უსაფრთხოება და დაცვა

უსაფრთხოება და დაცვა, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ

Transit Courier-ში გაერთიანებულია მრავალი გონიერი ტექნოლოგია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაგიცვათ თქვენ, თქვენი მგზავრები და ტვირთი. მაგალითად, ტექნოლოგიებს შუძლიათ შეამცირონ მოცურება სველ და ყინვიან ამინდში, გაზარდოს დამუხრუჭების ძალა, გაგიწიონ დახმარება სასწრაფო დახმარების სამსახურში დარეკვაში და გაამარტივონ აღმართზე მოძრაობა. აგრეთვე სისტემები გაძლევენ კარების ინდივიდუალურად დაკეტვის და გაღების შესაძლებლობას; სიგნალიზაცია მოძრაობის დეტექტორებთან ერთად, რომლებიც იცავენ ყველაფერს, რის გადაზიდვასაც ახორციელებთ და შეუძლიათ სიგნალიზაციის ჩართვა იმ შემთხვევაშიც, როცა აკუმულატორი გამორთულია.

  • მძღოლის მხარდაჭრა

    მძღოლის მხარდამჭერი ტექნოლოგიების ჩამონათვლებს შეუძლიათ ბევრად გაამარტოვონ ცხოვრება, შუძლიათ რეაგირება მოახდინონ ავარიის შემთხვევაში და დახმარება გაგიწიონ მათ პრევენციაში. Ford SYNC საგანგებო შმთხვევებში დახმარება: მას შეუძლია გაგიწიოთ დახმარება Ford SYNC-ის მნიშვნელოვან და სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო ნაწილს წარმოადგენს საგანგებო შემთხვევებში დახმარება. ავარიის შემთხვევაში, როცა აირბაგები გამოყენებულია და საწვავის ავზი დეაქტივირებულია, ტექნოლოგიას შეუძლია პირდაპირ დარეკოს საავარიო სამსახურში, ხოლო სისტემა განახორციელებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას, როგორიცაა თქვენი GPS კოორდინატები, მაშინაც კი, როცა გონება დაკარგული გაქვთ.*

    ford

    *Ford Emergency Assistance მუშაობს 30 ევროპულ ქვეყანაში, როცა დაწყვილებულია შეთავსებად მობილურ ტელეფონთან, რომელიც თან გაქვთ აირბაგის გახსნისას (მუხლის აირბაგის გარდა) ან როცა შეჯახების მარეგისტრირებელი სენსორი მოახდენს საწვავის ავზის დეაქტივაციას.



    დამატებითი კონტროლი აღმართზე მართვისას
    fordაღმართზე მართვის დამხმარე სისტემა დროებით ხელს უშლის უკან ან წინ დაგორებას, როცა იწყებთ აღმართზე ასვლას. სისტემა მუშაობს შემდეგი სახით: ის ინარჩუნებს სამუხრუჭე სისტემაზე ზეწოლას დამატებით 2.5 წამის განმავლობაში და უზრუნველყოფს მეტ დროს და კონტროლს, როცა ფეხი სამუხრუჭე პედალიდან აქსელეტორზე გადაგაქვთ. ის გამოგადგებათ, როცა ამუხრუჭებთ და ქოქავთ სრიალა ზედაპირზე.



    მაქსიმალური მოჭიდება მინიმალური ძალისხმევით

    ford

    მოწინავე ბუქსირების საწინააღმდეგო სისტემა (TCS) ამცირებს წამყვანი თვლების ბუქსირებას და გაძლევთ მოჭიდების, მუშაობის და სტაბილურობის საუკეთესო შესაძლებლობას, როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ. სისტემა მუდმივად აკონტროლებს და არეგულირებს ავტომობილის ცალკეული თვლებისთვის გადაცემულ ძალას, რაც უზრუნვეყოფს მაქსიმალურ კონტაქტს და მოჭიდებას აჩქარებისას.



    გაფრთხილებთ, როცა საბურავები კარგავენ წნევას

    ford

    მნიშვნელოვანია, რომ საბურავებში იყოს სათანადო წნევა, რაც დაგეხმარებათ საწვავის ეკონომიაში, დაიცავს საბურავებს და უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთოებას. საბურავებში წნევის კონტროლის სისტემა მუდმვ კონტროლს უწევს თითოეულ საბურავს და გაგაფრთხილებთ პრობლემის შესახებ. ასე რომ თქვენ შეძლებთ გადასვლას, საბურავის ხელახლა დატუმბვას ან მის გამოცვლას.

  • უსაფრთხოება

    Ford მუდამ მოწინავე იყო ინოვაციური უსაფრთხოების ელემენტებსა და ტექნოლოგიების განვითარებაში. თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ მრავალი მათგანი, რომელიც ჩაშენებულია Transit Courier-ში და იცავენ თქვენს უსაფრთხოებას, როცა საჭესთან ხართ.


    თავდაჯერებულობა რთულ პირობებშიც კი

    ford

    ელექტრონული მდგრადობის კონტროლი (ESC) აერთიანებს მთელ რიგ ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ უფრო მეტად აკონტროლოთ თქვენი ავტომობილი. სენსორები უწყვეტი სახით აკონტროლებენ თითოეული თვლის სიჩქარეს, აგრეთვე ავტომობილის მიმართულებას და მოხვევის კუთხეს. დაბრკოლებისთვის თავის არიდების მიზნით მარჯვნივ ან მარცხნივ მკვეთრი მოხვევისას ESC ზუსტად ახორციელებს დამუხრუჭების ძალის დაბალანსებას თითოეულ ბორბალს შორის და აგრეთვე შეუძლია ძრავიდან მიღებული ენერგიის შემცირება. ის ხელს უწყობს არასაკმარისი ან ზედმეტად მოხვევისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რაც თქვენს ავტომობილს უფრო სტაბილურს და ადვილად სამართავს ხდის. ESC და ბუქსირების საწინააღმდეგო სისტემას აგრეთვე შეუძლია შეამციროს ბორბლების ბუქსირების რისკი სველ და მოყინულ პირობებში.


    დამატებითი ძალა საგანგებო შემთხვევებში დამუხრუჭებისას

    ford

    ავარიული დამუხრუჭების დროს გამოყენებული დახმარების სისტემა (EBA) აუმჯობესებს საგანგებო შემთხვევებში დაუხრუჭების ეფექტურობას. სისტემა ადგენს თუ რა ძალა გამოიყენეთ დასამუხრუჭებლად და საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად ზრდის მას დამუხრუჭების მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად.



    გაფრთხილება, როცა სწრაფად ამუხრუჭებთ

    ford

    ავარიული სამუხრუჭე ფარების (EBL) სისტემა ანთებს ავარიულ სიგნალიზაციას, რათა გააფრთხილოს სხვა მძღოლები, როცა თქვენ ამუხრუჭებთ უცაბედად.




    ამოტრიალების რისკის შემცირება

    ford

    ამოტრიალების რისკის შემცირების სისტემა (ROM) აკონტროლებს თქვენს ფურგონს და ახორციელებს საშიში სიტუაციების იდენტიფიცირებას, რომლებმაც შიძლება გამოიწვიონ ავტომობილის ამოტრიალება. სისტემა იწვევს ESC-ს აქტივაციას, რომელიც აკონტროლებს სიჩქარეს და აღადგენს სტაბილურობას.




    თანამედროვე სისტემა უფრო კონტროლირებადი დამუხრუჭებისთვის

    ford

    ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭე სისტემა (ABS) და სამუხრუჭე ძალის გადანაწილების ელექტრონული სისტემა (EBD) უზრუნველყოფს კონტროლს ექსტრემალური დამუხრუჭბის სიტუაციებში.




    აირბაგების გაძლიერებული სისტემა

    fordTransit Courier ხელმისაწვდომია მძღოლის, მგზავრის, გვერდითა, შტორების (მხოლოდ კომბი) და მძღოლის მუხლის (მხოლოდ კომბის შემთხვევაში) აირბაგებთან ერთად. თანამედროვე სენსორები განთავსებულია ავტომობილის მნიშვნელოვან ნაწილებში, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწრაფი და კონტროლირებადი აქტივაცია.

  • დაცულობა

    დაცვის ყოვლისმომცველი სერიები გიცავთ თქვენ და თქვენს ტვირთს ქურდებისგან: ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვერ გადაგიწყვეტიათ, თუ სად გააჩეროთ ავტომობილი.


    თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, თუ რომელი კარი გააღოთ

    ford

    Transit Courier-ის სტანდარტულ ელემენტს წარმოადგენს ცენტრალური კარის დისტანციური ჩამკეტი. საკეტების ახალი სისტემა უფრო დაცულია ვიდრე ოდესმე. ეს იმიტომ, რომ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი კარის გაღება, ხოლო სხვა კარები ამდროს ჩაკეტილია, სანამ არ გადაწყეტთ მათ გაღებას.




    Two high-level alarm options

    fordდამატებითი პერიმეტრის სიგნალიზაცია იცავს თქვენს ავტომობილს ხმოვანი სიგნალის მეშვეობით იმ შემთხვევებისთის, თუ კარების და კაპოტის გაღება მოხდება იძულებით. უფრო მეტი დაცულობისთვის (და დაშინებისთვის) აირჩიეთ 1-ლი კატეგორიის Thatcham სიგნალიზაცია. ეს დახვეწილი სისტემა ავტომატურად ირთვება, როცა თქვენ ავტომობილს ჩაკეტავთ და ძლიერი სირენა ირთვება კაბინაში იძულებით შეჭრის მცდელობისას ან თუ მოძრაობის სენსორები დააფიქსირებენ მოძრაობას კაბინის შეგნით ან თუ მოხდება ნებისმიერი სახით ავტომობილის აწევა.


    დამატებითი, დამოუკიდებელი სარეზერვო სიგნალიზაცია

    აკუმულატორის სარეზერვო სიგნალიზაცია არის დამატებითი, მეორადი სიგნალიზაციის სისტემა, რომელიც ერთვის Thatcham-ის სიგნალიზაციის ოფციას. ის რთავს სირენას, როცა სიგნალიზაცია ირთვება, რადგან მას გააჩნია საკუთარი ჩაშენებული ენერგიის წყარო. მისი აქტივაცია ხდება მაშინაც კი, თუ ვინმე გამორთავს ავტომობილის ძირითად აკუმულატორს.

Bookmark & Share