ტექნოლოგიები

  • მართვის ტექნოლოგიები

    საუცხოო შთაბეჭდილებები ავტომობილის მართვისგან

    ინტელექტუალური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილი უწყვეტად თვალყურს ადევნებს გარემოს ვითარებას და მუდმივად რეაგირებს საგზაო პირობების, სატრანსპორტო ნაკადის და თქვენი მართვის სტილის ცვლილებაზე. მრავალრიცხოვან მოწინავე ფუნქციას, აგრეთვე გააჩნია მძღოლის ცხოვრების გაადვილების ფუნქცია.
    დინამიური შუქდიოდური მაშუქებიდან, რომელნიც საგზაო პირობებზე დამოკიდებულებით აკორექტირებენ სინათლის სხივის ნაკადს, ხმით მართვის კავშირის სისტემამდე. ერთი ფუნქციისგან, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს სიმშვიდეს პარკირებისას, მეორემდე, რომელიც ავტომობილს ავტომატურად გაჩერების საშუალებას აძლევს. და, რა თქმა უნდა, ახალი Ford Mondeo არ ივიწყებს კომფორტს. საუცხოო მასალებისგან შესრულებული ფართე სალონი, შეიძლება აღჭურვილი იქნეს თანამედროვე მულტიმედიური სისტემით და მასაჟორი სავარძლებით.

    დინამიური შუქდიოდური მაშუქები მოსახვევების აქტიური განათების ფუნქციით

    ford

    აბსოლუტურად ახალი Mondeo-ს მაშუქები არამარტო საუცხოოდ გამოიყურებიან — ისინი აღჭურვილნი არიან Ford Dynamic LED ინტელექტუალური ტექნოლოგიით. ისინი თვალყურს ადევნებენ მოძრაობის მიმართულებას საჭის რგოლის მობრუნების კვალდაკვალ და უზრუნველყოფენ მშვენიერ ხედვადობას. ეს ტექნოლოგია გაუმჯობესებული იქნა ტრადიციული სანათების შუქდიოდებით შეცვლის წყალობით, რომელნიც ასხივებენ ინტენსიურ, კაშკაშა და ბუნებრივ შუქს. გარდა ამისა, ისინი გამოიყენებიან დღის სამოძრაო განათების სახით.

    მაშუქები, რომელნიც აკორექტირებენ განათებას ვითარების მიხედვით

    ford

    Ford Dynamic LED ტექნოლოგიას, აგრეთვე გააჩნია სინათლის სხივის ფორმის კორექტირების უნარი, გარემოს ვითარების და საგზაო პირობების მიხედვით. რვა სხვადასხვა რეჟიმი მოიცავს სპეციალურ გადართვებს ქალაქში, ავტომაგისტრალებზე ანდა ამინდის რთულ პირობებში მოძრაობისთვის. მოხვევის სიგნალის სტანდარტული მაჩვენებლები შეცვლილია უფრო დახვეწილი და მკაფიო ალტერნატივით — გლუვად განათებადი შუქდიოდური ზოლებით.

    ინოვაციური მულტიმედიური სისტემა Ford SYNC 2

    ford

    SYNC 2 ინოვაციურ მულტიმედიურ სისტემას გააჩნია 8-დიუმიანი მაღალი სიმკვეთრის სენსორული ფერადი ეკრანი და ხმით მართვის გაუმჯობესებული სისტემა აუდიო, სანავიგაციო, კლიმატ-კონტროლის და Sony-ს მაგნიტოლასთან თავსებად მობილურ ტელეფონების უფრო მარტივად სამართავად.
    მისი დახმარებით თქვენ ადვილად შეძლებთ*:



    • განახორციელოთ და მიიღოთ სატელეფონო ზარები ხმამაღალი კავშირის რეჟიმში
    • მოისმინოთ შემომავალი სმს შეტყობინებები
    • მართოთ მუსიკა და კლიმატ-კონტროლი ხმოვანი ბრძანებების მეშვეობით
    • დაათვალიეროთ ეკრანზე ფოტოსურათები და ვიდეო
    • დაუკრათ კომპოზიციები USB-მეხსიერებიდან, MP3-პლეერიდან ან ნაკადურ რეჟიმში Bluetooth-ის მქონე მობილური ტელეფონიდან

    სანავიგაციო სისტემა საცობების ასახვით რეალურ დროში

    ford

    სრულად რუსიფიცირებული სანავიგაციო სისტემა საშუალებას იძლევაყოველთვის დამაჯერებლად იგრძნოთ თავი თქვენთვის უცნობ გზებზეც კი, ისე, რომ არ მოხვდეთ არანაირ საავტომობილო საცობში.სანავიგაციო სისტემის ძირითადი შესაძლებლობები:



    • თვალყურის დევნება საგზაო სიტუაციაზე, საცობებზე რეალური დროის რეჟიმში რუსეთის 50-ზე მეტ ქალაქში

    • ნავიგაციის ხმით მართვა, მათ შორის დანიშნულების პუნქტის შეყვანა

    • მარშრუტის არჩევა მარშრუტის 3 ვარიანტიდან• 800 000-ზე მეტი ინტერესის წერტილი

    • მისამართების წიგნის კონტაქტების რუქაზე ასახვა• მარშრუტის გაკვალვა შუალედური წერტილების გავლით

    • ინფორმაცია რუსეთის 4000-ზე მეტ ქალაქზე და დასახლებულ პუნქტზე

    • ბევრი ევროპული ქვეყნების სრული სანავიგაციო რუქები

    უბრალო მოძრაობა უკანა სვლით — თქვენ ხედავთ ყველაფერს, რაც ავტომობილის უკან ხდება

    ford

    შემზღუდავი ბარიერები, მოაჯირები, დაბალი კედლები… უკანა ხედვის კამერა ასახავს ნებისმიერ ობიექტებს ავტომობილის უკან, ცენტრალურ კონსოლში ჩაშენებულ ეკრანზე და უკანა გადაცემის ჩართვისას აქტიურდება ავტომატურად. გარდა ამისა, სისტემა აჩვენებს ვირტუალურ მიმმართველებს, რომელნიც ეხმარებიან ყველაზე ვიწრო ადგილებში პარკირებისას

    სარკეები «ხედავენ» იმას, რასაც ვერ ამჩნევს მძღოლი

    ford

    «ბრმა» ზონებში ობიექტების შესახებ ინფორმირების სისტემა (BLIS) …» და «ბრმა» ზონების მონიტორინგის სისტემა (BLIS) საგზაო ნაკადში უფრო უსაფრთხოდ გადაწყობის საშუალებას იძლევა რადარული სენსორების წყალობით, რომელნიც ავტომობილის ორივე მხრიდან «ბრმა» ზონების სკანირებას ახდენს. ისეთი ავტომობილის აღმოჩენისას, რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ, შესაბამისი მხრიდან გვერდით სარკეზე ინთება კაშკაშა ნარინჯისფერი სიგნალ

    პარკირების ადგილზე სტრესის გარეშე შესვლა და გამოსვლა

    ford

    სხვადასხვა ტექნოლოგიების შეთავსების წყალობით პარკირებისას აქტიური დახმარების სისტემა თავის თავზე იღებს მართვას, არამარტო პარალელური პარკირებისას არამედ პარკირებიდან გამოსვლისას, დახმარების ფუნქცია (POA), აგრეთვე გეხმარებათ პარკირების ადგილიდან გამოსვლაში (მხოლოდ პარალელური პარკირებისას). პერპენდიკულარული პარკირების სისტემა (PPA) განსაზღვრავს, საკმარისია თუ არა ადგილი ავტომობილისთვის, ხოლო შემდეგ დააყენებს მას უკანა სვლით. ხოლო Side Parking Aid (SPA) სისტემა აფრთხილებს მძღოლს, თუ აღმოაჩენს რაიმენაირ დაბრკოლებას.

  • კომფორტი

    საქარე მინის სწრაფად გაწმენდა Quickclear ტექნოლოგიის მეშვეობით

    ford ეს ინტელექტუალური ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ სწრაფად გაემგზავროთ გზაში ყინვიან დილას. საკმარისია დააჭიროთ ღილაკს და სისტემა მოაცილებს ყინულს და გამოადნობს საქარე მინას რამდენიმე წამში.




    მულტიკონტურიანი სავარძლები მასაჟის ფუნქციით


    ford მძღოლის და წინა მგზავრისთვის შემოთავაზებულია ახალი, სრულად რეგულირებადი მულტიკონტურიანი სავარძლები. ამის შედეგად ისინი უზრუნველყოფენ დამატებით ხელშეწყობას იქ, სადაც ეს აუცილებელია, აგრეთვე გააჩნია მასაჟის ფუნქცია, რაც შორეულ მგზავრობაში მხნეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.




    თქვენი განწყობის შესაფერისი სალონის ფონური განათება


    ford ფონური განათების დამატებითი ფუნქცია: ღამე სალონში ძალდაუტანებლად იღვრება რბილი შუქი, ამასთან თქვენ გთავაზობთ ასარჩევად განათების შვიდ ფერს (შედის Titanium საიუბილეო სერიის ავტომობილების სტანდარტულ კომპლექტაციაში).




    დააყენეთ თქვენთვის და თქვენი მგზავრებისთვის იდეალური ტემპერატურული რეჟიმი


    fordორზონიანი ელექტრული ავტომატური კლიმატ-კონტროლის სისტემის მეშვეობით საკმარისი იქნება თქვენთვის და მგზავრისთვის აუცილებელი ტემპერატურის არჩევა, ხოლო ჰაერის კონდიცირების მოწინავე სისტემა თვითონ შეინარჩუნებს მას.




    უკანა ხედვის სარკე დაბრმავებისგან/თვალის მოჭრისგან დაცვით

    ford ტარება ღამის პერიოდში უფრო მარტივი და უსაფრთხო ხდება, როდესაც თვალს არ გჭრიან თქვენს უკან მოძრავი ავტომობილების მაშუქები. ამიტომ უკანა ხედვის სარკე ავტომატური დაბინდვის ფუნქციით განსაზღვრავს მაშუქების ანარეკლს და ჩართავს დაბინდვას.




    სარკეები, რომელნიც თვითონ უფრთხილდებიან თავს


    ford გვერდითი სარკეები შეიძლება ადვილად დაზიანდნენ შეზღუდული სივრცის პირობებში ან ვიწრო ქუჩებზე პარკირებისას. ელექტროამძრავიანი გვერდითი სარკეები, დაგეხმარებიან ამის თავიდან აცილებაში — თქვენ დააჭერთ ღილაკს და ისინი შიგნით იკეცებიან. ხოლო სარკეების გათბობის ფუნქცია ზამთარში უფრო სწრაფად გამგზავრების საშუალებას მოგცემთ და ტარებას უფრო უსაფრთხოს გახდის.

  • მოხერხებულობა

    ავტომობილით ერთობლივად სარგებლობა MyKey® სისტემასთან პრობლემების გარეშე

    ford Ford MyKey® ტექნოლოგია სიჩქარის მაქსიმალური ზღვრის დაყენების, უსაფრთხოების ღვედის სიგნალიზატორის აწყობის და აუდიოსისტემის ხმის სიძლიერის გაკონტროლების საშუალებასაც კი იძლევა. ეს ტექნოლოგია მოწოდებულია უზრუნველყოს თქვენი სიმშვიდე, თუ თქვენ ათხოვებთ თქვენს ავტომობილს მეგობარს ან ნათესავს, ვინაიდან თქვენ შეგიძლიათ დააპროგრამოთ ის შეზღუდვები, რომელთა დაყენებაც გსურთ Ford MyKey®-ს გასაღებისთვის. თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ «პატრონის» გასაღები დაუყენებელი შეზღუდვებით თქვენთან, აგრეთვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ ორივე სახის გასაღებები დამატებით.


    მაშუქების შორი განათების ავტომატურად გადართვის ფუნქცია. უზრუნველყოფს გზის მაქსიმალურ ხედვადობას, სხვა მძღოლების თვალის მოჭრის გარეშე

    fordღამის პერიოდში ტარებისას სასარგებლო მაშუქების შორი განათების ავტომატურად გადართვის სისტემა დროებით გადართავს ახლო შუქზე, თუ აღმოაჩენს წინ ავტომობილს ან შემხვედრ მოძრაობას, რათა თავიდან აიცილოს სხვა მძღოლების თვალის მოჭრა. შემდეგ ის ავტომატურად კვლავ ჩართავს შორ განათებას, რითაც უზრუნველყოფს გზის მაქსიმალურ ხედვადობას.

  • უსაფრთხოება

    უსაფრთხოების რეიტინგი «5 ვარსკვლავი» და უნიკალური ახალი ტექნოლოგია


    Mondeo-ს ბოლო მოდელმა უკვე მიიღო უსაფრთხოების მაქსიმალური რეიტინგი «5 ვარსკვლავი» უსაფრთხოების სფეროში წამყვანი დამოუკიდებელი ევროპული ორგანიზაციისგან Euro NCAP. ამასთან ავტომობილი აღჭურვილია Ford-ის მრავალრიცხოვანი ტექნოლოგიებით, რომელნიც ადრე დაჯილდოვებულნი იქნენ Euro NCAP Advanced-ის ჯილდოებით ინოვაციებისთვის უსაფრთხოების ტექნოლოგიების სფეროში. მეტიც, ეს არის Ford-ის პირველი ავტომობილი, რომლის უკანა სავარძლები აღჭურვილია გასაბერი უსაფრთხოების ღვედებით. დაწვრილებით გასაბერი უსაფრთხოების ღვედების თაობაზე იკითხეთ ქვემოთ.


    უკანა სავარძლებზე მსხდომი მგზავრების დამატებითი დაცვა

    ford

    უკანა რიგის ორი კიდურა სავარძელი შეიძლება აღჭურვილი იქნეს უსაფრთხოების უნიკალური ფუნქციით — გასაბერი უსაფრთხოების ღვედებით. ავარიის შემთხვევაში ღვედები იშლებიან, ანაწილებენ დარტყმის ძალას სხეულის ზედაპირზე, რომელიც ოთხჯერ მეტია, ვიდრე სტანდარტული უსაფრთხოების ღვედების გამოყენებისას. ეს ინოვაციური ტექნოლოგია შემუშავებულია იმ მიზნით, რომ შემცირდეს ტრავმების მიღების ალბათობა, შემცირდეს დატვირთვა გულმკერდზე და უზრუნველყოფილი იქნეს თავის და კისრის უკეთესი ფიქსაცია.


    დამაჯერებელი მართვა რთულ პირობებში

    ford

    ცენტრალური საკეტის დისტანციური მართვის ახალი სისტემა უფრო საიმედოა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ხომ შეიძლება გაიხსნას მხოლოდ ერთი კარები, ხოლო დანარჩენები საიმედოდ დაკეტილი იქნება, სანამ თქვენ არ ისარგებლებთ მძღოლის კარებზე არსებული გადამრთველით. ეს გადამრთველი მართავს ავტომობილის ყველა კარების დაკეტვას და გახსნას.


    ავტომობილი დამოუკიდებლად ამუხრუჭებს, რითაც ეხმარება დაბალ სიჩქარეზე შეჯახებების თავიდან აცილებას

    ford

    ნელ საგზაო ნაკადში, ხშირი გაჩერებებით მოძრაობისას, ავარიები — საკმაოდ ხშირი მოვლენაა. Active City Stop — ეს არის მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც მოწოდებულია დაგეხმაროთ შეჯახებების თავიდან აცილებაში ან, როგორც მინიმუმი, შემცირდეს ზარალი მათგან. აღმოაჩენს რა, რომ წინ მოძრავი ავტომობილი მოულოდნელად გაჩერდა, ხოლო თქვენი სიჩქარე არ აჭარბებს 40 კმ/სთ-ს, სისტემა ავტომატურად ახორციელებს დამუხრუჭებას. Active City Stop ინოვაციური სისტემა დაჯილდოებული იყო უსაფრთხოებისთვის Euro NCAP Advanced Award*-ს მიერ.


    დამატებითი კონტროლი აღმართზე დაძვრისას

    fordაღმართზე დაძვრისას დახმარების სისტემა დროებით არ აძლევს ავტომობილს უკან ან წინ დაგორების საშუალებას აღმართში დაძვრისას. სისტემა ინარჩუნებს წნევას სამუხრუჭო სისტემაში 2,5 წამით მეტ ხანს, რაც მეტ დროს და კონტროლის საშუალებას იძლევა მუხრუჭის სატერფულიდან აქსელერატორის სატერფულზე ფეხის გადატანისას. ეს ფუნქცია, ასევე, სასარგებლოა სრიალა ზედაპირზე გაჩერებისას და შემდგომი დაძვრისას.


    დამატებითი ძალისხმევა ექსტრემალური დამუხრუჭებისას

    ford

    ექსტრემალური დამუხრუჭებისას დახმარების სისტემა (EBA) ეხმარება თქვენ ავტომობილს მიაღწიოს მაქსიმალურ ეფექტურობას ექსტრემალურ სიტუაციაში დამუხრუჭებისას. ამ სისტემის მართვას ავტომატურად ახორციელებს ESP, რომელიც განსაზღვრავს მუხრუჭის სატერფულზე დაწოლის ინტენსიურობას და აუცილებლობის შემთხვევაში ავტომატურად აძლიერებს მას.


    თქვენ თვითონ არჩევთ, რომელი კარების გახსნა ან დახურვა გსურთ

    fordცენტრალური საკეტის დისტანციური მართვის ახალი სისტემა უფრო საიმედოა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ხომ შეიძლება გაიხსნას მხოლოდ ერთი კარები, ხოლო დანარჩენები საიმედოდ დაკეტილი იქნება, სანამ თქვენ არ ისარგებლებთ მძღოლის კარებზე არსებული გადამრთველით. ეს გადამრთველი მართავს ავტომობილის ყველა კარების დაკეტვას და გახსნას.


    დააყენეთ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე წინასწარ

    ford

    ოპციის სახით დასაყენებელი სიჩქარის აქტიური შემზღუდველი (შედის Ecoboost-ის ძრავიანი Titanium-ის სტანდარტულ კომპლექტაციაში) მთელი მგზავრობისთვის მაქსიმალური სიჩქარის წინასწარ დაყენების საშუალებას იძლევა. სისტემა აფრთხილებს მძღოლს შემზღუდველის გამორთვის ან სიჩქარის შემთხვევით გადაჭარბების შემთხვევაში, მაგალითად, დაღმართში მოძრაობისას. ეს მოწყობილობა განსაკუთრებით მოსახერხებელია ისეთ მონაკვეთებზე, სადაც მოქმედებენ სიჩქარის შეზღუდვები, ვინაიდან ის საშუალებას აძლევს მძღოლს გაამახვილოს ყურადღება გზაზე იმის ნაცვლად, რომ მუდმივად ამოწმოს სპიდომეტრის მაჩვენებლები.

Bookmark & Share