მახასიათებლები

  • მართვა

    საიმედოობა, რომელსაც ემატება ინტელექტუალური ტექნოლოგიები თავის სეგმენტში Ford Ranger ყოველთვის ითვლებოდა ერთერთ ისეთ პიკაპად, რომელსაც გააჩნია უნარი დასძლიოს ნებისმიერი სამუშაო. ახლა, აღჭურვილი მრავალრიცხოვანი ინოვაციური ტექნოლოგიებით, ის, აგრეთვე ერთერთი ყველაზე «ინტელექტუალური» გახდა.


    ხმით მართვის ტექნოლოგია

    ford

    სისტემა Ford SYNC 2 მუსიკის ჩართვის, ნავიგაციური სისტემის და კლიმატ-კონტროლის მართვის, აგრეთვე სატელეფონო ზარების განხორციელების და მიღების საშუალებას იძლევა მარტივი, ინტუიციურად გასაგები ხმით გაცემული ბრძანებების ან ფერადი სენსორული 8 დიუმიანი დიაგონალის მქონე დისპლეის მეშვეობით. თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ადგილობრივი რესტორნების სია, თუ უბრალოდ იტყვით: «მე მშია», ან გახსნათ მიშლენის გიდი, რომელიც დაგეხმარებათ რესტორნის არჩევაში და მაგიდის დაჯავშნაში.

    Wi-Fi მიერთება ხორციელდება წვდომის წერტილების გავლით USB-მოდემის მეშვეობით, ხოლო ავარიის შემთხვევაში Ford Emergency Assistance ექსტრემალური დახმარების სისტემას შეუძლია ავტომატურად გამოიძახოს გადაუდებელი (ექსტრემალური) დახმარების სამსახურები.


    ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი

    ford

    ადაპტური კრუიზ-კონტროლის ტექნოლოგიის წყალობით შეიძლება შერჩეული იქნეს მოძრაობის სასურველი სიჩქარე, ხოლო სისტემა შეინარჩუნებს მას ავტომატურად.

    თუ რადარი აღმოაჩენს წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას, სისტემა შეანელებს თქვენი ავტომობილის მოძრაობას და შეინარჩუნებს წინასწარ დადგენილ დისტანციას. როგორც კი გზა თქვენს წინ ისევ თავისუფალი გახდება, სისტემა დააბრუნებს
    ავტომობილს თქვენს მიერ დადგენილ სიჩქარესთან.


    წინ დაბრკოლების არსებობის შესახებ შეტყობინების ფუნქცია: ყოველთვის მზადყოფნაში

    fordეს სისტემა აფრთხილებს მძღოლს წინ მიმავალ ავტომობილთან შეჯახების საფრთხის შესახებ, ამით ის ეხმარება შესაძლო საგზაო შემთხვევის თავიდან აცილებაში.* რადარი, რომელიც ახალი Ranger-ის წინა ნაწილშია დაყენებული, გამოავლენს
    ავტომობილებს, რომელნიც მოძრაობენ თქვენზე ნელა თანხვედრი მიმართულებით და გამოსცემს ვიზუალურ და ხმოვან გაფრთხილებას დისტანციის სწრაფად შემცირების შემთხვევაში. თუ თქვენ არ რეაგირებთ და აგრძელებთ სხვა ავტომობილთან მიახლოებას, ახალი Ranger წინასწარ მიაწოდებს წნევას ექსტრემალური დამუხრუჭებისას დახმარების სისტემაში და აამაღლებს მის მგრძნობელობას, ამიტომ სატერფულზე მსუბუქი დაჭერისასაც კი სამუხრუჭო ძალისხმევა მნიშვნელოვნად გაიზრდება და სწრაფად გაჩერების საშუალებას მისცემს.

    *ეს სისტემა დამხმარეს წარმოადგენს. მას არ შეუძლია მძღოლის ყურადღების შეცვლა, სიტუაციის შეფასება ან გადაწყვეტილების მიღება მუხრუჭების გამოყენების თაობაზე. ეს სისტემა მუხრუჭებს ავტომატურად არ ჩართავს. თუ მძღოლი არ დააჭერს მუხრუჭის სატერფულს, ამას შეიძლება შეჯახება მოჰყვეს.


    გადასართავი 4x4 ნებისმიერი რელიეფისთვის

    fordაირჩიეთ რეჟიმი 4x2 ჩვეულებრივ პირობებში სასიარულოდ, 4x4 High Range — ცუდი საგზაო პირობებისათვის და გრუნტის გზებისთვის და 4x4 Low Range — სრულ უგზოობაში მოძრაობისთვის. მოძრაობისას გადართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით თქვენ შეძლებთ გადაერთოთ რეჟიმიდან 4x2 რეჟიმში 4x4 High Range და უკან ავტომობილის მოძრაობის დროს.



    მოწინავე სისტემა, რომელიც დაგეხმარებათ არჩეულ ზოლზე მოძრაობის დარჩენაში

    ford

    გზაზე თვალყურის დევნებისთვის წინ მიმართული კამერის მეშვებით მოძრაობის ზოლის შეცვლის შესახებ გამაფრთხილებელი სისტემა განსაზღვრავს, თუ თქვენ უნებლიედ იწყებთ გადასვლას თქვენი ზოლიდან. მოძრაობის ზოლის შეცვლის შესახებ გამაფრთხილებელი სისტემა აფრთხილებს მძღოლს საჭის ვიბრაციის მეშვეობით და ასახავს ვიზუალურ გაფრთხილებას. თუ თქვენ რეაგირებთ ნელა ან არ რეაგირებთ საერთოდ, მოძრაობის ზოლის შეცვლის შესახებ გამაფრთხილებელი სისტემა დაგეხმარებათ შესაბამის ზოლზე უსაფრთხოდ დაბრუნებაში. ეს სისტემა შემუშავებულია მრავალზოლიანი გზებისთვის (მაგალითად, ავტომაგისტრალებისთვის) და ავტომატურად გამოირთვება 65 კმ/სთ-ზე
    დაბალი სიჩქარისას, აგრეთვე შეიძლება გამორთული იქნეს ხელით.


    ხედავს საგზაო ნიშნებს, რომლებიც თქვენ შეიძლება ვერ შეამჩნიეთ

    ford

    საგზაო ნიშნების ამოცნობის სისტემა შეიძლება თვალყურს ადევნებდეს მუდმივ ან დროებით ნიშნებს გზის პირში ან გზის ზემოთ. ხელსაწყოთა პანელზე ინთება ნიშანი სიჩქარის შეზღუდვის ან გასწრების აკრძალვის შესახებ და იცვლება სიჩქარის სხვა შეზღუდვის მქონე ზონაში შესვლის შემთხვევაში. საგზაო ნიშნების ამოცნობის სისტემა ოპციის სახით ხელმისაწვდომია მოძრაობის ზოლის შეცვლის შესახებ გამაფრთხილებელ სისტემასთან ერთად.



    მაშუქების შორი განათების ავტომატურად გადართვის ფუნქცია. გეხმარებათ ხედვაში სხვის დაუბრმავებლად

    ford

    სასარგებლო ღამის პერიოდში ტარებისას, მაშუქების შორი განათების ავტომატური ჩართვის სისტემა დროებით გადაერთვება ახლო განათებაზე, თუ წინ აღმოაჩენს ავტომობილს ან შემხვედრ მოძრაობას, რათა თავიდან აიცილოს სხვა მძღოლების დაბრმავება. შემდეგ ის ისევ ავტომატურად ჩართავს შორ განათებას და უზრუნველყოფს ამით გზის მაქსიმალურ ხედვადობას. შორი განათების ავტომატურად მართვის სისტემა ოპციის სახით ხელმისაწვდომია მოძრაობის ზოლის შეცვლის შესახებ გამაფრთხილებელ სისტემასთან ერთად.



    მძღოლის გაფრთხილების სისტემა. დასვენების დროა?

    fordმძღოლის გაფრთხილების სისტემა უწყვეტად თვალყურს ადევნებს თქვენს ქცევას ტარებისას და ემსახურება იმას, რომ აღმოაჩინოს ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შეიძლება დაღლით იყოს გამოწვეული. თუ ის განსაზღვრავს, რომ თქვენი სიფხიზლე მოდუნდა, დისპლეიზე გაჩნდება გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც დასვენებას გირჩევთ.

  • მუშაობა და ეფექტურობა

    დამატებითი სიმძლავრე ძრავების მოწინავე ტექნოლოგიების წყალობით

    სპეციალურად განკუთვნილი და კონსტრუირებული ავტომობილის სრული ამძრავის სისტემასთან


    (4WD) შეთავსებით სამუშაოდ, მოდერნიზებული ძრავების ხაზი გამოირჩევა მაღალი ტექნოლოგიური მახასიათებლებით და მაღალი ეფექტურობით, სიმძლავრით და აწყობების სიზუსტით.


    უფრო მძლავრი და ეკონომიური დიზელის ძრავები

    ford

    დიზელის ძრავმა TDCI Duratorq 2,2 ლიტრის მოცულობით, რომელმაც საუცხოოდ გამოიჩინა თავი ეფექტურობის, სიმძლავრის და საიმედოობის წყალობით, გაიარა მოდერნიზაცია და გახდა კიდევ უფრო მძლავრი და ეკონომიური.

    აირჩიეთ ძრავი 130 ცხ. ძ.-ის სიმძლავრით შეთავსებით 6-საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ან ძრავი 160 ცხ. ძ.-ის სიმძლავრით 6-საფეხურიანი მექანიკური ან ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

    თქვენ კიდევ მეტი სიმძლავრე გჭირდებათ? მაშინ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დიზელის ძრავი TDCi Duratorq მოცულობით 3,2 ლიტრი, 200 ცხ. ძ.-ის სიმძლავრით და 470 ნ•მ მბრუნავი მომენტით.

    საწვავის ეკონომიის შთამბეჭდავი მაჩვენებლები (6,5 კ-დან/100 კმ-ზე) და CO2-ს გამონაბოლქვის დაბალი დონე (171 გ/კმ) —160 ცხ. ძ.-ის სიმძლავრის ძრავის მქონე ავტომობილისთვის, სრული ამძრავით, 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით და საბოლოო გადაცემის გადამცემი რიცხვით (FDR) 3,15.


    მექანიკური თუ ავტომატური გადაცემათა კოლოფი

    ford

    გთავაზობთ გადაცემათა კოლოფის ორ ვარიანტს 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ გადართვას, აგრეთვე 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მკაფიოდ გამართული გადართვის წერტილებით, რაც ბიძგების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.



    საწვავის ხარჯის შემცირება Auto-Start-Stop სისტემით

    ford

    როდესაც თქვენი ავტომობილი ჩერდება შუქნიშანთან ან საცობში, ამ სისტემას შეუძლია ავტომატურად გამორთოს ძრავი, თან ამავე დროს შეინარჩუნოს ენერგიის მიწოდება მნიშვნელოვანი სისტემებისთვის. ხოლო როდესაც თქვენ მზად იქნებით დაიწყოთ მოძრაობა, უბრალოდ დააჭირეთ ფეხი გადაბმის სატერფულს და ჩართეთ პირველი გადაცემა — და სისტემა თავიდან გაუშვებს ძრავს. ქალაქში Auto-Start-Stop სისტემამ შეიძლება შეამციროს საწვავის ხარჯი 10%-ით (ქალაქის ციკლში).


    უფრო მეტი არჩევანი

    fordყველა მძღოლს განსხვავებული მოთხოვნები აქვს. ამიტომ პირველად ავტომობილისთვის Ranger მექანიკური გადაცემათა კოლოფით და 2,2 ლიტრის მოცულობის Duratorq TDCi ძრავით და 160 ცხ. ძ.-ის სიმძლავრით გთავაზობთ წამყვანი ხიდის გადამცემი რიცხვების არჩევანს. ეს საშუალებას გაძლევთ გადაწყვიტოთ, თუ რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი — საწვავის ეკონომია თუ ბუქსირების შესაძლებლობები (დამატებითი გადამცემი რიცხვის არსებობისას)*.

  • კომფორტი და მოხერხებულობა

    სისტემები და ფუნქციები, რომელიც ეხმარება მძღოლს და ამარტივებს ავტომობილის მართვას

    სისტემებიდან, რომლებიც ამარტივებენ პარკირებას და უკანა სვლით მოძრაობას, ფუნქციებამდე, რომლებიიც გაწვდიან აუცილებელ ინფორმაციას, გეხმარებიან დანიშნულების პუნქტამდე მისვლაში და გინარჩუნებს სითბოს სალონსი ყველა მოწინავე ტექნოლოგიას, რომლითაც არის აღჭურვილი ახალი Ranger, გააჩნია პრაქტიკული დანიშნულება


    SYNC 2

    ford

    Ford SYNC 2 სისტემის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ადვილად მართოთ მნიშნველოვანი ფუნქციები, მაგალითად, მუსიკის ჩართვა, სანავიგაციო სისტემა და კლიმატ-კონტროლი, აგრეთვე განახორციელოთ და მიიღოთ სატელეფონო ზარები, გამოიყენოთ ხმოვანი ბრძანებები ან ფერადი სენსორული დისპლეი დიაგონალით 8 დიუმი. ისიამოვნეთ აუდიოსისტემების მაღალი ხარისხით, როდესაც იყენებთ რადიომიმღებს, CD-ფლეერს, USB-მეხსიერებას ან Bluetooth-ით შეერთებით ნაკადური აუდიოსიგნალის
    მიღებას.


    მარტივი მოძრაობა უკანა სვლით — თქვენ ხედავთ ყველაფერს, რაც ავტომობილის უკან ხდება

    ford

    შემზღუდავი ბარიერები, მოაჯირები, დაბალი კედლები… უკანა ხედვის კამერა ავტომატურად აქტიურდება უკანა გადაცემის ჩართვისას და ასახავს ავტომობილის უკან არსებულ ნებისმიერ ობიექტს ხელსაწყოთა კონსოლში ჩაშენებულ 8-დიუმიან ეკრანზე*. გარდა ამისა, სისტემა აჩვენებს ვირტუალურ მონიშვნას და ამით ეხმარება პარკირებას ყველაზე ვიწრო ადგილებში.

    *ავტომობილებზე, რომელნიც აგრეთვე აღჭურვილნი არიან Ford SYNC2 სისტემით


    სენსორები მაქსიმალურად კომფორტული პარკირებისთვის

    ford

    პარკირების სენსორები გეხმარებიან თქვენს ავტომობილს და მის წინ ან უკან ნებისმიერ დაბრკოლებას შორის არსებული მანძილის შეფასებაში. დაბრკოლების აღმოჩენისას სენსორები ააქტიურებენ გამაფრთხილებელ ხმოვან სიგნალს, რომელიც მანძილის შემცირებისას უფრო ინტენსიური ხდება.



    მნიშვნელოვანი საგზაო ინფორმაცია

    ford

    თქვენი საბორტო საგზაო კომპიუტერი გაცნობებთ მნიშვნელოვან ფაქტებს და ციფრებს გარბენის, საწვავის ხარჯის, სიჩქარის და გარე ტემპერატურის შესახებ. აგრეთვე, ის აჩვენებს სვლის მარაგს საწვავის მიხედვით, გამოთვლის რა, თუ რა მანძილის გავლა შეგიძლიათ ავზში დარჩენილი საწვავის მეშვეობით. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა შორეულ მგზავრობებში ან თუ თქვენ იცით, რომ გაემგზავრებით საკმაოდ დიდ მანძილზე.



    თანამგზავრული ნავიგაციის სისტემა დაგეხმარებათ დანიშნულების ადგილამდე მიღწევაში

    ford

    თანამგზავრული ნავიგაციის სრულად ინტეგრირებული სისტემა 8-დიუმიანი ფერადი სენსორული დისპლეით, უზრუნველყოფს დანიშნულების პუნქტის შეყვანას «ერთი დაჭერით» და ინფრასტრუქტურის ობიექტების მოძიებას ხმოვანი ბრძანებების მეშვეობით.



    იდეალური ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება

    ford

    ორზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ცალ-ცალკე დააყენოთ სასურველი ტემპერატურა კაბინაში მძღოლის მხრიდან და მგზავრის მხრიდან.




    სისტემა Ford Easy-Fuel დაგიცავთ არასათანადო საწვავის ჩასხმისგან

    ford

    ის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ახალი Ranger -ის გამართვას შეუფერებელი საწვავით, იმიტომ რომ თქვენ უბრალოდ ვერ შეძლებთ ავზის ნახვრეტში შეუფერებელი გასამართი პისტოლეტის ჩადგმას. ხოლო იმის წყალობით, რომ Ford Easy-Fuel სისტემაში არ გამოიყენება თავსახური, თქვენ მეტი აღარ დაგჭირდებათ საწვავის ავზის ჭუჭყიან თავსახურთან შეხება.



    ავტომატური მინის საწმენდები წვიმის სენსორები

    ford

    აირჩიეთ მგრძნობელობის ექვსი დონიდან ერთი, მინის საწმენდებისთვის წვიმის სენსორებით და ისინი ავტომატურად ჩაირთვებიან წვიმიან ამინდში. გარდა ამისა, წვიმის ინტენსიურობის მიხედვით მინის საწმენდების მუშაობის სიჩქარე დარეგულირდება ავტომატურად.



    მაშუქები, რომელნიც ირთვებიან ავტომატურად, როდესაც ეს აუცილებელია

    ford

    ახალი Ranger აღჭურვილია გადამწოდებით, რომელნიც განსაზღვრავენ სინათლის შემცირებას დღის ბოლოს ან განათებულობის დონის მკვეთრ ცვლილებას, მაგალითად, გვირაბში შესვლისას. მაშუქები ირთვებიან ავტომატურად, რაც ტარებას უფრო მარტივს და უსაფრთხოს ხდის.*



    საქარე მინის სწრაფად გაწმენდა Quickclear ტექნოლოგიის მეშვეობით

    ford

    ეს ინტელექტუალური ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ სწრაფად გაუდგეთ გზას ყინვიან დილას. უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს და სისტემა მოაცილებს ყინულს და გამოადნობს საქარე მინას რამდენიმე წამში, მაშინაც კი, როდესაც ქუჩაში ყინვაა.




    გვერდითი სარკეები, რომელიც იკეცება დაზიანების თავიდან ასაცილებლად

    ford

    გვერდითი სარკეების დაზიანება ადვილად ხდება შეზღუდული სივრცის პირობებში შესვლა-გამოსვლის დროს ან ვიწრო ქუჩებზე პარკირებისას. ელექტროამძრავიანი გვერდითი სარკეები ამას თავიდან აგაცილებენ — ღილაკზე დაჭერისას ისინი შიგნით იკეცებიან.



    მრავალი მოსახერხებელი სათავსო ნივთებისთვის

    ford

    კაბინის ნებისმიერ მოდიფიკაციაში არსებობს მრავალი სასარგებლო სათავსო ნივთებისთვის. მაგალითად, Double Cab-ში არსებობს ორი ვრცელი ნივთების სათავსო უკანა სავარძლების ქვეშ. კაბინის ტიპის მიხედვით სალონში შეიძლება იყოს სამი ნივთების სათავსო ცენტრალური კონსოლის არეში (მცირე, დიდი და უფრო დიდი გაგრილებით კონდიცირების სისტემიდან). მათში არის განყოფილებები საკვების შესანახად, აგრეთვე ჭიქების და ბოთლების სამაგრები, ღარები წვრილმანი ნივთებისთვის და მობილური ტელეფონისთვის განკუთვნილი ადგილი. უშველებელ ხელთათმანების ყუთში მოცულობით 11,9 ლიტრი მოთავსდება 15-დიუმიანი ნოუთბუქი, პატარა ქოლგა ან სხვა ნივთები.











  • დაცვა და უსაფრთხოება

    პასიური უსაფრთხოების სისტემები

    ახალი Ranger-ის გაძლიერებულ უსაფრთხოების კარკასს ემატება მძღოლის და მგზავრის სტანდარტული უსაფრთხოების ბალიშები, გვერდითი ბალიშებიდა უსაფრთხოების ფარდა ბალიშები, აგრეთვე მუხლების ბალისები მძღოლისთვის.

    დინამიური სტაბილიზაციის თანამედროვე ელექტრონული სისტემა გეხმარებათ ავტომობილზე კონტროლის შენარჩუნებაში. მოწინავე სიგნალიზაციის სისტემა იცავს თქვენს ავტომობილს ძარცვისგან.

    Ford SYNC 2 გადაუდებელი დახმარების სისტემით Emergency Assistance

    fordFord SYNC 2-ს მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს Emergency Assistance* გადაუდებელი დახმარების ფუნქცია. ეს ფუნქცია, რომელსაც სიცოცხლის შენარჩუნების უნარი გააჩნია, შემუშავებული იმისთვის, რომ დაგეხმაროთ გადაუდებელი დახმარების გამწევი სამსახურის გამოძახებაში და თქვენს ენაზე შეატყობინოს ოპერატორს თქვენი ავტომობილის ადგილმდებარეობის შესახებ.

    თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ გამოძახება ან, აუცილებლობის შემთხვევაში, გაესაუბროთ სამსახურის ოპერატორს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სისტემას შეუძლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის, მაგალითად, თქვენი GPS-კოორდინატების გადაცემა მაშინაც კი, თუ თქვენ უგონოდ იქნებით.

    * Ford Emergency Assistance გადაუდებელი დახმარების ფუნქცია მოქმედებს ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს ფუნქცია მოქმედებს თავსებად მობილურ ტელეფონთან შეთავსებით, რომელიც თქვენ გაქვთ თან ნებისმიერი აირბაგის (გარდა მუხლების აირბაგისა) ამუშავების მომენტში, ან როდესაც გადამწოდი, რომელმაც დაარეგისტრირა შეჯახება, გამორთავს საწვავის ტუმბოს. ტექსტური შეტყობინებების კითხვის ფუნქცია და Emergency Assistance გადაუდებელი დახმარების სისტემა ჯერ არ არის ხელმისაწვდომი ყველა ევროპულ ენაზე.


    მისაბმელის თანაბარი მოძრაობის უზრუნველყოფა

    ford

    მისაბმელის სტაბილიზაციის სისტემა (TSA) განსაზღვრავს მისაბმელის «წრიალს» ან ქანაობას და აქვეითებს ავტომობილის სიჩქარეს, ამით ის წყვეტს ამ პრობლემას და ამაღლებს მართვადობას ბუქსირების დროს. სისტემა ანელებს ავტომობილს, ამცირებს ძრავის ბრუნებს და თანდათან ზრდის სამუხრუჭო წნევას თვლებზე.



    დამატებითი კონტროლი დაღმართში მოძრაობისას

    ford

    დაღმართზე მდგრადობის კონტროლის სისტემა (HDC) უგზოობაში დაღმართზე მოძრაობისას სიჩქარის რეგულირებისთვის არის განკუთვნილი. ის მუშაობს, როგორც წინა გადაცემებზე, ისე უკანა გადაცემაზეც და მძღოლს არც კი სჭირდება მუხრუჭის ან აქსელერატორის სატერფულზე დაჭერა.



    ESC სისტემა გეხმარებათ შეინარჩუნოთ კონტროლი ნებისმიერ პირობებში

    ford

    დინამიური სტაბილიზაციის ელექტრონული სისტემა (ESC) მუდმივად თვალყურს ადევნებს ავტომობილის მოძრაობის ტრაექტორიას, ამჩნევს ნებისმიერ გადახრას კურსიდან (მაგალითად, მოცურების დაწყებას) და ავტომატურად ახდენს გზაზე ავტომობილის მდგომარეობის კორექტირებას. სისტემა გეხმარებათ ავტომობილზე კონტროლის შენარჩუნებაში, ხოლო ექსტრემალურ სიტუაციაში დაგეხმარებათ სამუხრუჭო მანძილის შემცირებაში


    მუდმივი დაცვა გადაბრუნებისგან

    ford

    გადამაბრუნებელი ძალების ზემოქმედების დამაქვეითებელი სისტემა (ROM) თვალყურს ადევნებს ავტომობილის მდგომარეობას და განსაზღვრავს ტარების სახიფათო პირობებს, რომელთან გადაბრუნების გამოწვევის უნარი გააჩნიათ. ასეთ შემთხვევაში ამუშავდება დინამიური სტაბილიზაციის ელექტრონული სისტემა, რათა დაარეგულიროს სიჩქარე და აღადგინოს
    ავტომობილის მდგრადობა.


    დამატებითი კონტროლი აღმართზე დაძვრისას

    ford

    აღმართზე დაძვრისას დახმარების სისტემა (HSA) დროებით არ აძლევს საშუალებას ავტომობილს დაგორდეს უკან ან წინ აღმართზე მოძრაობის დაწყებისას. სისტემა ინარჩუნებს წნევას სამუხრუჭო სისტემაში 2,5 წამით მეტ ხანს, რაც იძლევა მეტ დროს და კონტროლის შესაძლებლობას ფეხის მუხრუჭის სატერფულიდან აქსელერატორის სატერფულზე გადაადგილებისას.



    მაქსიმალური შეჭიდულობა მინიმალური ძალისხმევით

    fordმოწინავე ბუქსაობის საწინააღმდეგო სისტემა (TCS) ეხმარება თვლების გადამეტებული ბუქსაობის თავიდან აცილებაში და უზრუნველყოფს საუკეთესო შესაძლო შეჭიდულობას გზის ზედაპირთან, აუმჯობესებს სავალ თვისებებს და ავტომობილის მდგრადობას სწორედ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე აუცილებელია. სისტემა მუდმივად აკონტროლებს და არეგულირებს მბრუნავ მომენტს, რომელიც მოდებულია ავტომობილის თითოეულ თვალზე და ამით უზრუნველყოფს მაქსიმალურ კონტაქტს და შეჭიდულობას გზის ზედაპირთან მოძრაობის სიჩქარის გაზრდისას.


    კონტროლის ფუნქციები, რომელიც ადაპტაციას ახდენს დატვირთვაზე

    ford

    ტვირთის ადაპტური კონტროლის ფუნქცია (LAC) არეგულირებს დინამიური სტაბილიზაციის ელექტრონული სისტემის მუშაობას ახალი Ranger-ით გადასაზიდი ტვირთის საერთო მასაზე დამოკიდებულებით. ეს უზრუნველყოფს მართვადობას და სტაბილურობას, როგორც ტვირთის გარეშე, ისე სრული დატვირთვით მოძრაობისას.



    დამატებითი ძალისხმევა მყისიერიად დამუხრუჭებისას

    ford

    მყისიერი დამუხრუჭებისას დახმარების სისტემა (EBA) ეხმარება ავტომობილს ექსტრემალურ სიტუაციაში მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევაში. სისტემა გრძნობს მუხრუჭის სატერფულზე წნევის ინტენსიურობას და აუცილებლობის შემთხვევაში ავტომატურად აძლიერებს მას. გარდა ამისა, მყისიერი დამუხრუჭების სიგნალიზაცია (EBL) ავტომატურად რთავს სდექ-სიგნალებს, რათა გააფრთხილოს სხვა მძღოლები თქვენს მიერ მყისიერი დამუხრუჭების შესახებ.


    უსაფრთხოების ურთიერთ კოორდინირებული სისტემები აქტიურდებიან წამის მეასედებში

    fordზეხისტი უსაფრთხოების კარკასის და აირბაგების სრული სტანდარტული კომპლექტის გარდა, ახალი Ranger-ის დაცვის ინტელექტუალური სისტემა (IPS) მოიცავს უსაფრთხოების ღვედების დაჭიმულობის სისტემას, აგრეთვე საჭის მართვის ღერძს და სატერფულებს, რომლებიც იკეცებიან და ამით ამცირებენ ავარიის დროს ტრავმების მიღების ალბათობას.



    გაფრთხილებთ საბურავებში წნევის დაცემის შემთხვევაში

    ford

    დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველთვის სწორი წნევის შენარჩუნებას საბურავებში, ეს ხელს უწყობს საწვავის ეკონომიას, იცავს საბურავებს ცვეთისგან და მგზავრობას უსაფრთხოს ხდის. ამიტომ სენსორები მუდმივად აკონტროლებენ თითოეულ თვალს და გაწვდიან ინფორმაციას პრობლემის გაჩენის თაობაზე, რაც საშუალებას გაძლევთ გაჩერდეთ, შეამოწმოთ წნევა და ან დაბეროთ, ან გამოცვალოთ ბორბალი.



    თქვენი ავტომობილის დაცვა ძარცვისგან

    fordმოწინავე დამცავი სიგნალიზაცია Thatcham (1-კატეგორიის) ანთების ბლოკირატორით ქურდებისგან დაცვისთვის არის განკუთვნილი და აბრკოლებს თქვენი ავტომობილის მოტაცებას მაშინაც კი, როდესაც მისი გატეხვა უკვე მოახერხეს.

  • სარგებლიანობა

    წმინდა სისხლის პიკაპი

    იმისათვის რომ მიგვეღო ისეთი ავტომობილი, რომლზეც შეიძლება დაყრდნობა, ამისათვის ახალმა Ford Ranger-მა უმოწყალო ტესტირება გაიარა – ყველაზე მკაცრ პირობებში, ექსტრემალურ ტემპერატურებზე, დედამიწაზე ყველაზე ძნელად გასავლელ ადგილებში.

    ეს პიკაპი, რომელიც დაპროექტებული და კონსტრუირებულია ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად, ამოცანას რომელსაც მას დაუსახავთ, — ნამდვილად ის არის, რაც გჭირდებათ.


    ბუქსირების შთამბეჭდავი შესაძლებლობები

    ford

    საერთო ტვირთამწეობა 1403 კგ-მდე* და 3500 კგ-ის** ბუქსირების უნარი ყველაზე რთული ამოცანების შესრულების და სიძნელეების გადალახვის საშუალებას იძლევა, როდესაც ზიდავს და ბუქსირებით მიაქვს ზეგაბარიტული მოცულობითი ტვირთები.

    *საერთო ტვირთამწეობა დამოკიდებულია არჩეულ მოდელზე და ბაზარზე არსებულ შემოთავაზებაზე

    **160 ცხ. ძ./200 ცხ. ძ., სრული ამძრავი ბუქსირების ღერძით და სამუხრუჭო სისტემიანი მისაბმელით


    ადვილად ლახავს წყლის დაბრკოლებებს

    ford

    ახალი Ranger გაივლის იქ, სადაც უფრო პატარა ავტომობილებით გახედვაც კი შიშის მომგვრელია. მართლაც, გააჩნია რა 800 მმ-მდე* სიღრმის წყლის დაბრკოლებების გადალახვის უნარი, ამ ავტომობილს შეუძლია გამოიჩინოს თავი როგორც ხმელეთზე, ისე წყლის ფსკერზე გადასვლის დროსაც.

    *არაუმეტეს 7 კმ/სთ მუდმივი სიჩქარის შენარჩუნებისას.


    დამატებითი დაცვა

    fordყველგანმავალი პაკეტი «Off-Road» მოიცავს ძრავის, გამანაწილებელი კოლოფის და საწვავის ავზის დაცვას, ამცირებს რა დაზიანების რისკს უგზოობაში მოძრაობის დროს. აგრეთვე ეს პაკეტი მოიცავს უკანა დიფერენციალს ელექტრონული ბლოკირებით შეჭიდულობის გასაუმჯობესებლად (ცალკე შეკვეთით).




    უნივერსალური საბარგო ყუთის ჩასაკეტი თქვენი სიმშვიდისთვის

    ford

    ახალი Ranger-ის საბარგულით შეიძლება სტანდარტული ევროპული პალეტის, თქვენი მუშაობისთვის აუცილებელი იარაღების ან სხვა ყველაფრის გადაზიდვა, რაც შეიძლება დაგჭირდეთ გამოსასვლელ დღეებში ბუნების წიაღში დასვენებისთვის. აგრეთვე მასში არის მრავალრიცხოვანი ფუნქცია, რომელიც შეესაბამება DIN-ის სტანდარტებს და უზრუნველყოფს თქვენი ტვირთის უსაფრთხოებას: გამძლე კაუჭები ტვირთის დასამაგრებლად, ჩაშენებული საყრდენი ტვირთისთვის და გარე მიმმართველები
    ბაგირებისთვის (ზოგიერთ მოდელზე). დამატებითი უსაფრთხოების და სიმშვიდისთვის შეიძლება უკანა კარების ხელით დაბლოკვა.


    მტკიცე დამაფიქსირებელი მარყუჟები ტვირთის უსაფრთხოდ დასამაგრებლად

    ford

    ეს დამაფიქსირებელი მარყუჟები, რომელნიც უზრუნველყოფენ თქვენი ტვირთის უსაფრთხოებას გადაზიდვისას, შეიძლება იყოს შიდა ან გარე, ხოლო მათი რაოდენობა იცვლება მოდიფიკაციაზე დამოკიდებულებით. ყველა მარყუჟი შეესაბამება DIN-ის სტანდარტებს.



    ჩასაკეტი გორგოლაჭიანი ფარდა უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხოებას და დაცვას

    ford

    ეს ფუნქცია, რომელსაც აყენებენ მოდელებზე Wildtrak დამატებითი შეკვეთის მიხედვით, უზრუნველყოფს სატვირთო ბაქანზე მყოფი ტვირთის დამატებით დაცვას. ის იბლოკება სამ სხვადასხვა მდგომარეობაში, არ ატარებს ტენს და საკმარისად მყარია იმისთვის, რომ გაუძლოს ნახევარ ტონამდე ვერტიკალურ დატვირთვას.



    ტვირთის მართვის სისტემა ნებისმიერი ზომის ტვირთებთან სამუშაოდ

    fordსისტემას (შედის Limited-ის და Wildtrak-ის სტანდარტულ კომპლექტაციაში) გააჩნია მიმმართველების წყვილი (თითო სატვირთო ნაკვეთურის თითოეული მხრიდან) ორი რეგულირებადი თამასით ორივე მხრიდან. შეიძლება მისი გადაადგილება ტვირთის ზომაზე მოსარგებად.




    საიმედო საყრდენი ტვირთისთვის

    ford

    იმისთვის, რომ გადაზიდვის დროს ყველაფერი თავის ადგილზე დარჩეს, სატვირთო ნაკვეთურის მაღალ კედლებს აგრეთვე გააჩნიათ ტვირთის დასამაგრებელი კაუჭები და ჩაშენებული საყრდენი ტვირთისთვის, ორი მბრუნავი მიმმართველით დიდი ზომის ტვირთებისთვის (XL და XLT)



Bookmark & Share