წარმოგიდგენთ FORD TRANSIT CUSTOM

უახლესი Transit Custom – ეფექტურობის და სატვირთო სივრცის ეტალონი, რომელიც გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენს კლიენტებზე და აუმჯობესებს თქვენს პროდუქტიულობას. ამგვარად, ის სავსებით იმსახურებს პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოს: „წლის საუკეთესო ფურგონი".

ეს ავტომობილი შემუშავებულია იმისთვის, რათა თითოეული მგზავრი დაიცვას. თქვენ თავს იგრძნობთ მშვიდად, რადგან მან მიიღო Euro NCAP -ის უსაფრთხოების 5 ვარსკვლავი. მისი ორი ინოვაციური ტექნოლოგიების, Lane Keeping Alert და Ford SYNC® სასწრაფო დახმარების ფუნქციასთან ერთად. ასევე მიიღო Euro NCAP დამატები ჯილდოები ტექნოლოგიებისთვის.

Transit Custom, რომელიც ჩვენს უახლეს Transit ხაზში საშუალო ზომის მოდელს წარმოადგენს, გამოირჩევა საწვავის წარმოუდგენელი ეკონომიით, რაც უმთავრესად საწვავის დამზოგავი ისეთი ECOnetic ტექნოლოგიების დამსახურებაა, როგორიცაა Auto-Start-Stop და Smart Regenerative Charging. მისი კომფორტული, გამძლე ინტერიერი გაგიმარტივებთ ყოველდღიურ სამუშაო პროცესს – განსაკუთრებით ეს ეხება მძღოლის კაბინას, რომელიც ფუნქციონირებს მობილური ოფისის სახით. გამორჩეულია სატვირთო სივრცეც. მნიშვნელობა არა აქვს, რომელ მანქანაზე შეაჩერებთ არჩევანს – ფურგონზე, ფურგონზე ორმაგი კაბინით, Kombi–ზე ან Kombi Van–ზე, დარწმუნებული იყავით, რომ ის აღჭურვილია მოწინავე ტექნოლოგიებით, რომელშიც შედის Ford SYNC–ის ხმოვანი მართვის ფუნქცია და MP3/iPod–სა და ტელეფონის მაკავშირებელი სისტემა.

Bookmark & Share