მახასიათებლები

ახალი Mustang-ის საჭესთან თქვენ სრულად აკონტროლებთ ავტომობილის მართვის სტილს. მარტივი გადართვის მეშვეობით შეგიძლიათ გადართოთ ტარების ოთხ რეჟიმზე: ჩვეულებრივი, სპორტ პლიუსი, ტრასა და თოვლი/სველი. თითოეული პარამეტრი არეგულირებს დროსელის რეაგირებას, გადაცემათა გადართვის წერტილებს (ავტომატური ტრანსმისიის მოდელებზე), საჭის მართვისთვის საჭირო ძალისხმევას და სტაბილურობის კონტროლის დაკალიბრებას. თუ ავტომობილის პარამეტრებს სიტუაციის შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით დააყენებთ, შეგიძლიათ თავდაჯერებულად მართოთ იგი.

  • ტარების რეჟიმი

    მართვის რეჟიმი, რომელსაც აკონტროლებთ

    ახალი მუსტანგის თითოეული ასპექტი არსებობს იმისთვის, რომ გააძლიეროს ავტომობილის შესაძლებლობები


    მართვის რეჟიმი, რომელიც ერგება პირობებს და თქვენს საჭიროებებს

    fordახალი Mustang-ის საჭესთან თქვენ სრულად აკონტროლებთ ავტომობილის მართვის სტილს. მარტივი გადართვის მეშვეობით შეგიძლიათ გადართოთ ტარების ოთხ რეჟიმზე: ჩვეულებრივი, სპორტ პლიუსი, ტრასა და თოვლი/სველი. თითოეული პარამეტრი არეგულირებს დროსელის რეაგირებას, გადაცემათა გადართვის წერტილებს (ავტომატური ტრანსმისიის მოდელებზე), საჭის მართვისთვის საჭირო ძალისხმევას და სტაბილურობის კონტროლის დაკალიბრებას. თუ ავტომობილის პარამეტრებს სიტუაციის შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით დააყენებთ, შეგიძლიათ თავდაჯერებულად მართოთ იგი.


    ისიამოვნეთ მართვით

    fordMustang-ის მყარი ძარის სტრუქტურაში განთავსებული ახალი ჩარჩო ეხმარება მოსახვევებში გადატრიალების შემცირებაში. ორმაგი ბურთულა-საყრდენი საკისარში და მრავალბერკეტიანი დამოუკიდებელი უკანა დაკიდება, განაპირობებს თვლების ზუსტ მართვას, საჭით მართვის სენსიტიურ უკუკავშირს და გასაოცარ კომფორტს მართვისას.



    ეპიკური ხმოვანი სისტემა

    fordდამატებითი Shaker Pro აუდიო სისტემა შეიცავს DAB+ რადიოს და ერთ-CD/MP3 ფლეიერს. თორმეტი დინამიკი, საბარგულში დამონტაჟებული რვა-დიუმიანი საბვუფერი კომბინირებულია იმისთვის, რომ დატკბეთ კრისტალივით სუფთა სტერეო ხმით (არჩევითი დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში).




    უახლესი უკონტაქტო ტექნოლოგია

    fordFord SYNC 2 ხმოვანი მართვით და სენსორული ეკრანით წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს საინფორმაციო-გართობის სისტემებში, რომელსაც დამატების სახით გააჩნია 8"-იანი ფერადი სენსორული ეკრანი. მაღალი რეზოლუციის მქონე ეკრანი იძლევა ზოგიერთი ძირითადი ფუნქციის ინტუიციური კონტროლის შესაძლებლობას ტელეფონის, აუდიო, კლიმატ კონტროლისა და ხმის ან შეხების მეშვეობთ ნავიგაციის ჩათვლით.


    მანევრირება და მოძრაობა ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე

    fordელექტროგამაძლიერებლიანი საჭით მართვის სისტემა (EPAS) ავტომატურად ახდენს რეგულირებას, რაც საჭით მართვას უფრო ადვილს და მსუბუქს ხდის, როცა პარკირებას აკეთებთ რთულ სიტუაციებში და ხოლო ტრასაზე მოძრაობისს კი ის უფრო მტკიცე ხდება. ჩვეულებრივი ელექტროგამაძლიერებლიანი საჭით მართვის შემთხვევაში, რომელიც უწყვეტი სახით მუშაობს და მოიხმარს ენერგიასა და საწვავს, ჩვენი EPAS მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საჭიროა და ხელს უწყობს საწვავის ეკონომიას. მას აგრეთვე შეუძლია დახმარების გაწევა ფერდობის ან გვერდის ქარით გამოწვეული დრიფტის კომპენსირებაში და აგრეთვე შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მაღალ სიჩქარეზე თვლების უწონასწორობას.


    დამატებითი კონტროლი აღმართზე მართვისას

    ford

    აღმართზე მართვის დამხმარე სისტემა დროებით ხელს უშლის უკან ან წინ დაგორებას, როცა იწყებთ აღმართზე ასვლას. სისტემა მუშაობს შემდეგი სახით: ის ინარჩუნებს სამუხრუჭე სისტემაზე ზეწოლას და უზრუნველყოფს მეტ დროს და კონტროლს, როცა ფეხი სამუხრუჭე პედალიდან აქსელეტორზე გადაგაქვთ.




    თავდაჯერებულობა რთულ პირობებშიც კი

    fordAdvanceTrac ელექტრონული მდგრადობის კონტროლი (ESC) შექმნილია იმისთვის, რომ უფრო მეტად აკონტროლოთ თქვენი ავტომობილი. სენსორები უწყვეტი სახით აკონტროლებენ თითოეული თლის სიჩქარეს, აგრეთვე ავტომობილის მიმართულებას და მოხვევის კუთხეს. ESC ზუსტად ახორციელებს დამუხრუჭების ძალის დაბალანსებას თითოეულ ბორბალს შორის და აგრეთვე შეუძლია ძრავიდან მიღებული ენერგიის შემცირება. ის ხელს უწყობს არასაკმარისი ან ზედმეტად მოხვევისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რაც თქვენს ავტომობილს უფრო სტაბილურს და ადვილად სამართავს ხდის. ESC და ბუქსირების საწინააღმდეგო სისტემას აგრეთვე შეუძლია შეამციროს ბორბლების ბუქსირების რისკი სველ და მოყინულ პირობებში. დააჭირეთ ESC ღილაკს კიდევ ერთხელ, რომ გამორთოთ ბუქსირების საწინააღმდეგო სისტემა ან დააჭირეთ ორჯერ იმისთვის, რომ შეამციროთ ESC-ს მხარდაჭრა. ESC სისტემის სრულად გამოსართავად დააჭირეთ ღილაკს თითი და არ აუშვათ ხუთ წამზე მეტი დროით. არჩევანი თქვენზეა.

  • მუშაობა და ეფექტურობა

    V8 თუ ECOBOOST:

    თავად გადაწყვიტეთ

    ახალი Mustang შექმნილია იმგვარად, რომ უზრუნველყოს დაბალანსებული მუშაობა და ძალის მაქსიმალურად ეფექტური სახით მიწოდება.

    V ტიპის 5.0-ლიტრიანი თუ 2.3-ლიტრიანი EcoBoost? არჩევანი თქვენზეა


    მოწინავე 2.3-ლიტრიანი EcoBoost ძრავის ტექნოლოგია

    ford2.3-ლიტრიანი EcoBoost ძრავის რევოლუციური ტექნოლოგია აერთიანებს საწვავის პირდაპირ შეფრქვევას, ორი დამოუკიდებელი ცვლადი მუშტა ლილვის სინქრონიზაციას და ორსპირალიან ტურბოჩაბერვას. შედეგი შემდეგი სახისაა: 317ცძ, 432 ნმ მაბრუნი მომენტი, მაქსიმალური სიჩქარე 145მილი/სთ და 0-62მილი საათის მისაღწევად საჭიროა მხოლოდ 5.8 წამი. ამ ძალის დაბალანსება ხდება საწვავის გასაოცარი ეკონომიითა და დაბალი ემისიით, რაც 179 გ/კმ CO2-ის ტოლია.


    ხუთ ლიტრიანი V8-ის ხმა

    fordმძლავრი 5.0-ლიტრიანი V8 ძრავი უზრუნველყოფს უფრო მეტ ძალას: 416 ცხ, 530 ნმ მაბრუნი მომენტით. ენერგიის მიწოდება ხდება უპრობლემოდ ამძრავების მეშვეობით 155მილი/სთ მაქსიმალურ სიჩქარემდე. 0-62მილი/სთ-ის მისაღწევად საჭიროა მხოლოდ 4.8 წამი. ამავდროულად შეგიძლიათ ისიამოვნოთ გამორჩეული ხორხისმიერი ღმუილით, რაც ამ ძლიერი ძრავისთვისაა დამახასიათებელი.



    რეალურ დროში უკუკავშირი Track Apps-დან

    fordუჩვენებს გართობის და მუშაობის შესახებ რეალურ დროში არსებულ ინფორმაციას ხმაურიზოლაციურ თხევად-კრისტალურ ეკრანზე, რაც გეხმარებათ თქვენი ახალი Mustang-დან უფრო მეტის მიღებაში.




    მოემზადეთ ასამუშავებლად

    fordაირჩიეთ ამუშავების კონტროლი თქვენი ავტომობილის Track Apps-დან. უქმად სვლის არსებული ბრუნთა რიცხვი დააყენეთ სამიათასიდან ოთხ-ნახევარ ათასამდე ბრუნი/წუთზე და ახალი Mustang უზრუნველყოფს ოპტიმალურ წევას ადგილიდან დაძვრისას: იდეალურია, როცა შეგიძლიათ მიიღოთ 530 ნმ მაბრუნი მომენტი.(5.0-ლიტრიანი V8, მხოლოდ მექანიკა)



    მექანიკა თუ ავტომატიკა: რომელი გირჩევნიათ?

    fordზუსტ, სიჩქარეთა გადართვის მექანიკურ კოლოფს გააჩნია პოზიტიური შიფთ-სტოპები უპრობლემოდ ტარების უზრუნველსაყოფად. გამოიყენეთ 6-სიჩქარიანი SelectShift ტრანსმისია და თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ავტომატიკის მახასიათებლებით, რასაც ემატება მექანიკური მართვის სიჩქარე და კონტროლი საჭის ქვეშ განთავსებული სიჩქარეთა გადამრთველის მეშვეობით.



    სიჩქარეებზე გადართვა ღილაკის მეშვეობით: ისიამოვნეთ ავტომატიკაზე სიჩქარეთა სწრაფი გადართვით

    fordსიჩქარეებზე ავტომატური გადართვა ღილაკის მეშვეობით ხელმისაწვდომია SelectShift ტრანსმისიასთან ერთად. რბოლით შთაგონებული ეს ტექნოლოგია განაპირობებს სიჩქარეებზე რბილად და ძალისხმევის გარეშე გადართვას თითების უბრალო მოძრაობის მეშვეობით. რადგან სიჩქარეზე გადართვის ღილაკები განთავსებულია საჭეზე, მოხვევისას სიჩქარეზე გადართვა ბევრად გამარტივებულია.

  • კომფორტი და მოხერხებულობა

    მახვილგონიერება და სწრაფი აზროვნებათქვენი კომფორტისა და მოხერხებულობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით

    გონიერი დეტალებისა და მოწინავე ტექნოლოგიების მთელი სპექტრი გაერთიანებულია იმისთვის, რომ ცხოვრება უფრო მარტივი გახადოს. ასე რომ, თქვენ შეძლებთ სრული კონცენტრაცია მოახდინოთ და ისიამოვნოთ ახალი Mustang-ის მართვით.


    გასაღების გარეშე ნიშნავს მარტივს

    fordFord-ის უგასაღებო სისტემა გაძლევთ ჯიბიდან ან ჩანთიდან გასაღების ამოღების გარეშე ავტომობილის გაღების და დაკეტვის შესაძლებლობას. ეს საშუალება შესაძლებლობას გაძლევთ იმოქმედოთ ყოველგვარი პრობლემის გარეშე, როცა ხელები დაკავებული გაქვთ.




    Ford Easy-Fuel ავზის ავსების დაცული სისტემით

    fordეს დეტალი თქვენს ახალ Mustang-ში არასწორი საწვავის ჩასხმას თითქმის შეუძლებელს ხდის, რადგან არასწორი ჩასასხმელი ტუჩი უბრალოდ არ მოერგება. რადგან Ford Easy-Fuel წარმოადგენს უთავსახურო სისტემას, თქვენ აღარ მოგიწევთ ჭუჭყიან თავსახურთან შეხება.




    გამარტივებული უკუსვლა, რადგან შეგიძლიათ დაინახოთ, თუ რა არის თქვენს უკან

    fordბოძები, მოაჯირები, დაბალი კედლები… უკანა ხედვის კამერა მრავალფუნქციური ეკრანის მეშვეობით გაჩვენებთ ყველაფერს, რაც თქვენ უკანაა. სისტემის აქტივაცია ავტომატურად ხდება უკუსვლის არჩევის შემთხვევაში, ხოლო ვირტუალური მითითებები კი გეხმარებათ ყველაზე ვიწრო სივრცეში პარკირებაშიც კი.




    სენსორები, რომლებიც ხსნიან პარკირების სტრესს

    პარკირების მანძილის სენსორები, რომელიც არჩევითია, გეხმარებათ ავტომობილსა და თქვენს უკან არსებულ დაბრკოლებას შორის მანძილის დადგენაში. როცა სენსორები საგანს აღმოაჩენენ ისინი გამოსცემენ ხმოვან სიგნალს, როელიც ძლიერდება, რაც უფრო უახლოვდებით ამ საგანს.


    იდეალური ტემპერატურის დაყენება

    fordმძლავრი ორზონიანი კლიმატ კონტროლი გაძლევთ კაბინის ორივე მხარეს იდეალური ტემპერატურის დაყენების შესაძლებლობას. საუკეთესო სახით განთავსებული სავენტილაციო მილები უზრუნველყოფენ ჰაერის ბევრად ეფექტურ დინებას და რეგულირებადობას. პარამეტრების დარეგულირება შესაძლებელია გამომყვან მილზე დამონტაჟებული მართვის საშუალებებით 8"-იანი სენსორული ეკრანის ან ხმოვანი მართვის მეშვეობით.


    ინტერიერის განათება, რომელიც თქვენს სტილს შეესაბამება

    fordსალონის განათება საშუალებას გაძლევთ შვიდ სხვადასხვა ფერში გაანათოთ ინსტრუმენტების პანელი, კარის ზღურბლის ფირფიტები, კარზე განთავსებული რუკის ჩასადები ჯიბეები, ჭიქის დამჭერი და წინ განთავსებული ფეხების დასადები ადგილი. თქვენ აგრეთვე გაქვთ ფერების შერევის შესაძლებლობა და შეგიძლიათ შეინახოთ ხუთი მათგანი MyColour-ის მეშვეობით.



    საწმენდები, რომლებიც ავტომატურად რეგულირდება წვიმის შესაბამისად

    fordწვიმის მიმართ მგრძნობიარე საწმენდები ამოქმედდება დაუყოვნებლივ, როგორც კი აღმოაჩენს ტენს თქვენს საქარე მინაზე და საწმენდების მოძრაობის სიჩქარის რეგუილირება ხდება ამინდის პირობების შესაბამისად. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ აირჩიოთ მგრძნობელობის დონე, ანუ რა რაოდენობის ტენი უნდა დაგროვდეს, რომ საწმენდები ჩაირთოს მათ გასაწმენდად.



    ფარები, რომლებიც ავტომატურად ირთვება საჭიროების შემთხვევაში

    fordახალ Ford Mustang-ს გააჩნია სენსორები, რომლებიც აფიქსირებენ სინათლის კლებას საღამოს ან განათების უეცარ ცვლილებას. მაგალითად, გვირაბში შესვლისას ავტოფარები თავისით ირთვება.

  • უსაფრთხოება და დაცულობა

    უსაფრთხოების და დაცვის განსაკუთრებულად მაღალი დონე


    შგიძლიათ დაეყრდნოთ დაცვისა და უსაფრთხოების ულტრათანამედროვე სისტემებს, რომლებიც გიცავთ თქვენ და თქვენს ახალ Mustang-ს.


    მძლავრი დამუხრუჭების ძალა

    fordსპეციალურად შექმნილი, მაღალი შესაძლებლობების სამუხრუჭე სისტემა შეიცავს ოთხ-დგუშიან წინა სამუხრუჭე სუპორტებს და ვენტილაციის მქონე დისკებს, რომელთა მუშაობაც დაკავშირებულია მთელ რიგ დახვეწილ უსაფრთხოების ელექტრონულ და მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიებთან. 5.0-ლიტრიან V8 GT-ს გააჩნია უფრო მაღალი სპეციფიკაციები: 6-დგუშიანი Brembo-ს™წინა სუპორტები, რომლებიც ჩაჭიდებულია 15" ვენტილირებულ როტორზე.


    თავდაჯერებულობა რთულ პირობებში

    fordავტომობილი აღჭურვილია ელექტრონული სტაბილურობის პროგრამით (ESP), რომელშიც გაერთიანებულია მთელი რიგი ტექნოლოგიები, რაც გეხმარებათ კონტროლის განხორციელებაში. სენსორები აღმოაჩენენ ნებისმიერ მოულოდნელ ცვლილებას მართვისას, დამუხრუჭებისას ან ავტომობილის ქცევას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს თქვენს მიერ კონტროლის დაკარგვა. ასეთ შემთხვევაში ESP ზუსტად არეგულირებს თითოეული თვლის სიჩქარეს, რაც თქვენს ავტომობილს უფრო სტაბილურს ხდის და იცავს მას მოცურებისგან. ESP მოიცავს აღმართზე მართვის სისტემას, დახმარების სისტემას ავარიული დამუხრუჭებისას და სამუხრუჭე სისტემაში წნევის აწევის გამაფრთხილებელ სისტემას.


    მაქსიმალური მოჭიდება მინიმალური ძალისხმევით

    ford

    მოწინავე ბუქსირების საწინააღმდეგო სისტემა (TCS) ამცირებს წამყვანი თვლების ბუქსირებას და გაძლევთ მოჭიდების, მუშაობის და სტაბილურობის საუკეთესო შესაძლებლობას, როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ. სისტემა მუდმივად აკონტროლებს და არეგულირებს ავტომობილის ცალკეული თვლებისთვის გადაცემულ ძალას, რაც უზრუნვეყოფს მაქსიმალურ კონტაქტს და მოჭიდებას აჩქარებისას.


    Ford SYNC 2 საგანგებო შემთხვევებში დახმარებასთან ერთად

    fordFord SYNC 2-ის მნიშვნელოვანი ასპექტი არის Ford Emergency Assistance*. ეს დეტალი, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ექსტრემალური ზარის გაშვებაში და საავარიო და სამაშველო სამსახურს აწვდის ინფორმაციას თქვენი ავტომობილის მდებარეობის შესახებ, თქვენს მშობლიურ ენაზე. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ ზარის შეჩერება ან შეგიძლიათ დაელაპარაკოთ ამ სამსახურებს, თუ მათი დახმარება გჭირდებათ. სისტემას შეუძლია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება, როგორიცაა თქვენი GPS კოორდინატები, მაშინაც კი თუ გონი დაკარგული გაქვთ.


    უსაფრთხოება

    fordThatcham-ის დახვეწილი 1-ლი კატეგორიის აქტიური მოპარვის საწინააღმდეგო სისტემა შექმნილია თქვენი მუსტანგის დასაცავად, რომელიც გაგაფრთხილებთ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე თქვენს ავტომობილში შესვლას ცდილობს. ტექნოლოგია აგრეთვე ხელს უშლის ავტომობილის არასასურველ წაყვანას ბუქსირის მეშვეობით. თუ სისტემას აღჭურვავთ სხვადასხვა სახით, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კარების, კაპოტის და საბარგულის კონტროლი.


    გაფრთხილებთ თუ საბურავებში წნევა კლებულობს

    fordაუცილებელია თქვენს ავტომობილში სწორი წნევის შენარჩუნება, რაც დაგეხმარებათ საწვავის დაზოგვაში, საბურავების დაცვასა და თქვენი უსაფრთოების დაცვაში. სწორედ ამიტომ სენსორები უწყვეტად აკონტროლებენ თითოეულ საბურავს და გაცნობებენ პრობლემის შესახებ, რის შემდეგადაც შეგიძლიათ შეამოწმოთ ის, დაამატოთ წნევა ან გამოცვალოთ იგი.



    დაცვა ყველგან

    fordუსაფრთხოების დახვეწილი სისტემა შეიცავს: ორსაფეხურიან მძღოლის აირბაგს, რომლის ოპტიმიზაციაც გაკეთებულია მკერდის დასაცავად; ორსაფეხურიან მგზავრის აირბაგს და მძღოლის მუხლის აირბაგს. კიდევ ერთი ინოვაცია არის აქტიური სათავსო რაც პირველად Ford-ს გააჩნდა. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით სათავსოს კარი იქცევა აირბაგად, რაც იცავს წინ მჯდომი მგზავრის ფეხებს. პატარა მგზავრებისთვის ორივე უკანა სავარძელზე დამონტაჟებულია ISOFIX-ის ბავშვის სავარძლის სამაგრი.


    განუყოფელი სიმძლავრე

    ახალი Mustang-ის ძარა მაქსიმალურად მყარია. ასე რომ, ის უზრუნველყოფს შასის უფრო მაღალ კონტროლს და შეჯახების შემთხვევაში შეუძლია უკეთ შთანთქოს ენერგია. სახურავის გვერდითი სტრუქტურა ზრდის სიმტკიცეს და მთლიანი გვერდით ნაწილში გამოყენებულია ლაზერული შედუღება, რაც აგრეთვე აუმჯობესებს გვერდების დაცვას ზემოქმედებისაგან.

  • ექსრეიერის გაფორმება

    გააკეთეთ განაცხადი ამ გრაფიკული დეტალების მეშვეობით


    გააძლიერეთ ეს საკულტო ავტომობილი Mustang-ის ზოლებით ან კონტრასტული შავი სახურავით. თქვენი Mustang, თქვენი სტილი.

    ford

    გააკეთეთ მძლავრი განაცხადი ამ კლასიკური ზოლების მეშვეობით. ხელმისაწვდომია შავ ან ნაცრისფერში. ისინი ასახავენ Mustang-ის სპორტულ შესაძლებლობებს და ელფერს მატებენ მის მძლავრ გარეგნობას გზებზე.




    შენიშვნა: ზოლები ხელმისაწვდომია მხოლოდ V8 GT-ზე და შეუძლებელია მისი გამოყენება კონტრასტულ სახურავთან ერთად. ვერცხლისფერი ზოლები არ არის ხელმისაწვდომი Mustang კაბრიოლეტში.


    ford

    დაამატეთ შავი კონტრასტული სახურავი და გააძლიერეთ თქვენი Mustang-ის სახე. მისი მძლავრი, გამორჩეული სტილი მიიპყრობს ყურადღებას, სადაც არ უნდა წახვიდეთ.




    შენიშვნა: შავი კონტრასტული სახურავი არ არის ხელმისაწვდომი Mustang Convertible-ში. კონტრასტული სახურავი და ზოლები არ არის ხელმისაწვდომი კომბინაციაში.

Bookmark & Share