​მუშაობა და ეფექტურობა

ავტომობილის ხარისხი ფურგონში

წინა ამძრავი, მძღოლის მაღალი პოზიცია, თანამედროვე საჭე ჰიდროგამაძლიერებლით და შასის დახვეწილი დიზაინი… Transit Courier გააჩნია ტარების ისეთი რეჟიმი, რომელსაც ვერ წარმოიდგენთ ფურგონისგან. თქვენ გაგაჩნიათ ავტომობილისთის დამახასიათებელი ძალოვანი აგრეგატის არჩევანი: დიზელის იქნება თუ ბენზინის, მათ შორის რევოლუციური 1.0ლ EcoBoost ძრავის ჩათვლით. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ავტომობილი სრულადაა დატვირთული, ECOnetic ტექნოლოგიები მაქსიმალურად ზრდიან თქვენი ავტომობილის საწვავის ეფექტურობას.

თავად დარწმუნდით, რომ დღეს დიზელის ძრავები ყველაზე სუფთაა ისტორიაში, რაც ამცირებს CO 2 -ის ემისიებს.

  • სიმძლავრე

    მიიღეთ მაქსიმუმი თქვენი ბენზინის ძრავისგან

    ford

    ახალი 1.0ლიტრიანი 3-ცილინდრიანი EcoBoost ბენზინის ძრავი უზრუნველყოფს 100PS-ს და170Nm მაბრუნ მომენტს ხუთ-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. საწვავის დამზოგავ სხვა ტექნოლოგიებთან კომბინაციაში, როგორიცაა ავტო-სტარტ- სტოპი, ეს პრიზიორი ძრავი გაძლევთ ყველა იმ ძალას, რომელსაც მოელით ჩვეულებრივ 1.6ლ ძრავისგან, მაგრამ აღწევს დაახლოებით საწვავის 24%-იან ეკონომიას და 25%-ით დაბალ CO 2 ემისიებს, რაც 119გ/კმ-ის ტოლია არჩევით ავტო-სტარტ- სტოპთან ერთად.


    მძლავრი და ეკონომიური დიზელის ძრავები

    fordთუ უპირატესობას დიზელს ანიჭებთ, თქვენ შგიძლიათ აირჩიოთ 1.5 ან 1.6 ლიტრიანი Duratorq TDCi დიზელის ძრავების ალტერნატივები: 75PS, 190Nm ხუთ-სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისია ან 95PS, 215Nm ხუთ სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისიით. 75PS და 95PS ძრავები ხელმისაწვდომია არჩევითი ავტო-სტარტ- სტოპით, ხოლო აკუმულატორის მართვის სისტემა და გონიერი რეგენერაციული დატენვა უკვე ყველა ძალოვანი მოწყობილობის სტანდარტულ მახასიათებელს წარმოადგენს. ხოლო 95PS ძრავი ავტო-სტარტ- სტოპით და 62მ/სთ სიჩქარს შემზღუდავით აკეთებს მხოლოდ 97გ/კმ CO 2 -ის ემისიას, რაც საუკეთესო მაჩვენებელია კლასში.

  • ეკონომია

    გამოიყენეთ ნაკლები საწვავი ავტომატური სტარტ-სტოპთან ერთად

    ford

    როცა თქვენი ფურგონი ჩერდება შუქნიშანთან ან რიგში გიწევთ დგომა, დამატებით ტექნოლოგიას შეუძლია ავტომატურად გამორთოს ძრავი (ხოლო ენერგია კვლავ მიეწოდება ისეთ დეტალებს, როგორიცაა ვენტილაცია, რადიო და Ford SYNC). როცა მზად ხარ ავტომობილის დასაძრავად, აუშვით გადაბმულობა და აირჩიეთ პირველი გადაცემა ჩვეულებრივ და სისტემა ამუშავდება. ავტო სტარტ-სტოპი განსაკუთრებით ეფექტურია ქალაქის ქუჩებში, სადაც მას შეუძლია 10%-ით შეამციროს საწვავის ხარჯი (ურბანული ციკლი).

Bookmark & Share