათ გზის უკეთ დანახვაში. ამგვარად, იოლდება მანევრირება.


    ნაკლებად მომქანცველი, მეტად ეკონომიური მოგზაურობა

    ford

    სიჩქარის ავტომატური რეგულირების სისტემა (Cruise Control ) სიჩქარის რეგულირებად შემზღუდველთან ერთად (Adjustable Speed Limiter) ხელს უწყობს თქვენს ფურგონს შეინარჩუნოს თქვენს მიერ წინასწარ შერჩეული სიჩქარე. ეს დაგიზოგავთ საწვავს, მინიმუმამდე დაიყვანს სიჩქარის გადაჭარბებას და სიჩქარის ავტომატური რეგულირების ყველა სისტემის მსგავსად შეგინარჩუნებთ მოცემულ სიჩქარეს ისე, რომ თქვენ აღარ დაგჭირდებათ მუდმივად ფიქრი ამაზე.

  • კომფორტი მოხერხებულობა

    დახვეწილი დიზაინი, ოსტატურად შესრულებული ინტერიერი და მოწინავე ტექნოლოგიები გაერთიანდა იმისათვის, რომ ავტომობილის ექსპლუატაციის პერიოდი კიდევ უფრო კომფორტული, მოსახერხებელი და ურთიერთდაკავშირებული გამხდარიყო ავტომანქანა Transit Custom–ის მძღოლისთვის.


    Ford SYNC. ხმოვანი კავშირის მოწინავე ტექნოლოგია

    Ford SYNC –ხმოვანი მართვის საშუალებით შეგიძლიათ მართოთ თქვენი მუსიკა. თქვენ ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ და მიიღოთ სატელეფონო ზარები მობილურ ტელეფონზე, ხელის დაუკარებლად, მარტივი, მოხერხებული ხმოვანი ბრძანებების საშუალებით. მაგალითად, თუ უბრალოდ იტყვით „სახლში დარეკვა" ("Call home"), სისტემა აკრეფს თქვენი ბინის ტელეფონს (თუკი „სახლი" შეტანილია თქვენი მობილური ტელეფონის კონტაქტების სიაში). გარდა ამისა, მას ასევე შეუძლია ხმამაღლა წაიკითხოს თქვენს მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი ტექსტური შეტყობინებები.*

    SYNC ასევე იძლევა მუსიკის გაშვების საშუალებას USB ან MP3/iPod–დან, ან მუსიკის ჩართვას თქვენს მობილურ ტელეფონზე, ანალოგიური მარტივი ხმოვანი ბრძანებების საშუალებით. ასე რომ, შეგიძლიათ მუდმივად აკონტროლოთ საჭე და გზა. მეორე მნიშნელოვანი კონსტრუქციული ფუნქცია – სასწრაფო დახმარება. იმ პირობით, რომ თქვენი მობილური ტელეფონი მიერთებულია SYNC–თან, ამ ტექნოლოგიას შეუძლია უკანასკნელის გამოყენება ავარიული სამსახურების გამოძახებისთვის იმ შემთხვევაში, თუ იგი აღმოაჩენს, რომ ავარიაში მოხვდით.


    ახალი, უფრო კომფორტული წინა სავარძლები

    მძღოლის სავარძელი მთლიანად რეგულირდება, ისევე როგორც საჭე, რათა შეძლოთ თქვენთვის იდეალური მართვის პოზიციის შერჩევა. მას ასევე აქვს ჩაშენებული საიდაყვე, ხოლო ზურგის რეგულირებადი დამჭერი და სავარძლის გათბობა დამატებითი შესაძლებლობებია. მართლაც, სატვირთო მანქანის სანდო სტანდარტების პირობებში სავარძლები უზრუნველყოფენ ისეთივე მაქსიმალურ კომფორტს, როგორც მსუბუქი ავტომობილები. შესაბამისად, მნიშვნელობა არა აქვს, იყენებთ თუ არა თქვენს ფურგონს შორეული დისტანციებისთვის თუ ხანმოკლე ხშირი მგზავრობისთვის, თქვენ ისიამოვნებთ მშვიდი დღით ოფისის სკამზე.


    ყველაფერი, რაც გზაში მუშაობისთვის გჭირდებათ

    Transit Custom–ის კაბინას გააჩნია საკმარისი ფუნქციები იმისათვის, რომ ხელი შეგიწყოთ მუშაობაში. მაგალითისთვის, თუ თქვენ აირჩევთ წინა მგზავრის ორმაგ სავარძელს, ცენტრალური სავარძელი აღჭურვილი იქნება გასაშლელი მაგიდით, რომელიც საკმარისად დიდი იქნება ლეპტოპისთვის ან საქაღალდე–პლანშეტისთვის. თქვენ ასევე ისარგებლებთ განსაცვიფრებელი შესანახი ფართით. შესანახი ფართის დაფარული არე, რომელიც მოთავსებულია წინა მგზავრის ორმაგი სავარძლის ქვეშ, სადაც შესაძლებელია 93 ლიტრის მოთავსება; დაფარული განყოფილება თქვენი მობილური ტელეფონის ან MP3/iPod–ის ინსტრუმენტების პანელზე (12–ვოლტიანი ჩამრთველის ჩათვლით); ნივთების სათავსი („ბარდაჩოკი"), რომელშიც შეგიძლიათ მოათავსოთ A4 ზომის საქაღალდეები; და რასაკვირველია, ბოთლის და ჭიქის რამდენიმე მოსახერხებელი დამჭერი.


    იმდენი გართობა, რამდენიც გნებავთ

    ხელმისაწვდომია მანქანის უახლესი გასართობი და საინფორმაციო მოწყობილობა, DAB–რადიო, CD, USB–პორტი, მულტიფუნქციური დისპლეი, ნავიგაცია მთელი ევროპის მასშტაბით, უკანა ხედვის კამერა, Ford SYNC და დინამიკების რთული მოწყობილობა.


    მწმენდავები, რომლებიც ავტომატურად ერგება წვიმას

    წვიმაზე მგრძნობიარე მწმენდავები ავტომატურად იწყებენ მოქმედებას, როგორც კი აღმოაჩენენ სინოტივეს საქარე მინაზე, შემდეგ არეგულირებენ თავიანთ სიჩქარეს ნებისმიერი ამინდის შესაბამისად. თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ მგრძნობელობის ექვსი დონიდან სასურველი, ისინი განსაზღვრავენ, თუ რამდენი ტენი გამოიყოფა მანამდე, ვიდრე მას მწმენდავები აიღებენ. წვიმაზე მგრძნობიარე მწმენდავები ხელმისაწვდომია ავტოფარების ოპციის სახით (იხ.ქვემოთ).


    ფარები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად ირთვება

    Transit Custom აღჭურვილია სენსორებით, რომლებსაც შეუძლიათ შუქის კლების დადგენა და ავტოფარების ჩართვა, რაც აადვილებს მანქანის ტარებას ბინდში. ისინი აგრეთვე ავტომატურად ირთვება გვირაბში შესვლისას. ავტოფარები ხელმისაწვდომია წვიმაზე მგრძნობიარე მწმენდავების დამატებით შესაძლებლობების პაკეტში (იხ.ზემოთ).


    საქარე მინა გამლღვობით „Quickclear" გვანთავისუფლებს გადაფხეკისგან

    უბრალოდ დააჭირეთ თითი ღილაკს და ინტრეგრირებული გამათბობელი ელემენტები სწრაფად გაწმენდენ ყინულს ან თოვლს, და თქვენ აღარ მოგიწევთ ამის გაკეთება (დამატებითი შესაძლებლობების პაკეტი).


    საწვავის მარტივი ჩასხმა Ford–ის ავტომანქანაში, არაკვალიფიცირებული მომსახურებისგან დაცული საწვავის შევსების სისტემა Easy-Fuel

    აღნიშნული სისტემა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის არასათანადო საწვავის ჩასხმას თქვენს ფურგონში, ვინაიდან შეუსაბამო მილი უბრალოდ არ მიუერთდება მას. ხოლო ვინაიდან Ford–ის Easy-Fuel სისტემა საცმის გარეშეა, თქვენ არასდროს მოგიწევთ საწვავის ჭუჭყიან საცმთან შეხება.


    უკანა ხედვის სარკეები, რომლებიც საფრთხის მოახლოებისას იკეცება

    დამატებითი შესაძლებლობების პაკეტში შემავალი ელექტრონული კვების სარკეები ღილაკზე დაჭერისას შიგნით იწევა, შემთხვევითი დაზიანებების თავიდან ასაცილებლად. ისინი თბება, რათა უზრუნველყონ ზუსტი ხედვა ყინვაში, აღჭურვილია მოხვევის გვერდითი მიმთითებლებით (ინდიკატორებით).


    ავტომატური შორი განათების შუქი. გეხმარებათ უკეთ დანახვაში, სხვა მძღოლებისთვის თვალის მოჭრის გარეშე

    საჭირო დახმარება ღამით ტარებისას, Auto High Beam დროებით ხრის შორი ნათების შუქს შემხვედრი მოძრაობის ან წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების აღმოჩენისას, რითაც თავიდან იცილებს სხვა მძღოლებისთვის თვალის მოჭრას. შემდეგ ის ავტომატურად უბრუნდება შორ განათებას და გაძლევთ მაქსიმალური ხილვადობის საშუალებას. Auto High Beam შესულია მოძრაობის რიგის შეცვლის შეტყობინების სისტემის (Lane Keeping Alert) დამატებითი შესაძლებლობების პაკეტში.

  • მართვა

    Transit Custom–ში შერწყმულია ტარების შესანიშნავი სიმსუბუქე და მართვადობა, საჭის მართვის სიზუსტე, მაღალი სტაბილურობა და მდგრადობა დატვირთვის ყველა დონეზე. ფაქტია, რომ აღნიშნული ავტომანქანა გთავაზობთ Ford–ის ავტომობილებისთვის დამახასიათებელ მანქანის მართვის სიამოვნებას.


    მართვადი ავტომობილი შესანიშნავად დარეგულირებული შასით

    ზედმიწევნით დარეგულირებული, წინა და უკანა ღერძებში ჩამაგრებული შასი მდგრადობის და კონტროლის შესანიშნავ დონეს იძლევა. მისი უპირატესობაა ოპტიმიზირებული, ზედმიწევნით კარგად ჩამაგრებული კონსტრუქცია.


    მაქსიმალური მოჭიდება მეტი კონტროლის მიზნით

    მბრუნავი მომენტის ვექტორიზაციის კონტროლი (Torque Vectoring Control) გზის საფარზე წამში 100–ჯერ რეაგირებს. (რაც33–ჯერ აღემატება თვალის დახამხამებას). ამ ინფორმაციის გამოყენებით ის აბალანსებს თითოეულ წინა საბურავზე მიწოდებულ სიმძლავრეს. აღნიშნული ახდენს წატაცების მაქსიმიზაციას და ეხმარება ავტომანქანის მართვას, მოხვევას და უსწორმასწორო ადგილებზე გადაადგილებას.



Bookmark & Share