უსაფრთხოება და დაცვა

დაცვის ახალი დონეები

მგზავრებისა და ტვირთის დაცვის მიზნით Tourneo Custom ადგენს უსაფრთოხების ახალ სტანდარტებს სატვირთო ავტომობილისთვის. მას გააჩნია მძღოლის დამხმარე, რამდენიმე კარგად გათვლილი ტექნოლოგია პოტენციურად საშიში სიტუაციების პრევენციისთვის, საავარიო–სამაშველო სამსახურების გამოძახების ტექნოლოგიის ჩათვლით. მას გააჩნია უსაფრთხოების ფუნქციები, დაწყებული მოწინავე მდგრადობისა და სამუხრუჭე სისტემებით (რომლებიც რეგულირდება ფურგონის დატვირთვის შესაბამისად) დამთავრებული მანქანის მძლავრი კორპუსით. მას გააჩნია უსაფრთხოების ისეთი სისტემები, როგორიცაა ახალი ცენტრალური ჩამკეტი სისტემა, გასაღების თანამედროვე საკიდი და ორი, ტექნიკის უახლესი მიღწევის განგაშის სისტემა თქვენი არჩევანით.

  • მძღოლის დახმარება
    ford

    სასწრაფო დახმარება ავარიის შემთხვევაში

    ავარიის ნაკლებად შესაძლებელ სიტუაციაში, Ford SYNC–ის, პრიზებით დაჯილდოებული სასწრაფო დახმარების ფუნქცია აქტიურდება საჰაერო ბალიშების გახსნისას ან საწვავის საქაჩის გადაკეტვისას. მანამდე, ვიდრე თქვენი მობილური ტელეფონი მიერთებულია SYNC–თან, აღნიშნული ტექნოლოგია გამოიყენებს მას პირდაპირი ზარისთვის სამაშველო სამსახურებში, მიაწვდის მათ ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა თქვენიnGPS–კოორდინატები, საშუალებას მოგცემთ თქვენ თვითონ ესაუბროთ მათ.
    2012 წელს სასწრაფო დახმარების ფუნქციამ „Emergency Assistance" მიიღო საერთაშორისო საავტომობილო პრიზი „საუკეთესი მობილური ინოვაცია საავტომობილო ტრანსპორტისთვის ან კომუნალური საწარმოებისთვის„

    ford

    დამატებითი კონტროლი შემაღლებული ადგილიდან დაძვრისას

    „Hill Start Assist" დროებით შეგაჩერებთ ქვემოთ მოცურებისგან შემაღლებულ ადგილიდან დაძვრისას. სისტემა მუშაობს სამუხრუჭე სისტემაში წნევის 3 წამზე მეტად შენარჩუნების გზით და გაძლევთ უფრო მეტ დროს ფეხის გადაადგილებისთვის მუხრუჭიდან აქსელერატორზე. სისტემა ასევე
    გამოიყენება სრიალა ზედაპირიდან დაძვრის დროს.

    ford

    სრულყოფილი სისტემა გზის ზოლში თქვენი ადგილის შესანარჩუნებლად

    თუკი ეს სისტემა აღმოაჩენს, რომ შემთხვევით გადაუხვიე გზის ზოლიდან, „მოძრაობის რიგის შეცვლის შეტყობინების სისტემა" გაგაფრთხილებთ ამის შესახებ საჭის ვიბრაციის საშუალებით და ვიზუალური გაფრთხილებებით. (შეგიძლიათ დააყენოთ ვიბრაცია მგრძონებლობის სამი დონიდან ერთ–ერთ სასურველ დონეზე).

    ford

    „მძღოლის გაფრთხილება" შეგატყობინებთ, რომ დაიღალეთ

    „DriverAlert" მუდმივად აკონტროლებს მანქანის მართვას და შემუშავებულია დაღლით გამოწვეული ნებისმიერი ცვლილების აღმოსაჩენად. თუკი ის დაადგენს, რომ მართავთ ნაკლები ყურადღებით, დისპლეიზე გაჩნდება გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც დასვენებას შემოგთავაზებთ. აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვისთვის კომპანიამ Ford მიიღო პრესტიჟული პრიზი „Euro NCAP Advanced Reward" *

    fordუკანა მხარის გაფრთხილება, როდესაც მკვეთრად ამუხრუჭებთ

    ავარიული მუხრუჭის ნათების სიტემა „Emergency Brake Light (EBL)" ავტომატურად ინთება, რათა გააფრთხილოს სხვა მძღოლები თქვენს მიერ ძლიერი დამუხრუჭების დროს.

  • ავტომობილის უსაფრთხოება

    დინამიური სტაბილიზაციის სიტემა ESP გეხმარებათ აკონტროლოთ სიტუაცია ნებისმიერ პირობებში

    ford

    დინამიური სტაბილიზაციის სისტემა (ESP) მუდმივად აკონტროლებს თქვენი ფურგონის მოძრაობას. ის გრძნობს ნებისმიერ გადახვევას კურსიდან, მაგალითად, როგორიცაა მოცურება და ავტომატურად ასწორებს თქვენს მდებარეობას გზაზე, რითაც გეხმარებათ სატრანსპორტო საშუალების გაკონტროლებაში. აღნიშნული ტექნოლოგია ასევე ხელს უწყობს სამუხრუჭე გზის შემცირებას ექსტრემალურ სიტუაციებში.

    მართვის ფუნქციები, რომლებიც მიესადაგებიან დატვირთვის დონეს

    დატვირთვის ადაპტიური მართვის სისტემა (LAC) არეგულირებს დინამიური სტაბილიზაციის სისტემას (ESP) იმის შესაბამისად, იმყოფება თუ არა Tourneo
    Custom დატვირთულ თუ ცარიელ მდგომარეობაში. აღნიშნულით მიიღწევა კონტროლი და სტაბილურობა დატვირთულობის ყველა პირობებში.

    უწყვეტი დაცვა გადაყირავებისგან

    გადაყირავების შეწინააღმდეგების სისტემა (ROM) აკონტროლებს Tourneo Custom –ს და ააშკარავებს მართვის საშიშ მდგომარეობებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ გადაყირავება. სისტემა ასევე რთავს დინამიური სტაბილიზაციის სისტემას (ESP), რათა განხორციელდეს სიჩქარის და სტაბილურობის კონტროლი.


    თქვენი მისაბმელის უსაფრთხო მგზავრობა მოძრაობის რიგში

    ford

    მისაბმელის რყევის დამხმარე საშუალება (TSA) აღმოაჩენს მისაბმელის არასწორ მოძრაობას ან რხევას და პრობლემის გადაჭრის მიზნით ამცირებს
    Tourneo Custom –ის სიჩქარეს, რითაც უფრო
    მეტად აკონტროლებს რყევებს. ის ანელებს ავტომობილის მოძრაობას, მბრუნავი მომენტის შემცირების და საბურავებზე მუხრუჭის წნევის თანდათანობით გაზრდის ხარჯზე



    მაქსიმალური მართვა მინიმალური ძალისხმევით

    ford

    წნევის მოწინავე სისტემა (TCS) აღმოფხვრის საბურავების ჭარბ ბუქსაობას და გთავაზობთ საუკეთესო წატაცებას, წარმადობას და სტაბილურობას სწორედ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ. სისტემა უწყვეტად აკონტროლებს და არეგულირებს სატრანსპორტო საშუალების ცალკეულ საბურავზე
    მიწოდებულ სიმძლავრეს და უზრუნველყოფს მაქსიმალურ კონტაქტს და წატაცებას სიჩქარის მომატებისას.



    უფრო უსაფრთხო დამუხრუჭება, ტვირთით და ტვირთს გარეშე

    ford

    Tourneo Custom აერთიანებს ტექნოლოგიებს – დაბლოკვის საწინააღმდეგო სამუხრუჭე სისტემა (ABS) და სამუხრუჭე ძალის ელექტრონული გამანაწილებელი (EBD), რითაც მიიღწევა სამუხრუჭე ძალისხმევის ბალანსი წინა და უკანა ნაწილში, ფურგონის დატვირთულობის შესაბამისად. შედეგად მიიღება მუხრუჭების და საჭის მდგრადი სტაბილურობა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია დამუხრუჭებისას მოხვევის მომენტში, აუმჯობესებს მოკლე მანძილზე შეჩერების ხარისხს ნებისმიერ პირობებში.



    დამატებითი სიმძლავრე ექსტრემალური დამუხრუჭებისთვის

    ford

    ავარიული დამუხრუჭების დამხმარე საშუალება (EBA) ხელს უწყობს Tourneo Custom –ს მიაღწიოს სამუხრუჭე ეფექტს ექსტრემალურ სიტუაციებში. სისტემა დაადგენს, თუ რა წნევა გამოიყენეთ დამუხრუჭებისას და ავტომატურად ზრდის მას საჭიროების შემთხვევაში. თქვენი დამუხრუჭების დისტანციის კიდევ უფრო გასაზრდელად ახალი „ჰიდრავლიკური მუხრუჭების გამაძლიერებელი (Hydraulic Rear Boost) უზრუნველყოფს დამატებით სამუხრუჭე წნევას უკანა მუხრუჭებზე, ავარიული დამუხრუჭებისას, როდესაც გააქტიურებულია ABS–სისტემა.


    უსაფრთხოების ბალიშის გაუმჯობესებული სისტემა

    ford

    უახლესი Tourneo Custom იწარმოება უსაფრთხოების ფარდებით, მგზავრის, მძღოლის და გვერდითი უსაფრთხოების გვერდითი ბალიშებით და აღჭურვილია აქტივაციის გაუმჯობესებული სისტემით




    მაქსიმალური დაცვა უძლიერესი კორპუსის დახმარებით

    ford

    უახლესი Tourneo Custom არის პირველიTransit–ი, რომელსაც გააჩნია ზემაღალი მდგრადობის ბორისშემცველი ლითონის კორპუსი. კორპუსის 40%–ზე მეტი, ასევე მგზავრების უჯრედის ნაწილები შედგება ბორისშემცველი და სხვა ზემაღალი მდგრადობის ლითონებისგან. ეს მას ხდის უკიდურესად მსუბუქს და იცავს ავარიისგან. კორპუსის დიზაინი ასევე ოპტიმიზირებულია, მისი შემუშავებისას გამოყენებულია 4,500 კომპიუტერული სიმულაცია და ავტომობილის 30–ზე მეტი ავარიის ტესტი.

  • დაცვა

    უფრო უსაფრთხო ცენტრალური ჩამკეტი სისტემა

    ford

    TourneoCustom –ს გააჩნია კარის ჩაკეტვის ცენტრალური მართვის სტანდარტული დისტანციური სისტემა. ჩაკეტვის ეს ახალი სისტემა ახლა კიდევ უფრო უსაფრთხო გახდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ თქვენ შეგიძლიათ ერთი ცალკეული კარის გახსნა სხვა კარების გაუხსნელად. სხვა კარები უსაფრთხოდ ჩაკეტილია მანამდე, ვიდრე არ გააქტიურებთ ჩამრთველს მძღოლის კარზე. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩამრთველი ყველა კარის ბლოკირებისა და ბლოკის მოხსნის გასაკონტროლებლად.

    ჩარევის საწინააღმდეგო დაცული კარის ჩამკეტები

    ford

    ყველა კარის ჩამკეტი დაცულია ჩარევის საწინააღმდეგო დაცვით, რომელიც შემუშავებულია ბურღით ან საჭრეთლით მათი გატეხვისგან დასაცავად.




    გასაღების სრულყოფილი საკიდი ორჯერ უფრო უსაფრთხოს ხდის ცენტრალურ ჩამკეტს

    ford

    ახალი სრულყოფილი გასაღების საკიდი ორჯერ უფრო ართულებსნTourneo Custom –ის გატაცებას, რადგან გადამცემს მასში გააჩნია ორი არხი – რაც ნიშნავს იმას, რომ გასაღები ვირტუალურად მიუწვდომელია ასლის გადასაღებად. ეს დასატენი საკიდი ასევე დაცულია უდიერად მოპყრობისგან და წყალგაუმტარია, რათა გაუძლოს სამუშაო პირობებს. ფუნქცია, გიცავთ ტვირთით ან ხელსაწყოებით დაზიანებისგან ავარიის შემთხვევაში.


    განგაშის მაღალი დონის ორი ვარიანტი

    ford

    უახლესი Tourneo Custom აღჭურვილია დამატებითი პერიმეტრის საგანგაშო სისტემით, რომელიც ირთვება კარების ან კაპოტის ძალისმიერი გაღების შემთხვევაში. შესაძლებელია ასევე უფრო რთული, 1 კატეგორიის Thatcham სისტემის დაყენება. ის ავტომატურად იცავს სატრანსპორტო საშუალების დაკეტვისას, ირთვება ძლიერი განგაში ძალისმიერი გაღების დროს ან სატრანსპორტო საშუალების დაძვრისას, ასევე თუ მოძრობის სენსორები აღიქვამენ მოძრაობას ფურგონის შიგნით.

Bookmark & Share