მართვის გამოცდილება

მარტივი მართვა ულტრა მოქნილი სივრცით

Tourneo Custom-ის დახვეწილი ტექნოლოგია ტარებას ამარტივებს, განსაკუთრებით კი ურბანულ ადგილებში, რადგან მას გააჩნია ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა პარკინგის სენსორები და უკანა ხედვის კამერა. უფრო მეტიც, კაბინას გააჩნია ბარგის ჩასადები დიდი სივრცე და გასაშლელი მაგიდა, რომელი იდეალურია ლეპტოპებისთვის. უკან მოთავსებულია ულტრა მოქნილი სკამების სისტემა, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მგზავრებისა და ბარგის ტარება ნებისმიერ კომბინაციაში. (თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭერზე განთავსებული ინტეგრირებული საბარგული, თუ გჭირდებათ უფრო მეტი სივრცე ველოსიპედებისთვის, სერფინგის დაფებისა და სალაშქრო აღჭურვილობისთვის).Ford SYNC ხმოვანი კონტროლი ნიშნავს იმას, რომ თქვენ მუდამ კონტაქტზე იქნებით მობილური ტელეფონის მეშვეობით და შეგიძლიათ გაერთოთ კიდევაც და ყოველივე ეს ხელების გამოყენების გარეშე. მაგრამ Tourneo Custom არ არის მხოლოდ სივრციანი და პრაქტიკული. ის მდიდრული და კომფორტულიცაა. სკამები და საჭე რეგულირებადია, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ ისინი თქვენთვის სასურველ პოზიციაში. აგრეთვე ხელმისაწვდომია გათბობა წინა სკამებზე და შესაძლებელია უკანა სკამების გადაკეცვა.

  • მართვის ტექნოლოგია

    Tourneo Custom –ს გააჩნია რიგი დამატებითი ფუნქციები, რომელიც შემუშავებულია ტარების მაქსიმალურად გამარტივებისთვის.

    ადვილი რევერსირება უკანა ხედვის კამერის საშუალებით

    fordბოძები, ბუნკერები, დაბალი კედლები... უკანა ხედვის კამერა გიჩვენებთ უკანა ხედვის სარკეში ჩამონტაჟებულ ეკრანზე ყველაფერს, რაც თქვენს უკან მდებარეობს. აღნიშნული გეხმარებათ არა მარტო იმის დანახვაში, რაც შესაძლოა გამოგრჩათ, არამედ ავტომობილის დაყენებაში, ვირტუალური ხაზების საშუალებით, რომლებიც აჩვენებენ გზას უმცირესი ფართისკენ. დამატებითი კომფორტისთვის ის ავტომატურად აქტიურდება უკანა სვლის არჩევისას. უკანა ხედვის კამერა შედის „მოძრაობის რიგის შეცვლის შეტყობინების სისტემის" (Lane Keeping Alert) პაკეტში (იხ. გვერდი „წესრიგი და უსაფრთხოება").

    სენსორები, რომლებიც აადვილებენ მანქანის დაყენებას

    ford

    პარკინგის მანძილის სენსორები (დამკვეთის სურვილით) საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ მანძილი თქვენს ავტომობილსა და წინააღმდეგობებს შორის, რომლებიც თქვენს წინ ან უკან მდებარეობენ. ობიექტის აღმოჩენისას ისინი ააქტიურებენ ხმოვან გაფრთხილებას, რომელიც მასთან მიახლოებისას ძლიერდება. აღნიშნული ფუნქცია შემუშავებულია იმისათვის, რომ უფრო თავდაჯერებულად დააყენოთ მანქანა


    ადვილი მანევრირება ღამით

    ford

    ღამით, როდესაც აუცილებელია მკვეთრი მოხვევა,
    Tourneo Custom გეხმარებათ მოხვევის მაშუქის ახალი ფუნქციით (დამკვეთის სურვილით). ის აქტიურდება 30 კმ–ზე ნაკლებ სიჩქარეზე, საჭის მოტრიალებისას ან მოხვევის მაშუქების მუშაობისას. მოხვევის მაშუქი, რომელიც მოთავსებულია ფარის ზედა ნაწილში, ავტომატურად ირთვება გზის სათანადო მხარის გასანათებლად, რაც გეხმარებათ გზის უკეთ დანახვაში. ამგვარად, იოლდება მანევრირება.

    ნაკლებად მომქანცველი, მეტად ეკონომიური მოგზაურობა

    ford

    სიჩქარის ავტომატური რეგულირების სისტემა (Cruise Control ) სიჩქარის რეგულირებად შემზღუდველთან ერთად (Adjustable Speed Limiter) ხელს უწყობს თქვენს ფურგონს შეინარჩუნოს თქვენს მიერ წინასწარ შერჩეული სიჩქარე. ეს დაგიზოგავთ საწვავს, მინიმუმამდე დაიყვანს სიჩქარის გადაჭარბებას და სიჩქარის ავტომატური რეგულირების ყველა სისტემის მსგავსად შეგინარჩუნებთ მოცემულ სიჩქარეს ისე, რომ თქვენ აღარ დაგჭირდებათ მუდმივად ფიქრი ამაზე.

  • კომფორტი და მოხერხებულობა

    მოდური კაბინა და თანამედროვე ტექნოლოგიები ცხოვრებას უფრო მარტივს, კომფორტულს და Tourneo Custom-ის მძღოლისთვის უფრო დაკავშირებულს ხდის. ხოლო მგზავრებს კი შეუძლიათ მოისვენონ ვრცელ და მდიდრულ უკანა კაბინაში, რომელიც უზრუნველყოფილია გვერდითი ფანჯრის ფარდებით და სკამებით, რომელთა გადაწევაც შეიძლება.

    მოდური კაბინა და თანამედროვე ტექნოლოგიები ცხოვრებას უფრო მარტივს, კომფორტულს და Tourneo Custom-ის მძღოლისთვის უფრო დაკავშირებულს ხდის. ხოლო მგზავრებს კი შეუძლიათ მოისვენონ ვრცელ და მდიდრულ უკანა კაბინაში, რომელიც უზრუნველყოფილია გვერდითი ფანჯრის ფარდებით და სკამებით, რომელთა გადაწევაც შეიძლება.


    ნოვატორული უკანა სკამები, რომელთა დარეგულირება თქვენი სურვილის შესაბამისად შეგიძლიათ

    ford

    თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ 30-ზე მეტი განსხვავებული პოზიცია ახალ მოქნილ უკანა სკამებში. მაგალითად, თუ არ იყენებთ სკამს შეგიძლიათ გადაკეცოთ იგი წინ, რაც მოგცემთ დამატებით სივრცეს ბარგისთვის. თუ მგზავრს სჭირდება მაგიდა, თქვენ შეგიძლიათ ჩამოსწიოთ ნებისმიერი სკამის ზურგი და მიიღოთ ბრტყელი ზედაპირი. და საბოლოოდ, ბარგისთვის მაქსიმალური სივრცისთვის, შეგიძლიათ მთლიანად აიღოთ სკამები. იხილეთ როგორ მუშაობს მოქნილი უკანა სკამების სისტემა.


    Ford SYNC. ხმოვანი კავშირის მოწინავე ტექნოლოგია

    ford

    Ford SYNC –ხმოვანი მართვის საშუალებით შეგიძლიათ მართოთ თქვენი მუსიკა. თქვენ ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ და მიიღოთ სატელეფონო ზარები მობილურ ტელეფონზე, ხელის დაუკარებლად, მარტივი, მოხერხებული ხმოვანი ბრძანებების საშუალებით. მაგალითად, თუ უბრალოდ იტყვით „სახლში დარეკვა" ("Call home"), სისტემა აკრეფს თქვენი ბინის ტელეფონს (თუკი „სახლი" შეტანილია თქვენი მობილური ტელეფონის კონტაქტების სიაში). გარდა ამისა, მას ასევე შეუძლია ხმამაღლა წაიკითხოს თქვენს მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი ტექსტური შეტყობინებები.*

    SYNC ასევე იძლევა მუსიკის გაშვების საშუალებას USB ან MP3/iPod–დან, ან მუსიკის ჩართვას თქვენს მობილურ ტელეფონზე, ანალოგიური მარტივი ხმოვანი ბრძანებების საშუალებით. ასე რომ, შეგიძლიათ მუდმივად აკონტროლოთ საჭე და გზა.

    მეორე მნიშნელოვანი კონსტრუქციული ფუნქცია – სასწრაფო დახმარება. იმ პირობით, რომ თქვენი მობილური ტელეფონი მიერთებულია SYNC–თან, ამ ტექნოლოგიას შეუძლია უკანასკნელის გამოყენება ავარიული სამსახურების გამოძახებისთვის იმ შემთხვევაში, თუ იგი აღმოაჩენს, რომ ავარიაში მოხვდით.


    ინტეგრირებული საბარგული ჭერზე ზრდის მოხერხებულობას, ეკონომიას და ამცირებს ხმაურს

    ford

    უნიკალური და ნოვატორული საბარგული ჭერზე უბრალოდ იკეცება ბრტყელ მდგომარეობაში, როცა არ ხდება მისი გამოყენება. გარდა იმისა, რომ უკვე აღარ გჭირდებათ საბარგულის დამაგრება და მოხსნა, თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად გახვიდეთ ადგილებში, სადაც სიმაღლე 2მ-მდეა შეზღუდული. აგრეთვე ის გეხმარებათ საწვავის ეკონომიაში და უფრო მშვიდადაც მგზავრობთ, რადგან ქარის ხმაური შემცირებულია. მას შეუძლია ატაროს დამატებითი 130კგ.


    ადვილი მისაწვდომობა ყოველი მხრიდან

    ford

    Tourneo Custom -ს გააჩნია ორი სრიალა კარი და ასასვლელი კიბის დაბალი საფეხური ავტომობილში ადვილად შესასვლელად. უკანა კარების მეშვეობით კი ადვილად მიგიწვდებათ ხელი საბარგულ სივრცეზე, რომელიც ავტომობილის უკანა მხარესაა განტავსებული.




    ახალი, უფრო კომფორტული წინა სავარძლები

    ford

    მძღოლის სავარძელი მთლიანად რეგულირდება, ისევე როგორც საჭე, რათა შეძლოთ თქვენთვის იდეალური მართვის პოზიციის შერჩევა. მას ასევე აქვს ჩაშენებული საიდაყვე, ხოლო ზურგის რეგულირებადი დამჭერი და სავარძლის გათბობა დამატებითი შესაძლებლობებია. მართლაც, სატვირთო მანქანის სანდო სტანდარტების პირობებში სავარძლები უზრუნველყოფენ ისეთივე მაქსიმალურ კომფორტს, როგორც მსუბუქი ავტომობილები. შესაბამისად, მნიშვნელობა არა აქვს, იყენებთ თუ არა თქვენს ფურგონს შორეული დისტანციებისთვის თუ ხანმოკლე ხშირი მგზავრობისთვის, თქვენ ისიამოვნებთ მშვიდი დღით ოფისის სკამზე.


    ყველაფერი, რაც გზაში მუშაობისთვის გჭირდებათ

    ford

    Tourneo Custom –ის კაბინას გააჩნია საკმარისი ფუნქციები იმისათვის, რომ ხელი შეგიწყოთ მუშაობაში. მაგალითისთვის, თუ თქვენ აირჩევთ წინა მგზავრის ორმაგ სავარძელს, ცენტრალური სავარძელი აღჭურვილი იქნება გასაშლელი მაგიდით, რომელიც საკმარისად დიდი იქნება ლეპტოპისთვის ან საქაღალდე–პლანშეტისთვის. თქვენ ასევე ისარგებლებთ განსაცვიფრებელი შესანახი ფართით. შესანახი ფართის დაფარული არე, რომელიც მოთავსებულია წინა მგზავრის ორმაგი სავარძლის ქვეშ, სადაც შესაძლებელია 93
    ლიტრის მოთავსება; დაფარული განყოფილება თქვენი მობილური ტელეფონის ან
    MP3/iPod–ის ინსტრუმენტების პანელზე (12–ვოლტიანი ჩამრთველის ჩათვლით); ნივთების სათავსი („ბარდაჩოკი"), რომელშიც შეგიძლიათ მოათავსოთ A4 ზომის საქაღალდეები; და რასაკვირველია, ბოთლის და ჭიქის რამდენიმე მოსახერხებელი დამჭერი


    იმდენი გართობა, რამდენიც გნებავთ

    ford

    ხელმისაწვდომია მანქანის უახლესი გასართობი და საინფორმაციო მოწყობილობა, DAB–რადიო, CD, USB–პორტი, მულტიფუნქციური დისპლეი, ნავიგაცია მთელი ევროპის მასშტაბით, უკანა ხედვის კამერა, Ford SYNC და დინამიკების რთული მოწყობილობა.



    მწმენდავები, რომლებიც ავტომატურად ერგება წვიმას

    ford

    წვიმაზე მგრძნობიარე მწმენდავები ავტომატურად იწყებენ მოქმედებას, როგორც კი აღმოაჩენენ სინოტივეს საქარე მინაზე, შემდეგ არეგულირებენ თავიანთ სიჩქარეს ნებისმიერი ამინდის შესაბამისად. თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ მგრძნობელობის ექვსი დონიდან სასურველი, ისინი განსაზღვრავენ, თუ რამდენი ტენი გამოიყოფა მანამდე, ვიდრე მას მწმენდავები აიღებენ. წვიმაზე მგრძნობიარე მწმენდავები ხელმისაწვდომია ავტოფარების ოპციის სახით (იხ.ქვემოთ).


    ფარები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად ირთვება

    fordTourneo Custom აღჭურვილია სენსორებით, რომლებსაც შეუძლიათ შუქის კლების დადგენა და ავტოფარების ჩართვა, რაც აადვილებს მანქანის ტარებას ბინდში. ისინი აგრეთვე ავტომატურად ირთვება გვირაბში შესვლისას. ავტოფარები ხელმისაწვდომია წვიმაზე მგრძნობიარე მწმენდავების დამატებით შესაძლებლობების პაკეტში (იხ.ზემოთ).



    საქარე მინა გამლღვობით „Quickclear" გვანთავისუფლებს გადაფხეკისგან

    ford

    უბრალოდ დააჭირეთ თითი ღილაკს და ინტრეგრირებული გამათბობელი ელემენტები სწრაფად გაწმენდენ ყინულს ან თოვლს, და თქვენ აღარ მოგიწევთ ამის გაკეთება (დამატებითი შესაძლებლობების პაკეტი)




    საწვავის მარტივი ჩასხმა Ford–ის ავტომანქანაში, არაკვალიფიცირებული მომსახურებისგან დაცული საწვავის შევსების სისტემა Easy-Fuel

    ford

    აღნიშნული სისტემა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის არასათანადო საწვავის ჩასხმას თქვენს ფურგონში, ვინაიდან შეუსაბამო მილი უბრალოდ არ მიუერთდება მას. ხოლო ვინაიდან Ford–ის Easy-Fuel სისტემა საცმის გარეშეა, თქვენ არასდროს მოგიწევთ საწვავის ჭუჭყიან საცმთან შეხება.



    უკანა ხედვის სარკეები, რომლებიც საფრთხის მოახლოებისას იკეცება

    ford

    დამატებითი შესაძლებლობების პაკეტში შემავალი ელექტრონული კვების სარკეები ღილაკზე დაჭერისას შიგნით იწევა, შემთხვევითი დაზიანებების თავიდან ასაცილებლად. ისინი თბება, რათა უზრუნველყონ ზუსტი ხედვა ყინვაში, აღჭურვილია მოხვევის გვერდითი მიმთითებლებით (ინდიკატორებით).



    ავტომატური შორი განათების შუქი. გეხმარებათ უკეთ დანახვაში, სხვა მძღოლებისთვის თვალის მოჭრის გარეშე

    ford

    საჭირო დახმარება ღამით ტარებისას, Auto High Beam დროებით ხრის შორი ნათების შუქს შემხვედრი მოძრაობის ან წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების აღმოჩენისას, რითაც თავიდან იცილებს სხვა მძღოლებისთვის თვალის მოჭრას. შემდეგ ის ავტომატურად უბრუნდება შორ განათებას და გაძლევთ მაქსიმალური ხილვადობის საშუალებას. Auto
    High Beam შესულია მოძრაობის რიგის შეცვლის შეტყობინების სისტემის (Lane Keeping Alert) დამატებითი შესაძლებლობების პაკეტში

  • მართვა

    TourneoCustom –ში შერწყმულია ტარების შესანიშნავი სიმსუბუქე და მართვადობა, საჭის მართვის სიზუსტე, მაღალი სტაბილურობა და მდგრადობა დატვირთვის ყველა დონეზე. ფაქტია, რომ აღნიშნული ავტომანქანა გთავაზობთ Ford–ის ავტომობილებისთვის დამახასიათებელ მანქანის მართვის სიამოვნებას.


    მართვადი ავტომობილი შესანიშნავად დარეგულირებული შასით

    ford

    ზედმიწევნით დარეგულირებული, წინა და უკანა ღერძებში ჩამაგრებული შასი მდგრადობის და კონტროლის შესანიშნავ დონეს იძლევა. მისი უპირატესობაა ოპტიმიზირებული, ზედმიწევნით კარგად ჩამაგრებული კონსტრუქცია




    მაქსიმალური მოჭიდება მეტი კონტროლის მიზნით

    ford

    მბრუნავი მომენტის ვექტორიზაციის კონტროლი (Torque Vectoring Control) გზის საფარზე წამში
    100–ჯერ რეაგირებს. (რაც33–ჯერ აღემატება თვალის დახამხამებას).
    ამ ინფორმაციის გამოყენებით ის აბალანსებს თითოეულ წინა საბურავზე მიწოდებულ სიმძლავრეს. აღნიშნული ახდენს წატაცების მაქსიმიზაციას და ეხმარება ავტომანქანის მართვას, მოხვევას და უსწორმასწორო ადგილებზე გადაადგილებას.

Bookmark & Share