უსაფრთხოება და დაცვა

მტკიცე უსაფრთხოება და დაცვა

აღმართზე დაძვრის სტრესიდან დაწყებული იმ სისტემით დამთავრებული, რის გამოც შესაძლოა გადაუდებელი დახმარება დაგჭირდეთ: რიგი ახალი ტექნოლოგიები მოგამზადებთ (ან დაგიცავთ) ყველანაირი შემთხვევითობისათვის/საგან. დაცვის დახვეწილი სისტემები უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის მაქსიმალურ დაცვას და თქვენს სიმშვიდეს.

  • მძღოლის დახმარება

    Ford SYNC-ი გადაუდებელი დახმარების სისტემით: შეუძლია გამოიძახოს დახმარება მაშინაც კი, თუ ეს თქვენ არ ძალგიძთ

    ford

    Ford SYNC-ის მნიშვნელოვანი და პოტენციურად დამხმარე/მაშველი ნაწილი არის გადაუდებელი დახმარების სისტემა. უბედური შემთხვევის ნაკლებმოსალოდნელი დადგომის შემთხვევაში, როდესაც აირბაგი გაიხსნება ან საწვავის ტუმბო დეაქტივირდება, აღნიშნულ ტექნოლოგიას შეუძლია ავტომატურად დარეკოს სასწრაფო დახმარებაში. თქვენ შეგიძლიათ გათიშოთ ზარი ან ესაუბროთ სამედიცინო მუშაკებს, თუ ეს გჭირდებათ. მნიშვნელოვანია, რომ სისტემა გაწვდით აუცილებელ ინფორმაციას, როგორიცაა GPS კოორდინატები, მაშინაც კი თუ თქვენ უგონოდ ხართ.* (ოფცია).



    დამატებითი კონტროლი აღმართზე დაძვრისას


    fordაღმართზე დაძვრის დამხმარე სისტემა გიცავთ თქვენ უკან დაგორებისაგან, როდესაც ავტომობილს ძრავთ აღმართზე. სისტემა მუშაობს სამუხრუჭე სისტემაში დამატებით 2.5 წამით წნევის შენარჩუნებით, რაც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თქვენი ფეხის მოძრაობა მუხრუჭის პედლიდან აქსელერატორზე. ეს სისტემა გამოიყენება სრიალა ზედაპირზე გაჩერება-დაძვრისას. (სტანდარტი)




    ESC გეხმარებათ მუდმივად აკონტროლოთ ნებისმიერი სიტუაცია

    ford

    Electronic Stability Control (ESC) მუდმივად აკონტროლებს თქვენი ავტომობილის მუშაობას, აღიქვამს ნებისმიერ ცვლილებას თქვენი სავალი ზოლიდან (მაგალითად, თუ გადახვალთ სავალი ზოლიდან) და ავტომატურად ასწორებს თქვენს საგზაო პოზიციას. სისტემა გეხმარებათ შეინარჩუნოთ კონტროლი თქვენს ავტომობილზე და ასევე, შეამციროთ გაჩერების მანძილი ავარიულ სიტუაციაში. (სტანდარტი)




    დახვეწილი სისტემა, რომელიც გეხმარებათ სავალ ზოლში უცვლელად სვლაში

    ford

    წინ ხედვის კამერის საშუალებით თქვენ მუდმივად აკონტროლებთ წინ მდებარე გზას; სავალი ზოლის შეცვლის გამაფრთხილებელი სისტემა აღიქვამს, თუ შემთხვევით გადახვალთ სავალი ზოლიდან. სისტემა გაფრთხილებთ საჭის ვიბრაციით და ვიზუალური გამაფრთხილებელი სიგნალის საშუალებით, რომელიც ავტომატურად აქტიურდება, როცა სიჩქარე 43მლ/სთ-ზე ქვემოთ იქნება (70კმ/სთ) ასე, რომ ის არ მოქმედებს ქალაქში მოძრაობისას და თქვენ შეგიძლიათ სურვილისამებრ ხელით გამორთოთ სისტემა.


    მძღოლის გამაფრთხილებელი სიგნალი გაფრთხილებთ, თუ შენიშნავს, რომ დაღლილი ხართ

    ford

    მძღოლის გამაფრთხილებელი სიგნალი აკონტროლებს თქვენი მართვის მანერას და აღიქვამს ნებისმიერ ცვლილებას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს დაღლილობით. თუ სისტემა შენიშნავს, რომ თქვენ ყურადღება მოადუნეთ, მონიტორზე გამოჩნდება გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც მიგანიშნებთ, რომ უმჯობესია დაისვენოთ. ეს ოფცია სტანდარტს წარმოადგენს 350HD, 430 და 470 მოდელებზე. ხელმისაწვდომია ოფციის სახით სხვა მოდელებზეც.


    გაფრთხილებთ, თუ თქვენი ავტომობილის საბურავებში წნევა დაიკლებს

    ford

    ყოველთვის მნიშნელოვანია საბურავებში სათანადო წნევა იყოს, რაც გეხმარებათ დაზოგოთ საწვავი, შეინარჩუნოთ საბურავები კარგ მდგომარეობაში და დაიცვათ თქვენი უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, სენსორები მუდმივად აკონტროლებენ ყველა საბურავს და გაფრთხილებენ, როგორც კი რაიმე პრობლემა წარმოიშვება. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გაჩერდეთ და ან ჰაერი დაამატოთ საბურავში ან შეცვალოთ საბურავი.

  • ავტომობილის უსაფრთხოება

    მოხვევის კონტროლი

    მოხვევის კონტროლი გეხმარებათ შეინარჩუნოთ კონტროლი თქვენს ავტომობილზე, თუ ის ძალიან სწრაფი მოძრაობით შედის მოსახვევში. თუ სისტემა აღიქვამს, რომ ავტომობილს არ აქვს მობრუნების საკმარისი უნარი და კარგავს კონტროლს, პირველ რიგში, ის ამცირებს ძრავის ბრუნვას და შემდეგ ამოქმედებს მუხრუჭს, რაც გეხმარებათ სიჩქარის შემცირებაში. ეს უნიკალური ტექნოლოგია განსაკუთრებით ეფექტურია (და უფრო საიმედო) ქანობ მრუდებზე, როგორიცაა ავტომაგისტრალის მოსაბრუნებელი პანდუსები.(სტანდარტი)


    დამატებითი სიმძლავრე საავარიო დამუხრუჭებისთვის

    ford

    საავარიო მუხრუჭის სისტემა (EBA) უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის დამუხრუჭების მაქსიმალურ ეფექტურობას ავარიულ სიტუაციაში. სისტემა აღიქვამს რა ძალით იყენებთ მუხრუჭს და ავტომატურად ზრდის მას, საჭიროების შემთხვევაში.(სტანდარტი)




    მუდმივი დაცვა გადაბრუნებისაგან

    ford

    oll Stability Control (RSC) იცავს თქვენს ავტომობილს გადაბრუნებისაგან. სისტემა აღიქვამს, თუ თქვენი Transit Chassis Cab-ი არასტაბილური ხდება და აკონტროლებს როგორც ძრავის ბრუნვას, ისე ცალკეული საბურავის დამუხრუჭებას; სისტემა გეხმარებათ აკონტროლოთ ჭარბი მობრუნებადობა და ეფექტურად მართოთ სიტუაცია.(სტანდარტი)



    მაქსიმალური მოჭიდება მინიმალური ძალისხმევით

    ford

    მოჭიდების მართვის დახვეწილი სისტემა (TCS) აჩერებს საბურავის ზედმეტ ბრუნვას და უზრუნველყოფს შესანიშნავ მოჭიდებას, მუშაობასა და სტაბილურობას, საჭიროების შემთხვევაში. სისტემა მუდმივად აკონტროლებს და არეგულირებს ავტომობილის თითოეული საბურავის სიმძლავრეს, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ შეხებას და მოჭიდებას სიჩქარის მომატებისას.(სტანდარტი)



    მართეთ თქვენი მისაბმელი უსაფრთხოდ

    ford

    მისაბმელის რხევის კონტროლი (TSC) აფიქსირებს მისაბმელის რხევას და პრობლემის მოსაგვარებლად ამცირებს სიჩქარეს, რაც გეხმარებათ ბუქსირის უკეთ სამართავად. სისტემა ანელებს ავტომობილს ძრავის ბრუნვის შემცირებით და ეტაპობრივად ზრდის მუხრუჭის დაწოლას ყველა საბურავზე. ხელმისაწვდომია Ford-ის ბუქსირიან მისაბმელზე (დამატებითი)[გაძლიერებული აირბაგის სისტემა - მძღოლის სტანდარტული და მგზავრის დამატებითი აირბაგი მხოლოდ საექსკურსიო მოდელებისთვის]



    მძღოლის, მგზავრის, გვერდითი და ფარდისებრი აირბაგები

    ford

    Ford-ის ეს მოდელი აღჭურვილია რიგი აირბაგებით, რაც გულისხმობს მძღოლისა და მგზავრის აირბაგებს. დახვეწილი სენსორები განთავსებულია ავტომობილის მთავარ წერტილებში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და კონტროლირებად რეაგირებას.




    დატვირთვის ადაპტირებადი მართვის დეტალები

    ford

    დატვირთვის ადაპტური სისტემა (LAC) არეგულირებს ელ. სტაბილურობის სისტემას თქვენი ავტომობილის საერთო წონის მიხედვით. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია Transit Chassis Cab-ისთვის, ვინაიდან ის უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის მართასა და სტაბილურობას, როდესაც ის ცარიელი ან სრულად დატვირთულია.

  • დაცვა

    კარები, რომლებიც დაძვრისთანავე იკეტება

    ford

    ყველა კარი ავტომატურად იკეტება, როგორც კი მანქანას დაძრავთ. ეს სისტემა სტანდარტს წარმოადგენს და თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ ის ინსტრუმენტთა პანელიდან. მეტი დაცვისათვის, ავტომობილები აღჭურვილია შეჯახებისას გახსნის დეტალით, რომელიც ავტომატურად აქტიურდება შეჯახების სიმწვავის მიხედვით.




    თქვენ ირჩევთ, რომელი კარი ჩაკეტოთ

    ford

    დისტანციური მართვის კარის ცენტრალური საკეტი სტანდარტს წარმოადგენს ამ ავტომობილისთვის, რომელიც ყველაზე უსაფრთხო ჩამკეტი სისტემაა, რაც კი ოდესმე გინახავთ. ეს იმიტომ, რომ თქვენ ირჩევთ კონკრეტულად რომელი კარი გააღოთ მაშინ, როცა დანარჩენი კარები ჩაკეტილი დარჩება (სანამ თქვენ არ გააქტიურებთ ჩამრთველს მძღოლის კარზე). იგივე ჩამრთველი აკონტროლებს ავტომობილის კარების გაღებასა და ჩაკეტვას.




    ორი მაღალის დონის სასიგნალო ოფცია

    ford

    დამატებითი პერიმეტრის დაცვის სისტემა იცავს თქვენს ავტომობილს, თუ კარებს ან კაპოტს ძალით გააღებენ. მეტი დაცვისთვის (და უსაფრთხოებისთვის) აირჩიეთ Thatcham Category 1 სასიგნალო სისტემა. ეს დახვეწილი სისტემა ავტომატურად აქტიურდება, როდესაც თქვენ ავტომობილს კეტავთ, ხოლო ძალისმიერი შეღწევის, ავტომობილის გადაადგილების, ან თუ მოძრაობის სენსორები დააფიქსირებენ სალონში რაიმე მოძრაობას, ირთვება ხმამაღალი სიგნალი. (დამატებითი)




    დამატებითი, დამოუკიდებელი უკუსვლის სიგნალი

    ელემენტზე მომუშავე უკუსვლის სიგნალი დამატებითი, მეორადი სასიგნალო სისტემაა, რომელიც Thatcham-ს მოყვება როგორც დამატებითი ოფცია. როდესაც ამუშავდება განგაშის სიგნალი, ის რთავს სირენას და, ვინაიდან მას საკუთარი კვების წყარო აქვს, ის აქტიურდება მაშინაც კი, თუ მთავარი აკუმულატორი გათიშული იქნება.(დამატებითი)

Bookmark & Share