MUSTANG


ახალი FORD MUSTANG განახლებული ლეგენდა


საკულტო, მძლავრი და დინამიური: ეს მომავალი თაობაა, ახალი Mustang.

შესრულების, დახვეწის და ეფექტურობის განსახიერება. ახალი Ford Mustang-ის თანამედროვე დიზაინი და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ხელახლა განსაზღვრავენ ლეგენდას.

აირჩიეთ ფასტბექის სილუეტი, რომელიც სხვაში არ აგერევათ ან კაბრიოლეტის მოდერნიზებული პროფილი, შემდგომ კი აირჩიეთ სიმძლავრე: 2.3-ლიტრიანი EcoBoost ან 5.0-ლიტრიანი V8.

გაიცანით ახალი Ford Mustang ფასტბექი

fordგანასახიერებს Mustang-ის სულს ულტრა თანამედროვე ფორმით, ფასტბექის გრძელი კაპოტი მიმართულია ქვემოთ, რაც ამცირებს დაბრკოლებას და ეხმარება ავტომობილს წინ ადვილად გაჭრაში.

წინა სპლიტერები აძლიერებენ ზედაპირზე დაწოლას, რაც გაძლევთ ახალი Mustang-ის განსაკუთრებული შესაძლებლობებით დატკბობის შანსს. გამორჩეული ფარების და უკანა ნათების დიზაინი, სხვა მახასიათებლებთან ერთად განაპირობებენ ავტომობილის იდენტურობას. უახლესი ტექნოლოგიების მთელი სპექტრის ჩათვლით ყველაფერი დაპროექტებულია იმგვარად, რომ გააძლიეროს თქვენი გამოცდილება საჭესთან.


ახალი Mustang კაბრიოლეტი: შექმნილია ღია გზისთვის.

fordMustang კაბრიოლეტი, რომელიც ფორდის მთავარმა დიზაინერმა დაახასიათა როგორც „ლამაზი ჰორიზონტალური ტყვია", განასახიერებს მართვის თავისუფლებას. გააჩნია საუცხოო პროპორციები ყოველი კუთხიდან. კაბინის ღიობის დახვეწილი ხაზები მისი მახასიათებელია. სრულიად ახალი დასაკეცი მექანიზმი იძლევა ავტომობილის ძარაში სახურავის წამებში ღრმად ჩაკეცვის შესაძლებლობას, რაც უნარჩუნებს ავტომობილს უზადო გარეგნობას და აეროდინამიკას. საბარგულზე განთავსებული თითქმის შეუმჩნეველი შვერილი ხელს უწყობს ზედაპირზე დაწოლის წარმოშობას, ზრდის რა ავტომობილის ძალას და ბრუნვის მომენტს მისი უკანა თვლების ამძრავის მეშვეობით. სახურავით თუ სახურავის გარეშე ახალი Mustang ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს სადაც არ უნდა წახვიდეთ.

Bookmark & Share