ტექნოლოგიები

  • ტარების ტექნოლოგია

    ფურგონი, რომლის მართვაც გიყვართ

    შასის დახვეწილი დიზაინი, საჭით მართვის მოწინავე სისტემა და დინამიკა დაგეხმარებათ ისიამოვნოთ თითოეული იმ წუთით, რომელსაც Transit Courier-ის საჭესთან გაატარებთ. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები ტარებას უფრო უსაფრთხოს ხდის და ამარტივებს ცხოვრებას, ხოლო სხვა სისტემები კი უზრუნველყოფენ საწვავის ეკონომიის მაქსიმალურად გაზრდას. ყოველივე ამას დაამატეთ საუკეთესო მანევრულობა, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ პატარა ავტომობილებისგან და თქვენ ხელთ გაქვს საუკეთესო ფურგონი თქვენი ბიზნესისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ადგილობრივი სპეციფიკაციები შეიძლება განსხვავდებოდეს ზემოთ ნაჩვენები სურათისგან. მობილური მოწყობილობა არ შედის შემადგენლობაში.


    ტარების ტექნოლოგია

    მოწინავე ტექნოლოგიების მთელი სპექტრი, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული, აგრეთვე დამატებითი სახით, გაამარტივებს თითოეულ თქვენს სამუშაო დღეს, გახდის მათ უფრო პროდუქტიულს და ნაკლებად სტრესულს. ზოგიერთი მათგანი გიცავთ თქვენ და თქვენს ინვესტიციას: თქვენს ფურგონს.


    Ford SYNC. მოწინავე უკონტაქტო ტექნოლოგია

    ford

    Ford SYNC საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ თქვენი მუსიკა, დარეკოთ და მიიღოთ სატელეფონო ზარები თქვენს მობილურზე, რაც მარტივი ხმოვანი ბრძანებების მეშვეობით კეთდება. მაგალითად, თუ „სახლი" მითითებულია კონტაქტების სახით თქვენს კონტაქტების ჩამონათვალში თქვენს მობილურ ტელეფონში, თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ წარმოთქვათ შემდეგი ფრაზე „დარეკე სახლში" და სისტემა ავტომატურად აკრეფს ნომერს. ხმოვანი ბრძანებების გამოყენება შეგიძლიათ იმისთვის, რომ ჩართოთ მუსიკა USB-დან ან MP3/iPod®--დან ან გადმოქაჩოთ მუსიკა Bluetooth®-თან თავსებადი ტელეფონიდან. სისტემას აგრეთვე შეუძლია ხმამაღლა წაიკითხოს თქვენი შემომავალი შეტყობინებები. * Bluetooth® სავაჭრო ნიშანს და ლოგოებს ფლობს Bluetooth SIG, Inc და Ford Motor Company Limited-ის და მასთან დაკავშირებული კომპანიების მიერ ასეთი ნიშნების გამოყენება ხდება ლიცენზიის საფუძველზე. სხვა სავაჭრო ნიშნები და სახელწოდებები ეკუთვნის სხვა მფლობელებს.



    გამარტივებული უკუსვლა

    fordბოძები, ურნები, დაბალი კედლები… უკანა ხედვის კამერა ცენტრალურ კონსოლში განთავსებული ეკრანის მეშვეობით გაჩვენებთ ყველაფერს, რაც თქვენ უკანაა. კამერის აქტივაცია ავტომატურად ხდება უკუსვლის არჩევის შემთხვევაში. სისტემა აგრეთვე გაძლევთ ვირტუალურ მითითებებს, რომლებიც გეხმარებათ ყველაზე ვიწრო სივრცეში პარკირებაშიც კი.




    სენსორები, რომლებიც ხსნიან პარკირების სტრესს

    ford

    პარკირების მანძილის სენსორები გეხმარებათ ავტომობილსა და თქვენს უკან არსებულ დაბრკოლებას შორის მანძილის დადგენაში. როცა სენსორები საგანს აღმოაჩენენ ისინი გამოსცემენ ხმოვან სიგნალს, როელიც ძლიერდება, რაც უფრო უახლოვდებით ამ საგანს.




    ნაკლებად დამღლელი მართვა, უფრო ეკონომიური მგზავრობა

    fordკრუიზ კონტროლი სიჩქარის შემზღუდავი რეგულირებადი მოწყობილობის მეშვეობით უნარჩუნებს თქვენს ავტომობილს თქვენს მიერ შერჩეული სიჩქარის ზღვარს. გარდა იმისა, რომ მინიმუმამდე დაყავს თქვენს მიერ სიჩქარის გადაჭარბების შესაძლებლობა, აგრეთვე გეხმარებათ საწვავის დაზოგვაში. კრუიზ კონტროლი აგრეთვე გაძლევთ საშუალებას დააყენოთ სიჩქარე და შემდგომ ინარჩუნებს მას გრძელ მანძილზე მშვიდი მგზავრობის უზრუნველსაყოფად.

  • კომფორტი და მოხერხებულობა

    გონიერი და თანამედროვე დიზაინისა და ტექნოლოგიების კომბინირებით, რომლებიც თქვენს საჭიროებებს

    ემსახურება, ახალი Transit Courier არის ეფექტური ფურგონი და ამავდროულად ის არის პრაქტიკული დაკომფორტული ოფისი ბორბლებზე.


    უსაფრთო ადგილი თქვენი მოწყობილობებისთვის

    ford

    Device Dock შექმნილია იმისთვის, რომ დაიჭიროს თქვენი თანამგზავრული ნავიგატორი, სმარტფონი და MP3 და გააჩნია USB პორტი.





    მგრძნობიარე და დაცული საცავი

    ford

    როგორც ყველა კარგ სამუშაო ადგილს, თქვენს ფურგონში მრავლადაა გონივრული საცავი ადგილები. ღრმა ცენტრალურ კონსოლში არის სივრცე A4 ფაილებისთვის, ასე რომ ისინი მუდამ ხელთან ახლოსაა. დამატებითი დაცულობისთის, სავარძლის ქვეშ განთავსებულ საცავში შეგიძილიათ შეინახოთ ლეპტოპი. წინა კარების პანელზეც სივრცე გამოყენებულია ძალიან კარგად, თითოეულ კარზე განთავსებულია 1.5ლ და 20უნცია მოცულობის ბოთლების დამჭერი, ხოლო მგზავრის მხარეს კი განთავსებული მონეტების დამჭერი.


    კომფორტული მთელი წლის განმავლობაში

    ford

    ყივნიანი დილები, ზაფხულის ცხელი დღეები.... თქვენი ფურგონი მუდამ უზრუნველყოფს სასიამოვნო სამუშაო გარემოს. აირჩიეთ ტემპერატურის ელექტრონული, ავტომატური კონტროლი (EATC) და თქვენ შეძლებთ შეარჩიოთ ინტერიერის სასურველი ტემპერატურა, რომელიც გსურთ და სისტემა შეინარჩუნებს მას კონდიცირების მეშვეობით.



    გაწმინდეთ თქვენი საქარე მინა უფრო სწრაფად Quickclear-თან ერთად

    ford

    ეს გონიერი დეტალი შექმნილია იმისთვის, რომ ყინვიან დილას სწრაფად შეძლოთ ავტომობილით გასვლა. უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს თითი და ულტრა-თხელი ვარვარის ძაფები დაათბობენ სარკეს ისე, რომ ნისლი და ყინული მოშორდება საქარე მინას და აგრეთვე დაგეხმარებათ შუშის საწმენდების გალღვობაში. სისტემა მუშაობს წამებში, მაშინაც კი როცა გარეთ ყინავს.



    Ford Easy-Fuel, ავზის ავსების დაცული სისტემით

    ford

    ეს დეტალი თქვენს ავტომობილში არასწორი საწვავის ჩასხმას თითქმის შეუძლებელს ხდის, რადგან არასწორი ჩასასხმელი ტუჩი უბრალოდ არ მოერგება. რადგან Ford Easy-Fuel წარმოადგენს უთავსახურო სისტემას, თქვენ აღარ მოგიწევთ ჭუჭყიან თავსახურთან შეხება.




    თქვენი ფურგონი: თქვენი ოფისი

    ford

    ახალ Transit Courier-ში ჩაშენებულ მობილურ კავშირთან ერთად არასოდეს ყოფილა ასე ადვილი ბიზნესის კეთება ნებისმიერი ადგილიდან. თქვენს კაბინას გააჩნია ისეთი მახასიათებლები, რომლებიც დაპროექტებულია იმისთვის, რომ ყველაფერი ხელთან ახლოს გქონდეთ. თქვენ გაქვთ ერთი ან ორი 12 ვოლტიანი შტეფსელის როზეტი და Aux და USB კავშირი. ამას ემატება ფინჯანის დამჭერები, სივრცე ლეპტოპისა და A4 ფოლდერებისთვის, აგრეთვე დამატებითი საცავი სივრცე.


    მინის საწმენდები, რომლებიც ავტომატურად რეაგირებენ წვიმაზე

    ford

    წვიმის მიმართ მგრძნობიარე საწმენდები ამოქმედდება დაუყოვნებლივ, როგორც კი აღმოაჩენს ტენს თქვენს საქარე მინაზე და საწმენდების მოძრაობის სიჩქარის რეგუილირება ხდება ამინდის პირობების შესაბამისად. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ აირჩიოთ ექვსი მგრძნობელობის დონიდან ერთერთი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა რაოდენობის ტენი უნდა დაგროვდეს, რომ საწმენდები ჩაირთოს მათ გასაწმენდად. წვიმის მიმართ მგრძნობიარე საწმენდები ხელმისაწვდომია დამატების სახით ავტომატურ ფარებთან ერთად (იხილეთ ქვემოთ).


    ფარები, რომლებიც ავტომატურად ირთვება საჭიროების შემთხვევაში

    ford

    ახალ Transit Courier-ს გააჩნია სენსორები, რომლებიც აფიქსირებენ სინათლის კლებას საღამოს ან განათების უეცარ ცვლილებას. მაგალითად, გვირაბში შესვლისას. ამ დროს ავტოფარები თავისით ირთვება, რაც ტარებას უფრო მარტივს და უსაფრთხოს ხდის. ავტოფარები არის წვიმის მიმართ მგრძნობიარე საწმენდების დეტალის ნაწილი.



    საუკეთესო საუნდტრეკი ტარებისას

    ford

    სტანდარტული DAB რადიო და USB/დამატებითი კავშირი, თქვენ ვერასოდეს იგრძნობთ მუსიკის, ახალი ამბების და მგზავრობის შესახებ უახლესი ინფორმაცის სინაკლებეს. წინა სპიკერები ყველა ICE სისტემაზე არის პრემიუმ დაყოფილი ტვიტერის და ვუფერის დიზაინის. ტვიტერები განთავებულია 'A' სვეტში, რომ უზრუნველყოს საუკეთესო ხარისხის ხმა.

  • მართვა

    გაამარტივეთ თითიეული მოხვევა მოხვევის წრე განსაკუთრებით ვიწროა - 10.5მ და შესაძლებელია საჭის 2.6-ით მობრუნებით. შედეგი: გამარტივებული პარკინგი ვიწრო სივრცეებში და უკეთესი მანევრულობა ვიწრო ქუჩებში.

Bookmark & Share