მიმოხილვა

ახალი FORD RANGER

Ford Ranger-მა მოიპოვა ისეთი ავტომობილის რეპუტაცია, რომელიც დაძლევს ნებისმიერ უგზოობას და ყველაზე მძიმე სამუშაოს.

Ford Ranger-მა მოიპოვა ისეთი ავტომობილის რეპუტაცია, რომელიც დაძლევს ნებისმიერ უგზოობას და ყველაზე მძიმე სამუშაოს.

ახალი Ranger მზად არის იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაამყაროს თავისი პოზიციები კონსტრუქციის მრავალრიცხოვანი გაუმჯობესების, ტექნიკური შესაძლებლობების გაფართოების და ახალი ტექნოლოგიების წყალობით.

აღიარებულ პრაქტიკულობას ავსებს არაჩვეულებრივი ეფექტურობა და ეკონომიურობა, მთელი რიგი შთამბეჭდავი ტექნოლოგიით და სუპერთანამედროვე სტილით.


მყარად მორგებული

ford

მას გააჩნია უნარი გადაზიდოს ტვირთი მასით 1403 კგ-მდე*, განახორციელოს 3500 კგ-მდე** მასის მქონე მისაბმელის ბუქსირება და გადალახოს წყლის დაბრკოლება სიღრმით 800 მმ-მდე, ახალი Ranger —უბრალოდ ფუნქციონალური ავტომობილი არ არის.

ეს არის ავტომობილი, რომელიც არ გაგაწბილებთ ყველაზე რთულ პირობებში, შეასრულებს ყველაზე მძიმე სამუშაოს და ყოველდღიურად მოგანიჭებთ მაქსიმალურ სიამოვნებას ტარებისგან.

*საერთო ტვირთამწეობა დამოკიდებულია არჩეულ მოდელზე და ბაზარზე არსებულ შემოთავაზებაზე

**160 ცხ. ძ./200 ცხ. ძ., სრული ამძრავი საბუქსირე წევით და მისაბმელით სამუხრუჭო სისტემით


ინტელექტუალური ტექნოლოგიების გამოყენება

ford

Ford SYNC2-ის ხმით და სენსორული მართვის სისტემას ახლა გააჩნია ახალი ფერადი ეკრანი დიაგონალით 8 დიუმი. ამ კარგად აღჭურვილმა ავტომობილმა დამატებით მიიღო ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა კრუიზ-კონტროლის ადაპტური სისტემა წინ დაბრკოლების არსებობის შესახებ შეტყობინების ფუნქციით, მოძრაობის ზოლის შეცვლის შესახებ გამაფრთხილებელი სისტემა, საგზაო ნიშნების ამოცნობის სისტემა და მძღოლის გაფრთხილების სისტემა.

ძრავების და გადაცემათა კოლოფების გაუმჯობესება მოიცავს ისეთ დამატებით ფუნქციებს, როგორიცაა ანთების ავტომატური გამორთვის/ჩართვის სისტემა (Auto Stop Start) და საბოლოო გადაცემის ახალი გადამცემი რიცხვები, აგრეთვე ელექტრო გამაძლიერებლიანი საჭის მართვის ახალი სისტემა, რაც საშუალებას იძლევა მიღწეული იქნეს საწვავის ეკონომიის გამორჩეული მაჩვენებლები (6,5 ლ-დან/100 კმ-ზე) და CO2-ის გამონაბოლქვის დონის შემცირება (171 გ/კმ), ეს ახალ Ranger-ს ბიზნესის და დასვენების, მუშაობის და გართობისთვის იდეალურ არჩევანად აქცევს.

Bookmark & Share