მახასიათებლები



  • მართვის გამოცდილება

    მიზნის მატარებელი ტექნოლოგია და დიზაინი

    თითოეული მახასიათებელი და ტექნოლოგია Transit Connect-ში შემუშავებულია იმგვარად, რომ მაქსიმუმამდე გაიზარდოს თქვენი ბიზნესის ეფექტურობა, ხოლო ტარება კი მაქსიმალურად ადვილი იყოს.
    მოწინავე ტექნოლოგიები მუდივად გიწევენ დახმარებას, ზოგიერთი მათგანი ავტომატურად რეაგირებს, ასე რომ არ გიწევთ ფიქრი ფარების ანთებასა თუ საწმენდების ჩართვაზე.
    მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ავტოფურგონი შექმნილია იმისთვის, რომ დახმარება გაგიწიოთ.


    ხედავს საგზაო ნიშნებს, რომლებიც შესაძლია რომ გამოგრჩეთ

    ford

    მიუხედავად იმისა, საგზაო ნიშანი გზაზეა თუ მის ზემოთ, მუდმივია იგი თუ დროებითი, დამატებითი საგზაო ნიშნების ამომცნობ სისტემას შეუძლია მათი იდენტიფიცირება. ინსტრუმენტების პანელზე გამოჩნდება სიჩქარის ან გადასწრებს აკრძალვის ნიშანი და იცვლება იმის, მოხედვით თუ სად გადადიხართ (დამატებითი არჩევანი).




    მოწინავე სისტემა, რომელიც გეხმარებათ ზოლში დარჩენაში

    ford

    დამატებითი ზოლში დარჩენის შემანარჩუნებელი სისტემა იყენებს წინ მიმართულ კამერას, რომელმაც უნდა გამოავლინოს, თუ შემთხვევით გადახვალთ ზოლიდან. ზოლის შენარჩუნების სიგნალიზაცია გაფრთხილებთ თქვენ საჭის ვიბრირებისა და ვიზუალური გაფრთხილების გამოტანით. თუ დააგვიანებთ რეაგირებას ან არ გააკეთებთ რეაგირებას, ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა უზრუნველყოფს საჭით მართვაში დახმარებას, რომელიც უსაფრთხოდ დაგაბრუნებთ თქვენს ზოლში. ტექნოლოგია გამიზნულია მრავალ-ზოლიანი გზებისთვის (ავტომაგისტრალებისთვის) და მოხდება მისი ავტომატურად დეაქტივაცია, თუ სიჩარე დავარდება 43 მილსაათზე დაბლა (65კმ/სთ) ან შესაძლებელია მექანიკურად მისი გამორთვა (ალტერნატივა)


    გამარტივებული უკან მართვა

    ford

    ბოძკინტები, ურნები, დაბალი კედლები…დამატებითი უკანა ხედვის კამერა გაჩვენებთ, თუ რა არის თქვენს უკან ცენტრალურ კონსოლში ჩაშენებულ ეკრანზე ან უკანა ხედვის სარკეში, თქვენს მიერ შერჩეული ალტერნატივის მიხედვით. კამერის აქტივაცია ხდება ავტომატურად სიჩქარის არჩევისას. სისტემა აგრეთვე მოგცემთ ვირტუალურ მითითებებს, რომელიც დაგეხმარებათ ყველაზე პატარა სივრცეში პარკირებაში.



    სენსორები, რომლებიც პარკირების სტრესს ხსნიან

    ford

    დამატებითი, პარკირების მანძილის სენსორები დაგეხმარებათ განსაზღვროთ მანძილი ავტომობილსა და დაბრკოლებას შორის, როგორც წინ ასევე უკან. როცა სენსორები გამოავლენენ ნივთს, ისინი გამოსცემენ ხმოვან სიგნალს, რომელიც გაძლიერდება, რაც უფრო მიუახლოვდებით მას. (ალტერნატივები: უკანა პარკირების სენსორები არის სტანდარტული Limited-ის სერიებში)



    ფარები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად ირთვება

    ford

    დამატებითი, ავტომატურ ფარებს გააჩიათ სენსორები, რომელიც გამოავლენენ შებინდებისას სინათლის შემცირებას ან განათების პირობების მოულოდნელად ცვლილებას - მაგალითად, როცა გვირაბში შედიხართ. ამ შემთხვევაში ფარები ავტომატურად ირთვება, რაც ტარებას უფრო მარტივს და უსაფრთხოს ხდის. ავტომატური ფარები ხელმისაწვდომია დამატების სახით წვიმის-სენსორიან მინის საწმენდებთან ერთად და სტანდარტს წარმოადგენს Limited-ის სერიებში.



    მინის საწმენდები, რომლებიც ავტომატურად რეგულირდება წვიმის დროს

    ford

    დამატებითი წვიმა მგრძნობიარე მინის საწმენდები მოქმედებას იწყებენ, როგორც კი აღმოაჩენენ სისველეს მინაზე და არეგულირებენ წმენდის სიჩქარეს ამინდის მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მგრძნობიარობის 6 დონიდან ერთერთი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა რაოდენობის წყალი უნდა დაგროვდეს, სანამ საწმენდები დაიწყებენ მათ გაწმენდას. წვიმა მგრძნობიარე საწმენდები ხელმისაწვდომია დანამატის სახით ავტომატურ წინა ფარებთან ერთად და სტანდარტს წარმოადგენენ Limited-ის სერიებში.



    ფარები, რომლებიც ირთვება ღამის საათებში უკეთესი მხედველობისთვის

    ford

    თუ მიუთითებთ გზაზე შეხვევაზე ან თუ პარკინგის სივრცეში შედიხართ, განათება სანისლე ფარიდან (მოხვევის მხარეს) ავტომატურად ანათებს გზის მხარეს, რომ უკეთესი ხილვადობა გქონდეთ მოსახვევში. ეს დამატებითი ტექნოლოგია გეხმარებათ უსაფრთხოების გაზრდაში.

  • მუშაობა და ეფექტურობა

    გაზრდილი ძრავის სიმძლავრე. ნაკლები ემისია და საექსპლუატაციო ხარჯები

    Transit Connect-ს გააჩნია ბენზინისა და დიზელის მოწინავე ძრავების ახალი დიაპაზონი
    თითოეული მათგანი აკმაყოფილებს Euro 6-ის ემისიის კანონმდებლობის მოთხოვნებს

    ახალი 1.5 ლიტრიანი TDCi დიზელის ძრავი გთავაზობთ სამ გამომავალ სიმძლავრეს საწვავის გაუმჯობესებულ ეკონომიასა და ნაკლებ ემისიებთან ერთად.
    მეტი სიმძლავრე. ნაკლები ემისია. ნაკლები საექსპლუატაციო ხარჯები. რა არის ის, რაც შეიძლება არ მოგვეწონოს?


    მაღალეფექტური 1.0ლ EcoBoost ბენზინის ძრავი

    ford

    1.0 ლიტრიანი 3-ცილინდრიანი EcoBoost ბენზინის ძრავი უზრუნველყოფს 100PS და 170Nm მაბრუნ მომენტს ექვს სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისიის მეშვეობით. კომბინირებულია რა საწვავის ეკონომიის სხვა საშუალებებთან, როგორიცაა ამუშავების-გაჩერების ავტომატური სისტემა, ეს ძრავი მოგცემთ ყველა იმ სიმძლავრეს, რომელსაც შეიძლება რომ მოელოდეთ 1.6 ლიტრიანი ძრავისგან. ის უზრუნველყოფს CO2 ემისსის მაჩვენებელს, რაც 129გ/კმ-ს ტოლია და 50.4მილი გალონზე (5.6ლ/100კმ) საწვავის ეკონომიას.



    მძლავრი და ახალი 1.5L Duratorq TDCi ძრავები

    ford

    თუ უპირატესობას დიზელის ძრავს ანიჭებთ, შეგიძლიათ აირჩიოთ სამი 1.5 ლიტრიანი Duratorq TDCi დიზელის ძრავებიდან ერთერთი (75PS, 100PS ან 120PS), როგორც მექანიკური ასევე ავტომატური სიჩქარეთა გადაცემის კოლოფით. საწვავის ხარჯი და CO2 ემისიები 100PS მოდელში იწყება 72.4მილი გალონიდან (3.9ლ/100 კმ) და 103გრ/კმ-დან.



    გამოიყენეთ ნაკლები საწვავი ძრავის ამუშავების/გაჩერების ავტომატური სისტემით

    როცა ჩერდებით შუქნიშანთან ან დგახართ უძრავად fordრიგში, ამ დამატებით ტექნოლოგიას შეუძლია ავტომატურად გამორთოს ძრავი (ისე რომ ენერგია კვლავ მიეწოდება ისეთ ნაწილებს როგორიცაა ვენტილაცია, რადიო და Ford SYNC). როცა მზად ხართ დასაძრავად, აუშვით გადაბმულობას, აირჩიეთ პირველი სიჩქარე და სისტემა კვლავ ჩაირთვება. ავტომატურ ავტომობილებში უბრალით აიღეთ ფეხი მუხრუჭიდან და სისტემა კვლავ ამუშავდება. ძრავის ავტომატური ამუშავების/გაჩერების სისტემა განსაკუთრებულად ეფექტურია ქალაქის ქუჩებში, სადაც მან საწვავის ხარჯი შეიძლება 10%-ით შეამციროს (ქალაქის ციკლი). ის სტანდარტს წარმოადგენს 100PS 1.0ლ EcoBoost, 100PS 1.5ლ TDCi ECOnetic, 120PS 1.5ლ TDCi მოდელებში და ორივე 100PS და120PS ავტომატურ მოდელებში.



    უკეთესი აეროდინამიკა გაუმჯობესებული ეკონომიისთვის

    ford

    როცა ნელა ატარებთ აქტიური ცხაურის საფარი სისტემა ინარჩუნებს ცხაურის ვენტილაციას ღია მდგომარეობაში, რომ მოხდეს ძრავის გაგრილება. როცა სიჩქარეს მოუმატებთ, მას შეუძლია დაიხუროს ავტომატურად, რაც აუმჯობესებს აეროდინამიკას და უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიას. ეს მახასიათებელი სტანდარტს წარმოადგენს 1.0T EcoBoost, 100PS Powershift Auto, 120PS Manual და 120PS Powershift Auto მოდლეებზე; დამატებითია 75PS და 100PS მექანიკურ მოდელებზე.



    აჩქარების კონტროლი, რომელიც გეხმარებათ უფრო ეკონომიურად ტარებაში

    ford

    ეს ინოვაციური სისტემა (სტანდარტული ECOnetic მოდელებში Q1 2016-დან) აკონტროლებს თქვენი ფურგონის აჩქარების კოეფიციენტს იმის მიხედვით ის დაუტვირთავია თუ ნაწილობრივ დატვირთული. შედეგად თქვენ შეგიძლიათ 15%-ით შეამციროთ საწვავის ხარჯი ტარების თქვენი სტილიდან გამომდინარე. ტექნოლოგია აგრეთვე გეხმარებათ ძრავის, მუხრუჭების, საბურავების და სხვა კომპონენტების ცვეთის შემცირებაში.

  • კომფორტი და მოხერხებულობა

    შეასრულეთ მძიმე დღეების სამუშაო მსუბუქად

    გონივრული და თანამედროვე ტექნოლოგიების კომბინაცია მოწინავე ტექნოლოგიებთან, რომლებიც თქვენს საჭიროებებზეა მორგებული, Transit Connect არის ეფექტური კომერციული ავტომობილი და პრაქტიკული და კომფორტული ოფისი ბორბლებზე.
    გონივრული საბარგო და ერგონომიული დიზაინი უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს მუდამ - სამსახურში მიდიხართ, სამსახურიდან ბრუნდებით თუ სამუშაოს შესრულებისას - Transit Connect-ში.



    ატარეთ ხელების გამოყენების გარეშე SYNC 3

    ford

    SYNC 3 არის ჩვენი ყველაზე მოწინავე ვერსია დღესდღეისობით. ის უფრო სწრაფია და მის გამოყენება უფრო მარტივია. ახალ ინტერფეისს გააჩნია უფრო დიდი ღილაკები უკეთესად გამოსაყენებლად. ხოლო 6" სენსორულ ეკრანს გააჩნია სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის დამახასიათებელი თითის დაჭერის და გადასრიალების ფუნქცია უფრო ინტუიციური ნავიგაციისთვის. SYNC 3-ს აგრთვე გააჩნია AppLink, Apple's CarPlay და Android Auto, რაც იძლევა თქვენი სმარტფონის ინფორმაციის სენსორულ ეკრანზე ჩვენების შესაძლებლობას.



    თქვენი ფურგონი: თქვენი ოფისი

    fordბიზნესის წარმართვა არასდროს ყოფილა ასე მარტივი ნებისმიერი ადგილიდან მობილური კავშირით, რომელიც ჩაშენებულია Transit Connect-ში. იმის მიხედვით, თუ რომელ მოდელს და სავარძლების კონფიგურაციას აირჩევთ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, როგორც დახურული ასევე ღია ცენტრალური კონსოლი (დახურულს გააჩნია მკლავების დასადები), ერთი ან ორი12V შტეფსელის როზეტი და USB, პლიუს ჭიქის ჩასადებები, ადგილი ლეპტოპისთვის ან A4 ფორმატის ფაილებისთვის და სავარძლებს ქვეშ განთავსებული შესანახი სივრცე.



    გაწმინდეთ საქარე მინა სწრაფად Quickclear-ის მეშვეობით

    fordეს გონიერი საშუალება შექმნილია იმისთვის, რომ შეძლოთ სწრაფად დაძვრა ყინვიან დილას. უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს და სისტემა გაადნობს ყინულს და გაალღობს მას მინაზე წამებში, მაშინაც კი, როცა ტემპერატურა გარეთ ნულს ქვემოთაა. სტანდარტულია Trend და Limited-ში. წარმოადგენს დამატებას Base-ში.




    მუდამ ათბობს თქვენს სავარძელს

    ford

    მიუხედავად იმისა, თუ როგორ ცივა გარეთ, თქვენ შეგიძლიათ სწრაფად გათბეთ თბილ კაბინაში მძროლის სავარძლის დამატებითი გათბობის მეშვეობით. წარმოადგენს სტანდარტს Limited-ის სერიებში.




    დააყენეთ იდეალური ტემპერატურა

    ford

    დამატებითი ორმაგი ზონის ელექტრონული ავტომატური ტემპერატურის კონტროლის (DEATC) მეშვეობით შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის და თქვენი მგზავრისთვის სასურველი ტემპერატურა და სისტემა შეინარჩუნებს მას მოწინავე კონდიცირების სისტემის მეშვეობით. არჩევითი.




    Ford Easy-Fuel, საწვავის ჩასხმა დაცული სახით

    ford

    ის თითქმის შეუძლებელს ხდის არასწორი საწვავის ჩასხმას თქვენს ფურგონში, რადგან საწვავის არასწორი გამომშვები უბრალოდ არ მოერგება მას. რადგან Ford Easy-Fuel არის უთავსახურო სისტემა, არ მოგიწევთ დაბინძურებულ სახურავთან შეხება. სტანდარტი.




    გვერდითა სარკეები, რომლებიც საფრთხის დროს თავად იკეცება

    fordგვერდითა სარკეების დაზიანება ადვილია, როცა თქვენ ატარებთ ავტომობილს ვიწრო სივრცეში ან ვიწრო ქუჩებში პარკირებისას. დამატებით ელექტრო დასაკეც სარკეებს შეუძლიათ თავიდან აგარიდოთ ეს, რადგან ისინი შიგნით იკეცება ღილაკზე თითის დაჭერით. და რადგან ისინი თბება, თქვენთვის ადვილია სწრაფად და უფრო უსაფრთხოდ მოძრაობა ყინვიან დილას. სტანდარტულია Limited-ის სერიებში, არჩევითია Trend-ის შემთხვევაში.



    გააღეთ და დახურეთ ფანჯრები ერთი შეხებით

    ford

    ღილაკზე თითს დაჭერით შეგიძლიათ სრულად გააღოთ ან დახუროთ მძღოლის და მგზავრების ფანჯრები ან დაარეგულიროთ ისინი ცალცალკე, რომ სალონში შემოვიდეს ჰაერის სასურველი რაოდენობა. სტანდარტი

  • ​უსაფრთხოება და დაცვა

    მოწინავე ტექნოლოგიები, რომელთაც შეუძლიათ ავტომატურად დამუხრუჭება, დახმარების გაწევა საგანგებო შემთხვევებში დახმარების გამოსაძახებლად, და აღმართზე მოძრაობის სტრესის მოხსნა.

    სისტემები, რომლებიც გაძლევთ კარების ავტომატურად დახურვის და გაღების შესაძლებლობას; გასაღების ბუდის კოპირებას თითქმის შეუძლებელს ხდის და შეუძლია მაინც ჩართოს სიგნალიზაცია, მაშინაც კი როცა აკუმულატორი გამორთულია.

    Transit Connect აღჭურვილია დახვეწილი ტექნოლოგიების მთელი დიაპაზონით, რაც მგზავრობას უფრო მარტივს და უსაფრთხოს ხდის. როცა ბევრს ატარებთ უნდა იცოდეთ, რომ ფურგონი გიცავთ თქვენ, გზის სხვა მომხმარებლებს და ფეხით მოსიარულეებს ყოველ სამუშაო დღეს.


    გეხმარებათ დაბალ სიჩქარეზე შეჯახების თავიდან აცილებაში

    fordშეჯახება დაქოქვისას, გაჩერებისას და ნელა მოძრაობისას ხშირია. ხოლო ქალაქში აქტიური შეჩერების სისტემა არის მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ან შეამციროთ შეჯახებების რაოდენობა. თუ სისტემა აღმოაჩენს, რომ წინ მიმავალი ავტომობილი მოულოდნელად გაჩერდა და თქვენ მოძრაობთ 30კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით, მას შეუძლია ავტომატურად აამოქმედოს მუხრუჭები. ქალაქში აქტიური შეჩერების სისტემას მიენიჭა Euro NCAP-ის ჯილდო უსაფრთხოებისთვის/*



    ტექნოლოგია, რომელიც ხედავ იმას, რასაც თქვენ ვერ ხედავთ

    fordმხედველობის მკვდარ ზონაში ავტომობილის არსებობის შესახებ ინფორმირების სისტემა, რომელიც არჩევითია, დაგეხმარებათ ზოლებში უფრო ადვილად გადაადგილებაში. ეს ხორციელდება რადარული სენსორების მეშვეობით, რომლებიც ახორცილებენ მხედველობის მკვდარი ზომების სკანირებას თქვენი ავტომობილის ორივე მხარეს. თუ ისინი აღმოაჩენენ ავტომობილს, რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ, ტქნოლოგია განიშნებთ სტაფილოსფერი განათებით, რომელიც მკაფიოდ გამოჩნდება შესაბამისი გვერდითა კარის სარკეში.
    .


    ESC გეხმარებათ შეინარჩუნოთ კონტროლი ნებისმიერ პირობებში

    ford

    სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი (ESC) მუდმივად აკონტროლებს თქვენი ფურგონის გადაადგილებას, აფიქსირებს ტარების არჩეული ზოლიდან გადახვევას (მაგალითად, თუ თქვენ იწყებთ მოცურებას) და ავტომატურად ასწორებს თქვენს პოზიციას გზაზე. სისტემა გეხმარებათ ფურგონზე კონტროლის შენარჩუნებაში და შეუძლია შეამციროს დამუხრუჭების მანძილი საგანგებო შემთხვევებში.



    დამატებითი კონტროლი აღმართზე დაძვრისას

    fordღმართზე დაძვრის დახმარება დროებით აჩერებს უკან დაგორებას ავტომობილის აღმართზე დაძვრისას. სისტემა მოქმედებს მუხრუჭების სისტემაზე ზეწოლის შენარჩუნებით დამატებითი 2.5 წამის განმავლობაში, რაც გაძლევთ დამატებით დროს და კონტროლს მუხრუჭის პედალიდან ფეხის აქსელერატორზე გადატანისას. ის აგრეთვე გამოგადგებათ სრიალა ზედაპირზე გაჩერებისას და დაძვრისას.



    მისაბმელის უსაფრთხოდ შენარჩუნება ზოლში

    fordმისაბმელის რწევის კონტროლი (TSC) აფიქსირებს „ზიგზაგებით მოძრაობას" ან მისაბმელის რწევას და ამცირებს ფურგონის სიჩქარეს პრობლემის მოგვარების მიზნით. სისტემა ანელებს ავტომობილს ძრავის მაბრუნი მომენტის შემცირებით და თვლეზე სამუხრუჭე სისტემის ზეწოლის გაზრდით.




    დამატებითი ძალა საგანგებო დამუხრუჭებისთვის

    fordსაგანგებო დამუხრუჭების დამხმარე სისტემა (EBA) ეხმარება თქვენს ფურგონს საგანგებო შემთხვევებში დამუხრუჭების მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევაში. სისტემა გრძნობს, თუ რა სიდიდის ძალა გამოიყენეთ დამუხრუჭებისას და საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად ზრდის მას. დამუხრუჭების მანძილის დამატებით შემცირების მიზნით ახალი ჰიდრავლიკური უკანა გამაძლიერებელი უზრუნველყოფს დამატებით სამუხრუჭე ზეწოლას უკანა მუხრუჭებზე საგანგებო ამუხრუჭებისას, როცა გააქტიურებულია ABS სისტემა.



    უკანა გამაფრთხილებელი სიგნალი სწრაფად დამუხრუჭებისას

    ford

    აგანგებო დამუხრუჭების ნათების (EBL) სისტემა აინთება, რომ გააფრთხილოს სხვა მძღოლები იმის შესახებ, რომ გიწევთ საგანგებო დამუხრუჭება.





    გაფრთხილებთ, თუ თქვენი საბურავი დაკარგავს წნევას

    ford

    აუცილებელია საბურავებში საჭირო წნევის შენარჩუნება, რაც დაგეხმარებათ საწვავის დაზოგვაში, საბურავების დაცვაში და თქვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამიტომ სენსორები, რომლებიც განთავსებულია საბურავის წნევის მონიტორინგის სისტემაში, მუდამ აკონტროლებენ თითოეულ ბორბალს და გაცნობებენ თუ არსებობს პრობლემა. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მოხსნათ ის, დატუმბოთ თავიდან ან შეცვალოთ ბორბალი.



    უსაფრთხოების ბალიშის გაუმჯობესებული სისტემა

    fordTransit Connect ხელმისაწვდომია უსაფრთხოების ფარდებით, მგზავრის, მძღოლის და გვერდითი უსაფრთხოების გვერდითი აირბაგებით. მოწინავე სენსორები აგრეთვე მოთავსებულია ავტომობილის მნიშვნელოვან ადგილებში, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწრაფი და კონტროლირებადი რეაგირება.

  • გამოყენება

    პრაქტიკული, გამძლე, არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა

    Transit Connect უზრუნველყოფს მოქნილ სივრცეს ტვირთისთვის, რაც 3.7კუბური მეტრის ტოლია (4.4კუბ/მ როცა გამოყენებულია მოქნილი წინა სატვირთო სივრცე) და 1,000კგ ტვირთამწეობა.

    გონივრული და გამოსადეგი მახასიათებლები გეხმარებათ დაიცვათ თქვენი ტვირთი და ავტომობილი მუშაობით გამოწვეული სირთულეებისგან.

    და რადგან ფურგონი შექმნილია კომეპორციული ავტომობილის სტანდარტების შესაბამისად, ის არა მარტო გამიზნულია იმისთვის, რომ დიდხანს გაძლოს, არამედ იმისთვისაც, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს მისი ფლობის ხარჯები.



    სივრცე გრძელი ტვირთებისთვის და ტიხარი, რომლის გავლითაც შესაძლებელია ტვირთის დალაგება.

    ford

    ხელმისაწვდომია ფურგონის ყველა ვერსიაზე, რომელთაც ორი მგზავრის სავარძელი აქვთ, ხსენებული სახის ტიხარი გაძლევთ 3მ-მდე სიგრძის ტვირთის გადატანის შესაძლებლობას თვლების მოკლე ბაზის მქონე ფურგონებში (L1) და 3.4მ (L2) სიგრძის ტვირთისა კი თვლების გრძელი ბაზის მქონე ავტომობილებში. ტიხარს გააჩნია დასაკეცი კარები, რომელშიც შეგიძლიათ გააცუროთ გრძელი ნივთები და მოათავსოთ მგზავრის სავარძლის ქვეშ განთავსებულ შესანახ ადგილში. ტიხრის უკან არის საკმარისი სივრცე ორი ევრო პალეტისთვის (L1-ში) ან ოთხი 8' x 4' მასალის ფურცლისთვის (L2-ში).



    უფრო განათებული ტვირთის საბარგული უფრო უსაფრთხო და ადვილი დატვირთვისთვის

    fordტვირთის საბარგულის ნათურები უფრო კაშკაშაა ვიდრე წინა მოდელებში და სტანდარულ ელემენტს წარმოადგენს. საჭიროების შემთხვევაში თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ აირჩიოთ ულტრა-კაშკაშა შუქ-დიოდური განათება.





    სამაგრი წერტილები ტვირთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

    fordგვერდითა კედელზე დამონტჟებული დასამაგრებელი წერტილები, რაც თავიდან აგაცილებთ საბარგულის იატაკის ჩახერგვას და აკმაყოფილებს როგორც DIN-ის, ასევე ISO-ს მოთხოვნებს. აგრეთვე უზრუნველყოფილია სამაგრები ძარაზე როგორც წელის ასევე მხრის სიმაღლეზე, და თოთოეულის დატვირთვაა 30კგ.




    კაბინაში უკვე შესაძლებელია სამი ადამიანის მოთავსება

    ford

    Transit Connect ხელმისაწვდომია ორი მგზავრის სავარძლით, რაც იძლევა კაბინაში სამი ადამიანის მოთავსების შესაძლებლობას. ცენტრალური სავარძელი იკეცება დაბლა და ქმნის მოსახერხებელ და ბრტყელ სივრცეს საწერად ან ლეპტოპისთვის ან შესაძლებელია მისი აკეცვა ტვირთვის განსთავსებლად (ორი წინა სავარძელი სტანდარტულია Trend და Limited-ის სერიებში)



    ადვილად გასუფთავების შესაძლებლობა კაბინასა და სატვირთო ნაწილში.

    ford

    რეზინის იატაკი იცავს თქვენი კაბინის სისუფთავეს, მძლარი პადონი იცავს იატაკს და მოპირკეთებას და იცავს ფურგონს ყიველდღიური დარტყმებისა და გაფხაჭნისგან. სტანდარტულია Trend და Limited-ის სერიებში.

Bookmark & Share