უსაფრთხოება

უსაფრთხოება და დაცულობა

აღმართზე დაძვრის სტრესის მოხსნით დაწყებული იმ სისტემით დამთავრებული, რომელსაც შეუძლია გამოიძახოს საგანგებო დახმარების სამსახურები თქვენთვის, სრულიად ახალი Transit აღჭურვილია მთელი რიგი ტექნოლოგიებით, რომელიც თქვენს ცხოვრებას ბევრად გაამარტივებს. ავტომობილში გაერთიანებულია სისტემების ფართო სპექტრი, რომელიც დაგიცავთ თითქმის ყველა შესაძლო შემთხვევისგან თქვენ და თქვენს Transit (და მის ტვირთს), მათ შორის ყველაზე გამბედავი ქურდებისგანაც.

  • მძღოლის დახმარება

    Ford SYNC საგანგებო შემთხვევებში დახმარებით: შეუძლია განახორციელოს ზარები მაშინაც კი, როცა თქვენ ამას ვერ ახერხებთ

    ford

    Ford SYNC-ის მნიშვნელოვანი და სიცოცხლის გადამრჩენი ნაწილია საგანგებო შემთხვევებში დახმარება. ავარიის შემთხვევაში,
    როცა გაიხსნება აირბაგები და მოხდება საწვავის ტუმბოს დეაქტივაცია, ტექნოლოგიას შეუძლია განახორციელოს პირდაპირი ზარი საგანგებო სამსახურებში. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ზარის შეჩერება ან დაელაპარაკოთ ამ სამსახურებს, თუ გჭირდებათ მათი მომსახურება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სისტემას შეუძლია ძირითადი ინფორმაციის მიწოდება, როგორიცაა GPS კოორდინატები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გრძნობა დაკარგული გაქვთ. **Ford-ის საგანგებო შემთხვევებში დახმარება მოქმედებს ევროპის 30 ქვეყანაში. ეს მახასიათებელი მუშაობს, როცა დაწყვილებულია თავსებად შეერთებულ მობილურ ტელეფონთან, რომელიც თან გაქვთ აირბაგის ამუშავებისას (გარდა მუხლის აირბაგებისა) ან სენსორთან, რომელიც აფიქსირებს შეჯახებას და ხდება საწვავის ტუმბოს დეაქტივაცია. ტექსტური ფუნქცია და საგანგებო შემთხვევებში მხარდაჭერა არ არის უზრუნველყოფილი ყველა ევროპულ ენაზე.


    მოწინავე სისტემა, რომელიც დაგეხმარებათ ზოლში დარჩენაში

    ford

    კამერის მეშვეობით, რომელიც წინ იყურება და უწყვეტად აკონტროლებს თქვენს წინ არსებულ გზას, ზოლში დარჩენის სისტემას შეუძლია დააფიქსიროს, თუ თქვენ შემთხვევით გადაცდებით ზოლს. ტექნოლოგია იწვევს საჭის ვიბრაციას და თქვენ მიიღებთ ვიზუალურ გაფრთხილებას. მისი დეაქტივაცია ავტომარურად ხდება 43მ/სთ (70კმ/სთ) სიჩქარეზე და არ მოქმედებს ქალაქის ქუჩებში. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სისტემის ხელით გამორთვა.


    მძღოლის სიგნალი გაფრთხილებთ, როცა ის აღმოაჩენს რომ დაღლილი ხართ

    ford

    მძღოლის სიგნალი უწყვეტად აკონტროლებს ტარებას და გამიზნულია იმ ცვლილებების აღმოსაჩენად, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს დაღლილობით. თუ სისტემა აღმოაჩენს, რომ თქვენ ნაკლებად ყურადღებიანი ხართ, ეკრანზე ჩნდება ნიშანი, რომელიც გირჩევთ შესვენებას.



    მაშუქები, რომლებიც ირთვება ღამით უკეთესი ხილვადობისთვის

    ford

    როცა უთითებთ და უხვევთ გზაზე ან შედიხართ პარკირების სივრცეში, ეს მახასიათებელი გეხმარებათ ამის უსაფრთხოდ გაკეთებაში. მოხვევის მხარეს არსებული ფარები ავტომატურად ანათებს გზის მხარეს, რომ მოხვევისას უფრო მეტი ხილვადობა გქონდეთ.



    დამატებითი კონტროლი აღმართზე დაძვრისას

    ford

    აღმართზე დაძვრის დახმარება დროებით აჩერებს უკან დაგორებას ავტომობილის აღმართზე დაძვრისას. სისტემა მოქმედებს მუხრუჭების სისტემაზე ზეწოლის შენარჩუნებით დამატებითი 2.5 წამის განმავლობაში, რაც გაძლევთ დამატებით დროს და კონტროლს მუხრუჭის პედალიდან ფეხის აქსელერატორზე გადატანისას. ის აგრეთვე გამოგადგებათ სრიალა ზედაპირზე გაჩერებისას და დაძვრისას.



    ESC გეხმარებათ შეინარჩუნოთ კონტროლი ნებისმიერ პირობებში

    ford

    სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი (ESC) მუდმივად აკონტროლებს თქვენი ფურგონის გადაადგილებას, აფიქსირებს არჩეული ზოლიდან გადახვევას (მაგალითად, თუ თქვენ იწყებთ მოცურებას) და ავტომატურად ასწორებს თქვენს პოზიციას გზაზე. სისტემა გეხმარებათ ფურგონზე კონტროლის შენარჩუნებაში და შეუძლია შეამციროს დამუხრუჭების მანძილი საგანგებო შემთხვევებში.

  • უსაფრთხოება

    მისაბმელის უსაფრთხოდ შენარჩუნება ზოლში

    ford

    მისაბმელის რწევის კონტროლი (TSC) აფიქსირებს „ზიგზაგებით მოძრაობას" ან მისაბმელის რწევას და ამცირებს ფურგონის სიჩქარეს პრობლემის მოგვარების მიზნით. სისტემა ანელებს ავტომობილს ძრავის მაბრუნი მომენტის შემცირებით და თვლეზე მუხრუჭის გაზრდით.



    უკანა გამაფრთხოლებელი სიგნალი სწრაფად დამუხრუჭებისას

    ford

    საგანგებო დამუხრუჭების ნათების (EBL) სისტემა აინთება, რომ გააფრთხილოს სხვა მძღოლები იმის შესახებ, რომ გიწევთ საგანგებო დამუხრუჭება.




    დამატებითი ძალა საგანგებო დამუხრუჭებისთვის

    ford

    საგანგებო დამუხრუჭების დამხმარე სისტემა (EBA) ეხმარება თქვენს ფურგონს საგანგებო შემთხვევებში დამუხრუჭების მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევაში. სისტემა გრძნობს, თუ რა სიდიდის ძალა გამოიყენეთ დამუხრუჭებისას და საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად ზრდის მას. დამუხრუჭების მანძილის დამატებით შემცირების მიზნით ახალი ჰიდრავლიკური უკანა გამაძლიერებელი უზრუნველყოფს დამატებით სამუხრუჭე ზეწოლას უკანა მუხრუჭებზე საგანგებო დამუხრუჭებისას, როცა გააქტიურებულია ABS სისტემა.


    უწყვეტი დაცვა გადაბრუნებისგან

    ford

    გადაბრუნებისგან დამცავი სისტემა (RSC) შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს თქვენი ავტომობილის გადაბრუნებას. სისტემას შეუძლია აღმოაჩინოს, თუ ავტომობილი გახდება არასტაბილური. ძრავის მაბრუნი მომენტისა და ინდივიდუალური თვლების დამუხრუჭების კონტროლით ტექნოლოგიას შეუძლია გაასწოროს ავტომობილის გადახრა და სიტუაციის ეფექტურად სტაბილიზაცია.



    მძღოლის, მგზავრის, გვერდითა და ფარდის უსაფრთხოების ბალიშები

    ford

    სრულიად ახალი Transit ხელმისაწვდომია ფარდის, მძღოლის, მგზავრის და გვერდითია უსაფრთხოების ბალიშებით. სენსორები დაყენებულია ავტომობილის მნიშვნელოვან წერტილებში, რომ უზრუნველყოფილი იქნეს შესაბამისი რეაქცია. თუ გსურთ მგზავრის უსაფრთხოების ბალიშის გამორთვა, მაგალითად თუ უკანა სავარძლით მგზავრობს პატარა ბავშვი, მისი დეაქტივაციისთვის საჭიროა მხოლოდ გამომრთველზე თითის დაჭერა. უსაფრთხოების ბალიში გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის მაჩვენებელი სიმბოლო მოცემულია ინსტრუმენტების პანელზე განათების სახით.


    მაქსიმალური ჩაჭიდება მინიმალური ძალისხმევით

    ford

    მოწინავე გამწევი ძალის კონტროლის სისტემა (TCS) აღმოფხვრის ბორბლების ბუქსაობას და გაძლევთ ჩაჭიდების, მოქმედებისა და სტაბილურობის საუკეთესო საშუალებას მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ. სისტემა ახორციელებს ავტომობილის ცალკეულ თვლებზე მიწოდებული ძალის უწყვეტ კონტროლსა და რეგულირებას, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კონტაქტსა და ჩაჭიდებას აჩქარებისას.



    მართვის საშუალებები, რომლებიც ადაპტირებულია თქვენს ტვირთთან

    ford

    ტვირთის ადაპტირების კონტროლი (LAC) არეგულირებს ელექტრონული სტაბილურობის კონტროლს იმ მთლიანი წონის შესაბამისად, რომელსაც თქვენი ფურგონი ატარებს. ეს გახლავთ ისეთი დიდი ფურგონების უპირატესობა, როგორიცაა სრულიად ახალი Transit, რადგან ის უზრუნველყოფს კონტროლსა და სტაბილურობას, მიუხედავად იმისა,თქვენი ავტომობილი ცარიელია თუ სრულად დატვირთული.



  • დაცვა

    თავად ირჩევთ, თუ რომელი კარის ჩაკეტვა ან გახსნა გსურთ

    ford

    ცენტრალური საკეტით კარების ჩაკეტვის დისტანციური მართვა სტანდარტულ ელემენტს წარმოადგენს (გარდა M2 ავტობუსისა).
    ჩაკეტვის ეს ახალი სისტემა უფრო დაცულია ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. არსებობს კარის გაღების რამოდენიმე სხვადასხვაგვარი კონფიგურაცია. კარების დახურვა და გაღება ხორციელდება დისტანციური გასაღებით ან მძღოლის კარის საკეტის ცილინდრით.


    უნებართვო შეხებისგან დაცული კარის საკეტები

    ford

    'საკეტი ურდულში" სისტემა - კარი უსაფრთხოდაა ჩაკეტილი საკეტით და ქურდებისთვის ხელმიუწვდომელია მექანიზმები, რადგანაც საკეტის სისტემა დაცულია უნებართვო შეხებისგან დამცავი მყარი ფოლადის საფარით.




    კარები, რომლებიც იკეტება ავტომობილის მოძრაობისას

    fordმოძრაობისას კარების ავტომატური ჩამკეტი ავტომატურად ჩაკეტავს თქვენი ფურგონის კარებს, როგორც კი დაიწყებთ მოძრაობას. სისტემა სტანდარტულ ელემენტს წარმოადგენს და შესაძლებელია მისი გამორთა ან ჩართვა ინსტრუმენტების პანელიდან. ავტომობილები აგრეთვე აღჭურვილია შეჯახებისს კარების გაღების მახასიათებლით, რომლის აქტივაციაც ავტომატურად ხდება შეჯახების სიმწვავისდა მიხედვით.



    არჩევითი პერიმეტრის სიგნალიზაცია

    პერიმეტრის სიგნალიზაცია იცავს თქვენს ავტომობილს. ის ამოქმედდება კარების ან კაპოტის ძალდატანებით გაღებისას.


    არჩევითი Thatcham კატეგორიის 1 სიგნალიზაცია

    უფრო მეტი დაცვისთვის (და შეჩერებისთვის) აირჩიეთ Thatcham კატეგორიის 1 სიგნალიზაციის სისტემა. ეს დახვეწილი სისტემა ავტომატურად იცავს, როცა თქვენ კეტავთ ავტომობილს და ამოქმედდება ხმამაღალი სიგნალიზაცია ძალდატანებით ავტომობილში შეღწევისას, ან თუ ავტომობილს აწევენ ან თუ მოძრაობის სენსორები აღმოაჩენენ ნებისმიერ მოძრაობას კაბინის შიგნით. სიგნალიზაციას გააჩნია შიდა სარეზერვო აკუმულატორი, თუ ქურდი გადაჭრის სიგნალიზაციის სადენებს და გათიშავს ავტომობილის აკუმულატორს სანამ სიგნალიზაცია ამოქმედდება, ავტომატურად ჩაირთვება სიგნალიზაცია რომელიც შიდა აკუმულატორიდან იკვებება.

Bookmark & Share