ახალი TRANSIT COURIER

FORD TRANSIT COURIER

მძლავრი, საიმედო და ეკონომიური საწვავის თვალსაზრისით, როგორც ყველა სატვირთო ავტოფურგონი. კომფორტული და გონიერი ტექნოლოგიებით აღჭურვილი როგორც Ford ყველა ავტომობილი. ეს Transit Courier-ია. ავტოფურგონის კომპაქტური ზომა განსაზღვრავს მანევრირების მის მაღალ შესაძლებლობებს და სწორედ ამიტომ გააჩნია მოხვევის საუკეთესო რადიუსი თავის კლასში. თქვენ მარტივად შეძლებთ მოძრაობას გადატვირთულ და ვიწრო ქუჩებში და პარკირების მჭიდრო სივრცეებში.

არ მოგატყუოთ Transit Courier-ის პატარა გარეგნობამ. 2.4 კუბ/მ** ტვირთისთვის განკუთვნილი ადგილი გაძლევთ 10%-ზე მეტ მოცულობას ტვირთისთვის ვიდრე იმავე კლასის სხვა ავტომობილები. მოხსენით დასაკეცი ტიხარი, მგზავრის დასაკეცი სავარძლითურთ და თქვენ მიიღებთ 2.59მ კლასში წამყვან სიგრძეს.

და თუ გაჩერება მოგიწიათ, ეს ძალიან იშვიათად მოხდება საწვავის გამო. რადგან პრიზიორი 1.0ლ EcoBoost ბენზინის ძრავი და მოწინავე 1.5ლ და 1.6ლ Duratorq-ის დიზელის ძრავები უზრუნველყოფენ საწვავის გასაოცარ ეკონომიას დაბალ ემისიებთან ერთად: 76.3 მილი გალონზე და 97გ.კმ ავტო-სტოპ- სტარტთან და 62მ/სთ სიჩქარის შეზღუდვის სისტემებთან ერთად.

მოწინავე ტექნოლოგიები, როგორიცაა უკანა ხედვის კამერა, პარკირების მანძილის სენსორი და აღმართზე მოძრაობის დახმარების სისტემა (მრავალ სხვა ტექნოლოგიებთან ერთად) თითოეულ თქვენს მგზავრობას უსაფრთხოს, ადვილს და ყოველგვარი სტრესისგან თავისუფალს ხდის. ულტრათანამედროვე Ford SYNC და ხმოვანი მართვა სრულიად გათავისუფლებთ, და თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და უპასუხოთ ზარებს ხელების გამოყენების გარეშე. სისტემას შეუძლია თქვენი შემომავალი ტექსტური შეტყობინებების წაკითხვაც.*
გაიგეთ მეტი Transit Courier-ის, მისი დიზაინის, ტარების რეჟიმის, პრაქტიკულობისა და ხარჯების, მუშაობისა და ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და დაცვის, ძარის სტილის, სიმძლავრის და ხელმისაწვდომი მოდელების შესახებ.

*ექვემდებარება ტელეფონთან თავსებადობას
**იზომება ISO 3832 და VDA მეთოდოლოგიის შესაბამისად დასაკეცი ბადიანი ტიხრების შემთხვევაში.

Bookmark & Share