წარმადობა და ხარჯები

მაქსიმალური წარმადობა. მინიმალური საექსპლუატაციო ხარჯები

Transit Chassis Cab- მძლავრი, მოქნილი და მუშაობისთვის მუდმივად მზადყოფნაშია როგორც კი მიწოდებას განახორციელებთ. კარგად აღჭურვილი და ტექნოლოგიურად დახვეწილი ავტომობილი შექმნილია დატვირთვის, გადმოტვირთვისა და თქვენი მარგი ტვირთის რაც შეიძლება მარტივად სამართავად. ყველაზე მცირე საექსპლუატაციო ხარჯებით, თქვენი ინვესტიცია სწრაფად გახდება წარმატებული საქმიანობის დასაწყისი.

  • სარგებლიანობა

    სარგებლიანობა

    სასარგებლო, შრომის შემამსუბუქებელ დეტალებს თითქმის ყველგან ნახავთ: ყველა გამოცდილი და შემოწმებულია პრაქტიკაში.


    დაფის სამაგრი რაზები

    ford

    ექსცენტრული სამაგრები უზრუნველყოფს დაფის სიმყარეს და მარტივად გამოსაყენებელია (სტანდარტი)?





    ტვირთის სამაგრები

    ford

    ტვირთის სამაგრი რგოლები გამოდის, როცა გჭირდებათ და იშლება სატვირთო პლატფორმასთან ერთად, როცა არ გჭირდებათ.




    ინტეგრირებული გვერდითი კიბე

    ford

    გვერდების დაწევის შემდეგ, მყარი, დასაკეც გვერდებიანი კიბე საშუალებას გაძლევთ მარტივად ახვიდეთ სატვირთო პლატფორმაზე.




    დამცავი ფარი

    ford

    ფოლადის, ფხვნილით დაფარული დამცავი ფარი იცავს კაბინას და მის მგზავრებს. ძლიერი კონსტრუქციის წყალობით კიბეები და სხვა მძიმე საგნები დაცულია. (სტანდარტია Tipper და Dropside-ზე)




    სტანდარტული და კარის ფართო სარკეები

    ford

    სტანდარტული სიგანის კარის სარკეები შეესაბამება ავტომობილის კორპუსის ზომას 2200 მმ-ს. განიერი სარკეები ხელმისაწვდომია 2375 მმ კორპუსის მაქსიმალური დასაშვები ზომისათვის. ორივე ვერსია მოიცავს განიერ ბრმა ზონის სარკეებს იდეალური ხილვადობისთვის, რომლებიც რეგულირდება მექანიკურად (საბაზისო ოფცია)


  • საექსპლუატაციო ხარჯები

    ხანგრძლივი ექსპლუატაცია

    ford

    Transit Chassis Cab-ის ყოველი ნაწილი და კომპონენტი უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამძლეობას და ხანგრძლივ ექსპლუატაციას ტექ. მომსახურების საჭიროების გარეშე. სწორედ ამიტომ, ექსპლუატაციის ინტერვალები 30 000 მილზე ან 2 წელზეა გათვლილი.



    ხანგრძლივი ანტი-პერფორაციული გარანტია დამატებითი დაზღვევისთვის

    ford

    ავტომობილის აწყობის ხარისხის შესაბამისად, 12 წლიანი ანტი-პერფორაციული გარანტია უკვე სტანდარტია.

Bookmark & Share