მართვის გამოცდილება

კომფორტული, მოსახერხებელი, დაკავშირებული

სადაც არ უნდა წახვიდეთ სამსახურის გამო, Transit Chassis-თან ერთად თავს ყოველთვის კომფორტულად და გარემოსთან უწყვეტ კავშირს იგრძნობთ. მაგალითად, თქვენი კარგად აღჭურვილი კაბინიდან ზარების განსახორციელებლად და დასარეკად თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ხმის კონტროლის ფუნქციით. სხვა ინოვაციური დეტალების დიაპაზონი მაქსიმალურად ზრდის თქვენი ავტომობილის ეფექტურობას და პრაქტიკულობას მისი მართვის დროსაც კი.

  • კომფორტი და კეთილმოწყობა

    კომფორტი და კეთილმოწყობა

    Transit Chassis Cab-ი შექმნილია მაქსიმალური უნივერსალურობისთვის. მასში ასევე თავმოყრილია სპეციალურად თქვენთვის შექმნილი დეტალები და ტექნოლოგიები. როგორც კი მათ გამოიყენებთ, გაგიკვირდებათ, მანამდე როგორ იყავით მათ გარეშე


    მძღოლის სრულად რეგულირებადი სავარძელი

    ford

    მძღოლის ერგონომიული სავარძელი აღჭურვილია ჩაშენებული საიდაყვითა და 8 გზის რეგულირებადი სისტემით. ასე, რომ ძალიან მარტივია მართვის თქვენთვის სასურველი, იდეალური პოზიციის პოვნა. ასევე რეგულირდება საჭე თქვენი სიმაღლისა და მკლავის სიგრძის შესაბამისად. (სტანდარტი)



    სათავსო სავარძლის ქვეშ

    ford

    ასწიეთ წინა სავარძლების ბალიშები და აღმოაჩენთ დამალულ სათავსოს, რომელიც საკმაოდ მოცულობითია ხელსაწყოების ყუთის შესანახად. ცენტრალური სავარძელი ასევე აღჭურვილია თავისი დასაკეცი მაგიდით, რომელიც საკმაოდ დიდია A4 ფორმატის ნივთის, ტაბლეტის ან ლეპტოპის დასადებად. (სტანდარტი)



    ელექტრო შუშები

    ford

    უბრალოდ დააწექით ფანჯრების გაღება-დაკეტვის ღილაკს ან დააყენეთ ისინი თქვენთვის სასურველ პოზიციაზე. (სტანდარტი)





    მოხერხებული სათავსო მოწესრიგებული კაბინისთვის

    ford

    მცირე ზომის სათავსო მძღოლისა და მგზავრის თავზე სხვა მხრივ უსარგებლო სივრცეს ეფექტურად იყენებს, რაც გეხმარებათ იმაში, რომ თქვენი კაბინა ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული იყოს. აქვეა დახურული ნაკვეთური, 12 ვოლტიანი როზეტით, , USB და AUX ჩასართავებით, პლუს ღია სათავსო ჭიქისა და 2 ლიტრიანი ბოთლის დამჭერებით.



    როზეტები
    fordმძღოლისა და მგზავრის სავარძლებს შორის მოთავსებულია ორი 12 ვოლტიანი როზეტი და 150 ვატიანი 230 ვოლტიანი როზეტი, რომელიც იდეალურია ხელსაწყოების, ლეპტოპების ან სხვა მოწყობილობების დასამუხტად სპეციალური ადაპტორების გარეშე. (150 ვატიანი საბაზისო ოფცია)




    ფარები, რომლებიც მოძრაობენ თქვენი მანევრირების მიხედვით, ღამით უკეთესი ხილვადობისთვის

    ford

    თუ თქვენ გზაზე უხვევთ ან შედიხართ პარკირების ადგილას, ამ ფუნქციის წყალობით ეს უკვე უსაფრთხოდ შეგიძლიათ გააკეთოთ, ვინაიდან მოხვევისას ფარი ავტომატურად ანათებს გზის მხარეს ხილვადობის გასაძლიერებლად. თქვენ ნამდვილად მოგეწონებათ ამ ახალი ტექნოლოგიის მიღწევები. (საბაზისო ოფცია)



    Ford Easy-Fuel სისტემა - საწვავის უთავსახუროდ ჩასხმა

    ford

    ამ სისტემის წყალობით თითქმის შეუძლებელია თქვენს ავტომობილში სხვა საწვავის ჩასხმა, ვინაიდან არასწორი ფრქვევანა უბრალოდ ვერ მოთავსდება შიგნით. გარდა ამისა, Ford Easy-Fuel სისტემას ხუფი არ აქვს, ასე რომ თქვენ აღარ მოგიწევთ ჭუჭყიან ხუფზე ხელის მოკიდება.



    ანტი-ალერგიული ინტერიერი

    ford

    ინტერიერის მასალა სპეციალურადაა შერჩეული ალერგიული რეაქციების რისკის მინიმალურად შესამცირებლად. კონდიციონერით აღჭურვილ მოდელებს ასევე გააჩნიათ მძღოლის კაბინის საჰაერო ფილტრები, რაც აფერხებს სალონში მტვრის შეღწევას.



  • მართვის ტექნოლოგია

    Ford SYNC. დახვეწილი უკონტაქტო ტექნოლოგია

    fordFord SYNC-ი საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ მუსიკა და მობილური ტელეფონის ზარები მარტივი, პირდაპირი ხმოვანი ბრძანებებით. შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას USB ან MP3/iPod®, ან Bluetooth®-თან ჩართული ტელეფონიდან. სისტემას შეუძლია შემომავალი ტექსტური შეტყობინებების ხმამაღლა წაკითხვაც კი, ხოლო AppLink-იანი SYNC-ის საშუალებით თქვენ წვდომა გექნებათ მობილურ აპლიკაციებთან პირდაპირ თქვენი სმარტფონიდან. (საბაზისო ოფციის მოდელი)




    ბორტ კომპიუტერი

    ford

    ჩამონტაჟებული ბორტ კომპიუტერით თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ საჭირო ინფორმაცია, რაც გულისხმობს საშუალო სიჩქარეს, საწვავის საშუალო და მიმდინარე მოხმარებას, მასშტაბს, საწვავის მარაგს და გარე ტემპერატურას. (სტანდარტი)

Bookmark & Share