მიმოხილვა

თითოეული Transit შექმნილია გარკვეული მიზნით დაTransit Connect გამონაკლისს არ წამოადგენს.

მის ვრცელ სატვირთო სივრცეში (3.7 კუბ.მ. გრძელი თვლების ბაზის მქონე ავტომობილებში) შესაძლებელია 993 კგ ტვირთის განთავსება და ტიხარი კი გაძლევთ გრძელი ტვირთების უსაფრთხოდ მოთავსების შესაძლებლობას.

ბენზინის და დიზელის მოწინავე ძრავები უზრუნველყოფენ დიდი სიმძლავრეს და მაბრუნ მომენტს და ამავდროულად საწვავის განსაკუთრებულ ეკონომიას: 72.4 მილი გალონზე და 103გ/კმ CO2 (არჩევითი 62მ/სთ შემზღუდველით)

Transit Connect აგრეთვე გთავაზობთ მოწინავე ტექნოლოგიებს, რომ უზრუნველყოფილი იყოს თქვენი კავშირი, უსაფრთხოება, დაცულობა და გართობა.

თუ თქვენ ეძებთ მობილურ სახელოსნოს ან ოფისს, Transit Connect თქვენთვისაა განკუთვნილი.



სივრცე ყველაფრის და ყველასთვის

ford

Transit Connect გთავაზობთ თვლების გრძელ და მოკლე ბაზებს და გასაოცარ, მოქნილ სივრცეს ტვირთისთვის. 2 სავარძელი მგზავრისთვის, რომელიც წინაა განთავსებული, იძლევა იმის საშუალებას, რომ კაბინაში მოთავსდეს სამი ადამიანი. ხოლო მისი ტიხარი კი იძლევა 3.4 მ სიგრძის ტვირთის ტარების შესაძლებლობას გრძელი თვლების ბაზის (L2) მქონე ვარიანტის შემთხვევაში. როგორც L2 ასევე L1 თვლების ბაზის ვარიანტებში შესაძლებელია ევრო პალეტის განთავსება. წინა ორი სავარძელი შეიძლება გამოვიყენით, როგორც მაგიდის ზედაპირი დამატებითი სამუშაო სივრცისთვს ან შესაძლებელია მათი აწევა, რომ ბარგისთვის უფრო მეტი სივრცე იყოს.


თქვენი ტექნოლოგია-მოწინავე მობილური სივრცე

fordTransit Connect -ს გააჩნია მრავალი დახვეწილი ტექნოლოგია, რაც გეხმარებათ უსაფრთხოების შენარჩუნებაში გზებზე, კავშირზე ყოფნაში როცა მოძრაობთ, რაც თქვენს სამუშაო დღეს ამარტივებს. 12V შტეფსელის როზეტი, USB & Bluetooth კავშირი, ლეპტოპისა და ფაილების შესანახი სივრცე, აგრეთვე SYNC და ხმოვანი მართვა (უახლესიSYNC 3 სისტემის ჩათვლით, რომელსაც გააჩნია 6" ფერადი სენსორული ეკრანი) გაძლევთ საშუალებას მართოთ მთელი რიგი ძირითადი ფუნქციები ხმოვანი მართვის მეშვეობით, ტელეფონის, აუდიოს და ნავიგაციის ჩათვლით (არჩევითი).

Bookmark & Share