ტექნოლოგიები

ნაკლებად დაძაბული, შეთანხმებული სამუშაო დღე

Transit Custom–ის ტექნოლოგია იძლევა სამუშაო დღის სტრესის ნაწილობრივად შემსუბუქების საშუალებას, რასაც ის მარტივად აღწევს ნაკლებად დაძაბული – განსაკუთრებით ქალაქის რაიონებში, ტარების საშუალებით. ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად კაბინა ასრულებს მობილური ოფისის ფუნქციას, რომელსაც გააჩნია უამრავი მოსახერხებელი შესანახი ადგილი და იდეალური გასაშლელი მაგიდა ლეპტოპისთვის. ხოლო Ford SYNC–ის ხმოვანი მართვის ფუნქცია გაძლევთ დაკავშირების (მობილური ტელეფონი) და გართობის საშუალებას ისე, რომ არ გქონდეთ დაკავებული ხელები. სრულად რეგულირდება მძღოლის სავარძელიც და ახალი საჭე, რაც გაძლევთ იდეალური, ტარების ყველაზე მოხერხებული მდგომარეობის მოძებნის საშუალებას.

  • მართვის გამოცდილება

    ნაკლებად მომქანცველი, მეტად ეკონომიური მოგზაურობა

    სიჩქარის ავტომატური რეგულირების სისტემა (Cruise Control ) სიჩქარის რეგულირებად შემზღუდველთან ერთად (Adjustable Speed Limiter) ხელს უწყობს თქვენს ფურგონს შეინარჩუნოს თქვენს მიერ წინასწარ შერჩეული სიჩქარე. ეს დაგიზოგავთ საწვავს, მინიმუმამდე დაიყვანს სიჩქარის გადაჭარბებას და სიჩქარის ავტომატური რეგულირების ყველა სისტემის მსგავსად შეგინარჩუნებთ მოცემულ სიჩქარეს ისე, რომ თქვენ აღარ დაგჭირდებათ მუდმივად ფიქრი ამაზე.


    ადვილი რევერსირება უკანა ხედვის კამერის საშუალებით

    ბოძები, ბუნკერები, დაბალი კედლები... უკანა ხედვის კამერა გიჩვენებთ უკანა ხედვის სარკეში ჩამონტაჟებულ ეკრანზე ყველაფერს, რაც თქვენს უკან მდებარეობს. აღნიშნული გეხმარებათ არა მარტო იმის დანახვაში, რაც შესაძლოა გამოგრჩათ, არამედ ავტომობილის დაყენებაში, ვირტუალური ხაზების საშუალებით, რომლებიც აჩვენებენ გზას უმცირესი ფართისკენ. დამატებითი კომფორტისთვის ის ავტომატურად აქტიურდება უკანა სვლის არჩევისას. უკანა ხედვის კამერა შედის „მოძრაობის რიგის შეცვლის შეტყობინების სისტემის" (Lane Keeping Alert) პაკეტში


    სენსორები, რომლებიც აადვილებენ მანქანის დაყენებას

    პარკინგის მანძილის სენსორები (დამკვეთის სურვილით) საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ მანძილი თქვენს ავტომობილსა და წინააღმდეგობებს შორის, რომლებიც თქვენს წინ ან უკან მდებარეობენ. ობიექტის აღმოჩენისას ისინი ააქტიურებენ ხმოვან გაფრთხილებას, რომელიც მასთან მიახლოებისას ძლიერდება. აღნიშნული ფუნქცია შემუშავებულია იმისათვის, რომ უფრო თავდაჯერებულად დააყენოთ მანქანა.


  • კომფორტი

    მწმენდავები, რომლებიც ავტომატურად ერგება წვიმას

    წვიმაზე მგრძნობიარე მწმენდავები ავტომატურად იწყებენ მოქმედებას, როგორც კი აღმოაჩენენ სინოტივეს საქარე მინაზე, შემდეგ არეგულირებენ თავიანთ სიჩქარეს ნებისმიერი ამინდის შესაბამისად. თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ მგრძნობელობის ექვსი დონიდან სასურველი, ისინი განსაზღვრავენ, თუ რამდენი ტენი გამოიყოფა მანამდე, ვიდრე მას მწმენდავები აიღებენ. წვიმაზე მგრძნობიარე მწმენდავები ხელმისაწვდომია ავტოფარების ოპციის სახით.


    საქარე მინა გამლღვობით „Quickclear" გვანთავისუფლებს გადაფხეკისგან

    უბრალოდ დააჭირეთ თითი ღილაკს და ინტრეგრირებული გამათბობელი ელემენტები სწრაფად გაწმენდენ ყინულს ან თოვლს, და თქვენ აღარ მოგიწევთ ამის გაკეთება (დამატებითი შესაძლებლობების პაკეტი).


    საწვავის მარტივი ჩასხმა Ford–ის ავტომანქანაში, არაკვალიფიცირებული მომსახურებისგან დაცული საწვავის შევსების სისტემა Easy-Fuel

    აღნიშნული სისტემა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის არასათანადო საწვავის ჩასხმას თქვენს

    ფურგონში, ვინაიდან შეუსაბამო მილი უბრალოდ არ მიუერთდება მას. ხოლო ვინაიდან Ford–ის

    Easy-Fuel სისტემა საცმის გარეშეა, თქვენ არასდროს მოგიწევთ საწვავის ჭუჭყიან საცმთან შეხება.


    ფარები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად ირთვება

    Transit Custom აღჭურვილია სენსორებით, რომლებსაც შეუძლიათ შუქის კლების დადგენა და ავტოფარების ჩართვა, რაც აადვილებს მანქანის ტარებას ბინდში. ისინი აგრეთვე ავტომატურად ირთვება გვირაბში შესვლისას. ავტოფარები ხელმისაწვდომია წვიმაზე მგრძნობიარე მწმენდავების დამატებით შესაძლებლობების პაკეტში.


    ყველაფერი, რაც გზაში მუშაობისთვის გჭირდებათ

    კაბინას გააჩნია საკმარისი ფუნქციები იმისათვის, რომ ხელი შეგიწყოთ მუშაობაში. მაგალითისთვის, თუ თქვენ აირჩევთ წინა მგზავრის ორმაგ სავარძელს, ცენტრალური სავარძელი აღჭურვილი იქნება გასაშლელი დაფით, რომელიც საკმარისად დიდი იქნება ლეპტოპისთვის ან საქაღალდე–პლანშეტისთვის. თქვენ ასევე ისარგებლებთ განსაცვიფრებელი შესანახი ფართით.
    შესანახი ფართის დაფარული არე, რომელიც მოთავსებულია წინა მგზავრის ორმაგი სავარძლის ქვეშ, სადაც შესაძლებელია
    93 ლიტრის მოთავსება; დაფარული განყოფილება თქვენი მობილური ტელეფონის ან MP3/iPod–ის ინსტრუმენტების პანელზე (12–ვოლტიანი ჩამრთველის ჩათვლით); ნივთების სათავსი („ბარდაჩოკი"), რომელშიც შეგიძლიათ მოათავსოთ A4 ზომის საქაღალდეები; და რასაკვირველია, ბოთლის და ჭიქის რამდენიმე მოსახერხებელი დამჭერი.


    ახალი, უფრო კომფორტული წინა სავარძლები

    მძღოლის სავარძელი მთლიანად რეგულირდება, ისევე როგორც საჭე, რათა შეძლოთ თქვენთვის იდეალური მართვის პოზიციის შერჩევა. მას ასევე აქვს ჩაშენებული საიდაყვე, ხოლო ზურგის რეგულირებადი დამჭერი და სავარძლის გათბობა დამატებითი შესაძლებლობებია. მართლაც, სატვირთო მანქანის სანდო სტანდარტების პირობებში სავარძლები უზრუნველყოფენ ისეთივე მაქსიმალურ კომფორტს, როგორც მსუბუქი ავტომობილები. შესაბამისად, მნიშვნელობა არა აქვს, იყენებთ თუ არა თქვენს ფურგონს შორეული დისტანციებისთვის თუ ხანმოკლე ხშირი მგზავრობისთვის, თქვენ ისიამოვნებთ მშვიდი დღით ოფისის სკამზე.


    გვერდითი სარკეები, რომლებიც იცავენ თავისთავს

    დამატებითი შესაძლებლობების პაკეტში შემავალი ელექტრონული გვერდითი სარკეები ღილაკზე დაჭერისას შიგნით იწევა,
    შემთხვევითი დაზიანებების თავიდან ასაცილებლად. ისინი თბება, რათა უზრუნველყონ ზუსტი ხედვა ყინვაში, აღჭურვილია მოხვევის გვერდითი ინდიკატორებით

  • სარგებლიანობა

    ოპტიმიზირებული სატვირთო განყოფილება

    Transit -ის სატვირთო განყოფილება უფრო დახვეწილია წინა ვერსიებთან შედარებით. სწორი გვერდები და აწეული სახურავი ზრდიან მისაწვდომი სივრცის მოცულობას. გარდა ამისა, სერიის ყველა მოდელი გახდა 30 სმ-ით გრძელი, რაც მოხერხებულს ხდის ისეთი ტვირთების გადაზიდვას, როგორიც არის მილები, ფიცრები, ხელოვნური ხალიჩები, კიბეები და ა.შ.


    გაბარიტული ტვირთებისათვის

    აღნიშნულ ფურგონში ადვილად მოთავსდება ნივთები, რომლებიც ხშირად იძულებით გადაიტანება მანქანის სახურავზე. გაზრდილი საბარგული განყოფილების საშუალებით Transit -ი საშუალებას იძლევა იატაკზე განთავსდეს ტვირთი, რომლის სიგრძე 3,04, 3,49 ან 4,21 მ-დეა (კონკრეტული მოდელის შესაბამისად), სრულგანზომილებიანი ფოლადის ტიხრის მოხსნის გარეშე.


    საბარგულის საფეხური

    ფურგონის უკანა ბამპერში ჩაშენებული ფართო საფეხური კარგი შეჭიდულობით, რომელიც იძლევა ადვილად ასვლის საშუალებას საბარგულ განყოფილებაში ჩატვირთვის დროს.


    ტვირთის სამაგრი

    ფურგონის გვერდით კედლებზე განთავსებულია სამაგრი კავები, რომლებიც შეესაბამება DIN და ISO სტანდარტებს. ამავე სტანდარტებს შეესაბამება სრულგანზომილებიანი ფოლადის ტიხარი, რომელიც შედის საბაზისო კომპლექტაციაში.


    საბარგულში სივრცის კაშკაშა განათება

    საბარგული განყოფილების ნათურები შედიან სტანდარტულ კომლპექტაციაში და აქვთ უფრო დიდი სიკაშკაშე ფურგონის წინა მოდელებთან შედარებით. აუცილებლობის შეთხვევაში აგრეთვე შეიძლება ოფციონალური ზეკაშკაშა LED ნათურების
    დაყენება.


    გამძლე გვერდითი კარებები გლუვი სვლით

    დიდი მოცულობის სატვრითო განყოფილების არსებობის შემთხვევაში გვერდითი კარებები ხდება ფურგონის ძალიან მნიშვნელოვან ელემენტად, ამიტომ ახალ Transit-ში ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული გამძლეობით და ადვილი გამოყენებით. კარებები აღჭურვილია მოსახერხებელი სახელურით და ღია მდგომარეობაში დასაფიქსირებელი მექანიზმით. აგრეთვე ხელმისაწვდომია ხმოვანი სიგნალიზაცია, რომელიც ატყობინებს იმას, რომ კარები დარჩა ღია ან არასწორადაა
    დახურული.


    უკანა კარებები გახსნის დიდი კუთხით

    გამძლე უკანა კარებები აღჭურვილია კანტით,, რომელიც გამოიყენება ხმაურის იზოლაციისათვის და ხელს უშლის სინესტის მოხვედრას საბარგო განყოფილებაში. მოდელების შესაბამისად ხელმისაწვდომია ოპციონალური ანჯამები, რომლებიც შესაძლებელს ხდის კარებების გვრდზე გახსნას და მათ ფიქსაციას 90°- ით. საკონტროლო ბერკეტები იკეცება უშუალოდ კარებში. კარების შიდა ზედაპირზე არის შუქამრეკლი ნიშნები, რომლებიც ემსახურება საგზაო მოძრაობის სხვა წევრების გაფრთხილებას კარების 90°- ით გახსნის


    ხანგრძლივი ანტიკოროზიული გარანტია

    ახალი Transit -ის მაღალი ხარისხის დასტურად, მისი ანტიკოროზიული გარანტია გრძელდება 12 წლის განმავლობაში.

Bookmark & Share