მწარმოებლურობა და ეფექტურობა

მწარმოებლურობა, ეკონომიურობა და მსუბუქი ავტომობილის მსგავსი მანევრირება

Tourneo Custom აღჭურვილი უახლესი დიზელის ძრავით, რომელიც გვთავაზობს დინამიურ მახასიათებლებს და გამორჩეულ ეკონომიას სამი სხვადასხვა სიმძლავრის ძრავით. ამავე დროს, ECOnetic-ის რიგი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ავტომობილის მაღალ მწარმოებლურობას როგორც საწვავის ეფექტური და ეკონომიური გამოყენების მიზნით ასევე მინიმალური CO2 გამონაბოლქვით

  • სიმძლავრე

    უახლესი Tourneo Custom საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ თქვენთვის მისაღები სიმძლავრე და საწვავის ეკონომიის სათანადო დონე. დარწმუნებული იყავით, რომ ეს იქნება თქვენი სამუშაოსთვის იდეალური კომბინაცია

    დიზელის საწვავის მძლავრი, ეკონომიური ძრავა

    ford

    Tourneo Custom იწარმოება მოწინავე ეკონომიური 2.2 ლიტრი ტევადობის Duratorq TDCi დიზელის ძრავით, ექვსი სიჩქარის მქონე ხელის ტრანსმისიით და წინა ბორბლების ამძრავით
    არჩევანის შესაბამისად, მას გააჩნია სიმძლავრის სამი დონე:: 100 PS/310 Nm, 125 PS/350 Nm ან 155 PS/385 Nm. რომელ სიმძლავრეზეც არ შეაჩერებთ არჩევანს, ტორსიონი და ტორსიონის მიწოდება გაუმჯობესებულია, ამგვარად სატრანსპორტო საშუალებას გააჩნია საკმარისი სიმძლავრე დატვირთულობის მიუხედავად – ადგილიდან დაძვრის მომენტშიც კი.
    Ford ECOnetic ტექნოლოგიებთან კომბინაციაში ძრავა ამცირებს შენახვის ხარჯებს, ფურგონის უარყოფით გავლენას გარემოზე და შეესაბამება გამონაბოლქვის შესახებ Euro Stage V–ის ნორმატივებს.

  • ეკონომია

    Transit Custom აღწევს საწვავის წარმოუდგენელ ეკონომიას. ECOnetic–მოდელი მოიხმარს 6.1ლ/100კმ და გამოყოფს 162გრ/კმ/ CO2–ს*. ისევე როგორც თვით ეკონომიური ძრავა, ECOnetic ტექნოლოგიების დიაპაზონი გაერთიანდა აღნიშნული გამაოგნებელი ციფრის მისაღწევად

    მოიხმარს ნაკლებ საწვავს ავტომატური გაშვების (Auto-Start-Stop) დახმარებით

    ford

    როდესაც თქვენი ფურგონი არ მოძრაობს, მაგალითად, შუქნიშანზე ან რიგში, ეს არჩევითი ტექნოლოგია ავტომატურად თიშავს ძრავას (ამავე დროს კვლავ აწვდის ენერგიას პირველი საჭიროების საშუალებებს, როგორიცაა კონდიციონერი და რადიო) და შემდეგ ისევ ჩართავს მას, როდესაც მზად ხართ დაძვრისთვის. სისტემა უკიდურესად ეფექტურია, თუკი დროის უმეტეს ნაწილს ქალაქში მოძრაობთ, სადაც შეძლებთ 10% –ზე მეტი საწვავის დაზოგვას (ქალაქის ციკლი).


    თქვენი აკუმულატორის დატენვის უფრო გონივრული ხერხი

    ford

    ჩვეულებრივი სისტემებისგან განსხვავებით, რეგენერაციული დამტენი Smart Regenerative Charging დაგიტენით აკუმულატორს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და შეძლებისდაგვარად არიდებს თავს მაშინ, როდესაც აჭერთ აქსელერატორზე. ეს საშუალებას იძლევა დაზოგოთ მეტი საწვავი და კიდევ უფრო შეამციროთ გამონაბოლქვი.



    გადართვის ინდიკატორი საწვავ–ეფექტური გადართვის გადამცემისთვის

    ford

    ხელსაწყოთა პანელზე ანთებული შუქი მიგითითებთ, როდის უნდა შეცვალოთ სიჩქარე საწვავის მაქსიმალური ეკონომიისთვის. ეს არის მარტივი, მაგრამ ეფექტური გზა ეკონომიის მისაღწევად მგზავრობის დროს.

Bookmark & Share