ამბები


  • ახალი „ფორდ ფიესტა“

    ford

    როგორც დაგეგმილი ჰქონდა, „ფორდმა" თავის პოპულარულ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „ფიესტას" ახალი თაობის პრეზენტაცია კიოლნში ჩაატარა. დამსწრე საზოგადოებას ახალი ავტომობილი ერთდროულად ოთხი ვერსიის სახით წარუდგინეს. ესენია „ST-ლაინი", „ტიტანიუმი", ტოპ ვერსია „ვინიალე" და „ექტივი", ანუ როგორც მოიხსენიებენ, სოფტ-როუდერი (გრუნტზე მოსიარულე). როგორც მოსალოდნელი იყო, „ფიესტა" გაბარიტებში გაიზარდა. ის ახლანდელ მოდელზე 71 მილიმეტრით გრძელი და 12 მილიმეტრით განიერია. ამით პირველ რიგში, ინერიერმა იხეირა, რომელსაც სივრცე მოემატა.გარდა ამისა, ავტომობილს იერიც ოდნავ შეეცვალა - მას უფრო სწორხაზოვანი ფორმები და სწორი ზედაპირები ახასიათებს, რაც მის სოლიდურობას უსვამს ხაზს. კიდევ უფრო გაუმჯობესდა სუბკომპაქტური მოდელის შესრულების ხარისხი. ამასთან, მეტი ყურადღება მიექცა დეტალებს. მაგალითად, საქარე შუშის საწმენდების ფრქვევანები კაპოტის ქვეშაა დამალული, უკანა ფარებზე აღარ ჩანს სამაგრები.იგივე ტრენდი შეიმჩნევა სალონშიც, სადაც ყურადღებას იქცევს მთლიანი ცენტრალური კონსოლი, რომელიც რბილად გადადის მაჩვენებლების ციფრულ დაფაში. კონსოლის ცენტრში კი ადგილი სენსორულმა ეკრანმა (რომელიც შეიძლება იყოს 4.2, 6.5 და 8-დუიმიანი), რომელიც ეგრეთ წოდებულ მოლივლივე სტილშია შესრულებული. ახალი „ფიესტას" ძარა წინამორბედისაზე მტკიცეა, უკეთ ახშობს გარე ხმაურს, უძლებს ვიბრაციებს და უძლებს ცუდ გზებს.

  • „ფორდის“ ლე მანის ჩემპიონები „ლეგოს“ შესრულებით

    ლე მანზე თავის პირველი გამარჯვების ნახევარსაუკუნოვან იუბილეს „ფორდმა" ბევრი რამ მიუძღვნა. რა თქმა უნდა, მათ შორის ყველაზე გამორჩეული, იმავე ლე მანზე, თავის კლასში გამარჯვება იყო. ახლახანს კი „ლეგოს" შემწეობით, კიდევ ერთი საიუბილეო საჩუქარი მიუძღვნა თავისი პროდუქციის და კერძოდ, ლეგენდარული GT40-ის და მისი წარმატებული შთამომავლის, GT-ს ფანებს. უფრო სწორედ, მათს შვილებს.ესაა „ლეგოს" მიერ თავისი აგურებით დამზადებული „ფორდ GT40" და „ფორდ GT", სერიიდან „ლეგო სპიდ ჩემპიონს". ამ სუვენირებს მოყვება გუნდის ტექნიკური პერსონალის ფიგურები, დროშა და ლე მანის 24-საათიან რბოლაში მოპოვებული თასი.

    „ჩემს გუნდში ბევრი ადამიანი 1966 წელს „ფორდის" ისტორიული გამარჯვების შთაგონებით გაიზარდა. ახლა კი მათ გამოსცადეს სიამოვნება, როცა ლეგოს აგურებით დიზაინზე მუშაობდნენ. ეს კიტი შესანიშნავი საშუალებაა იმისა, რომ მოვყვეთ ლე მანის ისტორია და იმედია, მომავალში ბევრი მრბოლის, ინჟინრის და დიზაინერის შთაგონების წყარო გახდება", - ამბობს „ფორდ პერფორმენსის" გლობალური დირექტორი დეივ პერიაკი.

    ford

Bookmark & Share